ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფერგიუსონი მიდის / კონტე ტურინს შორდება …

საკმაოდ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა დღეს ბრიტანულმა მასმედიამ . საქმე ანტონიო კონტეს ეხება . ცოტახნის წინ ჩვენი საიტის მეშვეობით უკვე შეიტყობდით , რომ ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტით ლონდონის ” ტოტენჰემი ” დაინტერესდა . უკვე დღეს კი , ფაქტიურად ოფიციალურად დადასტურდა  , რომ მომავალ სეზონს კონტე მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაიწყებს . საქმე იმაშია , რომ სერ ალექს ფერგიუსონს სერიოზული უთახნმოება მოუვიდა კლუბის მმართველებთან – გლეიზერებთან . ამ უკანასკნელებმა კი როგორც ჩანს უკვე დაიჭირეს თადარიგი და წინასაწარი შეთანხმება მიაღწიეს კონტესთან . იუნაიტედი ” სიენას ” ექს თავკაცს 5 წლიან კონტრაქტს , ხოლო წლიურად 9 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის . სხვათაშორის , კონტემ გუშინდელ ინტერვიუში ნათლად მიანიშნა , რომ  მიუხედავად იმისა რომ იუვენტინოა , ნებისმიერ სხვა კლუბში უპრობლემოდ გააგრძელებდა მუშაობას . დამატებითი ფაქტორი ალესანდრო დელ პიეროა , რომლის გუნდში დარჩენის პირველი წინააღმდეგი სწორედ კონტეა . იუვენტუსის შესაძლო ახალ თავკაცზე კი ჯერ ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება . სავარაუდოდ გუნდს ჯამპიერო გასპერინი ჩაუდგება .

წყარო : http://www.corrieredellosport.it/

97 thoughts on “ფერგიუსონი მიდის / კონტე ტურინს შორდება …

  1. ე სად უნდა წავიდეს კონტე ან თუ წავა რაის გასპერინი ძლივს გუნდს დავემსგავსეთ ესენი შარზე ხო არ აიან ანდა თუ წავა ფერგი მაინც წამოვიდეს ჩვენთან :mad:

  2. არ გვინდა ეხლა ეგეთი ხუმრობები, კინაღამ გული გამისკდა სანამ მივხვდი რო პირველი აპრილია :-?
    კონტე კაი ხანი არსად არ წავა…
    დელას დატოვების წინააღმდეგიც კონრე არ არის, ანიელი აჩმახებს რაგაცეებს, მაგრამ სეზონის ბოლოს იმედია მოეგება გონს. ;-)

  3. აუ ვინ დადო ეს პოსტი :D ლინჩის წესითაა ჩასაქოლი.. ძლივს მომაბრუნეს იმქვეყნად წასული კაი რა… თან ეს გასპერინი რაღა ჯანდაბაა :D :D :D

  4. ცოტა რეალური ტყუილი მაინც დაგედოთ :lool: :lool: :lool:
    მილანის შუტკა მეც დამევასა პროსტა ბერლუსკონიზე იმათაც გადაამეტეს :lool: :lool: :lool:

  5. ოოჰ დათკას საპირველ აპრილო ხრიკები დაიწყო :mrgreen: :mrgreen: ხვალ ალბათ ტირიბოკის ტრანსფერს და ძაკერონის მწვრთნელად დანიშვნას გაგვიოფიციალურებს :mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.