მარკიზიო:” ერთადერთი მიზანი – გამარჯვება “
კლაუდიო მარკიზიო პირველი წრის მატჩში არ იყო მოედანზე, ახლა კი მწვანე მინდვრიდან შეეცდება საყვარელი გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანას. ზეგ ტურინელები “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან. ორი დღე მატჩამდე…
” პირველი მატჩი გამოვტოვე, მაგრამ წარმომიდგენია ის მუხტი, რასაც ჩვენი მწვრთნელი ბიჭებს შესვენებაზე მისცემდა. მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში, შემობრუნებული შედეგი, იმ პროგრესის ნათელი დასტურია, რაც წინა წლების შემდეგ განვიცადეთ. ”
” იანვრის თამაშებში დაღლილობა გვეტყობოდა, ალბათ საშობაო შესვენებისა და შემდეგ გადატვირთული გრაფიკის გამო. თუმცა ფორმის აღდგენა მალევე შევძელით, ეს გვეტყობოდა “კიევოსა” და “ჯენოასთან” მატჩშიც, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ შევძელით, დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ვაჩვენეთ. პირველი მიზანი მიღწეულია – იტალიის თასის ფინალში ვართ, თუმცა ამაზე გაჩერება არ შეიძლება. პირიქით, დაუღალავად მუშაობა უნდა განვაგრძოთ, ჯერ “ჩემპიონთა ლიგის” საგზურიც კი არაა მოპოვებული. ”
” არასდროს ვნებდებით. მოედანზე მხოლოდ ერთადერთი მიზნით გავდივართ და ეს გამარჯვებაა. ეს მთელი სეზონის განმავლობაში უცვლელია, მაგრამ ადრე ლიდერები ვიყავით, ახლა კი “მილანის” დევნა გვიწევს. დარწმუნებული ვარ, გაწეული შრომა დაგვიფასდება. აქამდე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. განსაკუთრებით მათ, ვისაც თამაშის დრო არ ეძლევათ, ამგვარი რამ მთელს გუნდს ეხმარება პროგრესში. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ჩადექი რა ისევ ისეთ ფორმაში როგორიც იყავი

კლაუდიო აჩვენე შენი სუპერ-კლასი და გაუჯინე ამ ნაპოლის შენებური!!

მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!
მარკიზიო კვირას დაგვანახე რა შეგიძლიააა

მომავალი კაპიტანი
ვგიჟდები ამ საიტზე =))
უბრალოდ ნელის :ს
ძალიან მაგარია, კლაუდიოოოოოოო
შენც მალე უნდა აღიდგინო ფორმა, თორემ მასე თამაშით, ვერაფრით ვერ დაეხმარები იუვეს. ძველი კლაუდიო გვინდააააა….
ყველგან და ყოველთვის FORZA JUVEEEE.