ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინის მატჩისშემდგომი კომენტარი

” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ ! ” – ჯორჯო კიელინის აზრით , ბიანკონერიმ მიაღწია დასახულ მიზანს , მიუხედავად იმისა , რომ ჯერ ჯერობით მათემატიკური გამოთვლების საფუძველზე , გადაწყვეტილი არაფერია : ” არ მსურს , რომ ვინმეს თავი მოვაჩვენო თითქოს ზედმეტად დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში , მაგრამ ნაკლებად არის მოსალოდნელი უახლოეს რვა შეხვედრაში , ხელიდან გავუშვათ ის ქულათა უპირატესობა რაც მესამე გუნდთან გაგვაჩნია . მშვენიერი შედეგია , რომელიც გვაძვლევს საშუალებას ვიყუროთ წინ , არადა რამდენიმე კვირის წინ მიდიოდა საუბარი , რომ უკან მოგვიწევდა ყურება … ” .

ეხლა კი მთელი ყურადღება , ჩემპიონატის ლიდერისკენ არის …

” არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა , რომ ვაკეთოთ ის რასაც აქამდე ვაკეთებდით . იმ პოზიციას , რომელზეც ეხლა ვიმყოფებით , საკუთარ თავში რწმენამ მიგვაღწევინა ” .

ბრწყინვალე გამარჯვება , ძლიერ გუნდთან , აორმაგებს  ბიანკონერის ამბიციებს …

” ურთიერთ შეხვედრებში , ” ნაპოლი ” ერთ ერთი ყველაზე უხერხული და საშიში მეტოქეა , რადგან ისინი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ . სწრაფი კონტრ იერიშები , რომელიც მომაკვდინებელია თითქმის ყველა გუნდისთვის , ვისაც ისინი ეთამაშებიან . საბედნიეროდ , დღეს ისინი მოედნის ყველა ზოლში დავჯაბნეთ . ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფორმის გათვალისწინებით , განსაკუთრებით მეორე ნახევარში , შანსი არ დავუტოვეთ . გამომდინარე იქიდან , რომ ბურთს ხშირად ვინარჩუნებთ , დავრბივართ გაცილებით ნაკლებს და მატჩის ბოლოს უფრო მეტი ენერგია გვაქვს ვიდრე მეტოქეს ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
12 years ago

:forza: ერთ მომენტში ლავეცის გადააფრინდა კინაღამ თავზე :chuvak: :chuvak: მგელი ხარ მგელი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x