სუარესი უფრო და უფრო რეალური ხდება
როგორც La Gazzetta dello Sport -ის დღევანდელი გამოცემა გვაუწყებს, გუშინ ტურინის „ იუვენტუსი“ პირველად დაეკონტაქტა „ლივერპულის“ მესვეურებს. მოლაპარაკების მიზეზი ლუის სუარესია, რომელმაც ინგლისში ფესვები ვერა და ვერ მოირგო. ფეხბურთელმა 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, იმის გამო, რომ მან ევრას რასისტული სახის შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მან უარი განაცხადა ხელის ჩამორთმევაზე, როდესაც მანჩესტერ „იუნაიტედი“ „ლივერპულს“ ურპირისპირდებოდა. მას ინგლისში რასისტის „იარლიყი“ მიაკრეს. თავდამსხმელი „ლივერპულის“ ბოსებმა 2011 წელს გამდოიყვანეს „აიაქსიდან“ და 26.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ფეხბურთელი ვერ მოერგო გუნდს და ინგლისელებს მისი გაყიდვა დაახლოებით 30 მლნ ევროს სანაცვლოდ სურთ. მსურველთაგან პირველი ტურინის „ იუვენტუსი“ გამოჩნდა, რომელიც სუარესის სანაცვლოდ 25 მლნ ევროს იხდის. 26 მატჩიდან ურუგვაელმა 7 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ლუისით „რომაც“ ინტერესდება.
წყარო : TuttoJuve
ეს ნაღდად მოუხდება იუვეს
ზაფხულში სუარესი იუვეშიიიიიიიიიიი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მაგრა მინდა რო გადმოვიდეს .. მაგრად მევასება
მე მივესალმები ამ ტრანსფერს ოგონდ არა ლეგენდის შემსვლელად
ლეგენდას ვერავინ ვერ შეცვლის ბრატ ;)