ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფერგიუსონი მიდის / კონტე ტურინს შორდება …

საკმაოდ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა დღეს ბრიტანულმა მასმედიამ . საქმე ანტონიო კონტეს ეხება . ცოტახნის წინ ჩვენი საიტის მეშვეობით უკვე შეიტყობდით , რომ ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტით ლონდონის ” ტოტენჰემი ” დაინტერესდა . უკვე დღეს კი , ფაქტიურად ოფიციალურად დადასტურდა  , რომ მომავალ სეზონს კონტე მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაიწყებს . საქმე იმაშია , რომ სერ ალექს ფერგიუსონს სერიოზული უთახნმოება მოუვიდა კლუბის მმართველებთან – გლეიზერებთან . ამ უკანასკნელებმა კი როგორც ჩანს უკვე დაიჭირეს თადარიგი და წინასაწარი შეთანხმება მიაღწიეს კონტესთან . იუნაიტედი ” სიენას ” ექს თავკაცს 5 წლიან კონტრაქტს , ხოლო წლიურად 9 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის . სხვათაშორის , კონტემ გუშინდელ ინტერვიუში ნათლად მიანიშნა , რომ  მიუხედავად იმისა რომ იუვენტინოა , ნებისმიერ სხვა კლუბში უპრობლემოდ გააგრძელებდა მუშაობას . დამატებითი ფაქტორი ალესანდრო დელ პიეროა , რომლის გუნდში დარჩენის პირველი წინააღმდეგი სწორედ კონტეა . იუვენტუსის შესაძლო ახალ თავკაცზე კი ჯერ ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება . სავარაუდოდ გუნდს ჯამპიერო გასპერინი ჩაუდგება .

წყარო : http://www.corrieredellosport.it/

97 thoughts on “ფერგიუსონი მიდის / კონტე ტურინს შორდება …

  1. აუ გული კინაგამ გამიგჯა როგორც იქნა კარგი ტრენერი მოიყვანეს ესეც მიდისო მე ეხლა გავიგე რო ხუმრობა იყო გუში მაგარი გლახა ხასიაატზე ვიყავი მტელი დგე კიდევ კარგი რო ხუმრობა იყო მაინც საგ ადმინ მაგარი იყოო :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.