ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო: ” ჩვენს შანსებს 50% -ად ვაფასებ “

პირლო თანაგუნდელებს ყურადღებისა და ძალების ბოლომდე დახარჯვისაკენ მოუწოდებს, ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის. მომავალ ტურში “ბიანკონერები” “ლაციოს” დაუპირისპირდებიან. ნახევარმცველი ტელეარხ “სკაისთან” ნესთან შესაძლო ტრანსფერზეც საუბრობს…

” დიდი დრო დაგვჭირდა ცხრილის სათავეში დასაბრუნებლად, თუმცა ყოველთვის გვჯეროდა, რომ ლიდერობისა და პირველ ადგილთან დაშორების აღმოფხვრის ძალა შეგვწევდა. ნამდვილად არ ველოდით, რომ “მილანი” “ფიორენტინასთან” დათმობდა შეხვედრას, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ანგარიში გახსნეს. ფლორენციელები ძალიან დაგვეხმარნენ, მოტივაცია შეგვმატეს “პალერმოსთან” თამაშის წინ. ”

” ახლა ვიცით, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ყველა დარჩენილი მატჩის მოგება ჰორიზონტიდანაც გაგვაქრობდა. ამ წუთში, ჩვენს მიერ “სკუდეტოს” მოგების შანსებს 50% -ად ვაფასებ. ამასთან არ ვფიქრობ, რომ “მილანში” კრიზისი დაიწყო, წინა ტურში გუნდს უბრალოდ “ჩემპიონთა ლიგიდან” გამოყოლილმა დაღლამ შეუშალა ხელი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა. თითოეულ მატჩში ისე უნდა გავიდეთ მოედანზე, რომ არ გვაინტერესებდეს მეტოქის სახელი, ტურიდან ტურამდე, კვირიდან კვირამდე. ”

” რაც შეეხება ნესტას, დიახ, ტრანსფერის საკითხზე მასთან ვისაუბრე, მაგრამ ეს ჩვენი პირადი საქმეა. ის ბრწყინვალე გუნდში თამაშობს და არჩევანის სრული თავისუფლება აქვს. ვნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ; football italia

135 thoughts on “პირლო: ” ჩვენს შანსებს 50% -ად ვაფასებ “

  1. პირლო ძაან მაგარია! რამდენი გაიძახდა ამის დრო წავიდაო იუვეს ფანებიც კი მაგრამ შედეგს ყველანი მშვენივრად ვხედავთ რამდენი საგოლე პასი გააკეთა ტიპმა საღოლ პირლოს :forza: ზოგიერთი ისეთი საგოლე პასი გაუძრო თავის თანაგუნდელებს რო გოლის ავტორად პირლოს მივიჩნევ და არა იმას ვინც ამის პასით გაიტანა. ყოველ მატჩში 90 წუთი სტადიონზეა.

  2. როცა პეპეს გამოსდიოდა ძირითადშიც აწყებინებდა კონტე ეხლა კი აღარაა ისეთ ფორმაში რაც ფაქტია და იმიტო იწყებს სკამით
    ვიდალი კი ყოველტვის სტაბილურია და კარგია თუ ცუდია სულ ერთ დონეზე და სარგებლიანად თამაშობს :forza: :juvee: :juventus: :italy:

  3. 1juve

    პეპეზე რატომ არ ამბობდი უკეთესად უნდა ჩააწოდოსო და ა.შ.? 4-3-3 ზე სადაც პეპე მე-3 შემტევს თამაშობდა, ვიდალი მანდ რომ ყოფილიყო დღეს მარტრიზე მეტი გოლი ექნებოდა :mrgreen:

    მე კიარაა მინდა ცუდი იუვესთვის, პეპეს დონის ფეხბურთელი რომ არ მიგაჩნდა და მიგაჩნია იუვეში ცოდოა ეგ იუვე

  4. 1juve

    შეცდომაა :)) პეპე და ვიდალი მაგარი ძმაკაცები არიან, გოლსაც ერთად აღნიშნავენ ხოლმე სულ..უჭახუნებენ ჭიქებს და სვამენ :lool:

  5. pintu-ricchio
    პეპე მარტო იტალიელობის გამო ვაქე? მარტო იმის გამოა დასაფასებელი რაც ნაპოლისთან გააკეთა
    მე კიარა კონტე ენდო და მე მაბრალკბ პეპეს თამაშს? :lool:
    ვიდალზე ვთქვი რო უკეესად უნდა არტყამდეს შორიდან, შენ იძახია არაო, ცუდი გინდა იუვესთვის?

  6. 1juve
    საბჭოთა 07-ს რომ აქებდეს (რაც იგივე ფიატის იყო მაშინ) და ნაღდ იტალიურ ფიატზე რომ ამბობდე დასახვეწიაო ისეა შენი საქმე.
    პეპე მაგარიაო იძახო და ვიდალი დასახვეწიაო სასაცილოა. თორე შენ რომ პეპე არ გექო თავის დროზე, იმის გამო რომ იტალიელი ვინმე რამეს კიარ გეტყოდა. მარა სირცხვილია უბრალოდ, პეპეს ტამაში მოგწონდეს და ვიდალი არაა და თან პრეტენზია გქონდეს ფეხბურთი ვიციო. თქვი მაშინ რომ უბრალოდ სუბიექტურად გევასება პეპე და ეგაა.და ნუ ამტკიცებ რომ ფეხბურთი მესმისო. რაც არ უნდა სხვაობა იყო ფეხბურთის ხედვას შორის, პეპეს ვიდალი ყველა ხედვით ჯობს… ჯერ კიდევ როდის გეუბენბოდი პეპე სკამის კაცია თქო და არ იჯერებდი

  7. მიდი პირლო ეჩალიჩე ნესტას გადმოიყვანე 1 2 წელი კი ითამაშებს მაღალ დონეზე მერე იუვეში დაარჩება და გაზრდის ახალ თაობას :forza: :forza: :forza: :forza:

  8. Darja
    პეპემ რომოუკლო მეც ვამჩნევ და არ გამკვირვებია სკამზე რო დასვა
    ვიდალს რამდენი გოლი აქ გატანილი? ყველას ვეკითხები და არავინ არ პასუხობს :chuvak: მემგონი 4 აქ

    1. სეერია ა-ში 4 აქვს გატანილი. + ერტი მილანს გაუტანა ტიმ კაპზე და საუდის არაბეტში კიდე. მტი არ მახსენდება უცებ

  9. 1juve

    პეპეს დარტყმაზე ზედმეტია საუბარი, ჩაწოდება არ აქვს, ბოლონიასთან თამაშზე რამდენი ჩააწოდა ყველა აუტში..სეზონის სტარტზე ძალიან მაგარ ფორმაში იყო სიმონე მისდიოდა თამაში, ეხლა ამოვარდა ფორმიდან..ჩემი აზრით სათადარიგოზე გადანაცვლება მოუხდება და თუ შემოუშვებს შეცვლაზე, აუცილებლად გაამართლებს

    ვიდალი კიდე მთელი სეზონი გიჟია :up:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.