ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელა: ” კონტეს ყოველთვის სჯეროდა ჩემი “

ფაბიო კუალიარელა ფორმის დაბრუნებისათვის მადლობას ანტონიო კოტნეს უხდის. გასულ წელს მიღებული ტრავმის გამო ფეხბურთელს თითქმის ერთი წელი გაუცდა, ახლა კი მწყობრში ბრუნდება და ძირითად შემადგენლობაში ადგილსაც იბევებს…

” კონტემ მაშინ გამიცნო, როცა საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი, ეს ჩემი ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი იყო. ყოველთვის ამბობდა, რომ დამიცდიდა. რთული პერიოდი გავიარე, ამას არ უარვყოფ, მწვრთნელი ძალიან დამეხმარა. რა თქმა უნდა, თავდამსხმელს ყოველთვის თამაში უნდა, მაგრამ გარანტირებული ადგილი შეტევაში არავის აქვს, მეტოქის გათვალისწინებით ვიცვლებით ხოლმე. ”

” ზაფხულში ალბათ გულშიც კი არავინ გაივლიდა იმას, რასაც ამ დროისათვის მივაღწიეთ. ბრწყინვალე ჩემპიონატს ვატარებთ, თანაც წარმატებას თასზეც მივაღწიეთ. ახლა მთავარია სვლა არ შევაჩეროთ. ”

” “ლაციო” და “რომა” ყველაზე უხერხული მეტოქეებია, მაგრამ არც სხვა გუნდები უნდა დავივიწყოთ, რადგან ყველა მათგანს უდიდესი სურვილი აქვს, ჩვენი დაუმარცხებელი სვლა დაასრულოს. ამასთან მოტივაცია არც ჩვენ გვაკლია, უდიდესი მიზისკენ მივიწევთ. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

12 thoughts on “კუალიარელა: ” კონტეს ყოველთვის სჯეროდა ჩემი “

  1. მიდით ბიჭებო რა მახარეთ ჩემპიონობით თასზე და ჩემპიონატშიც :forza: :forza: :forza:
    ბედნიერი ვარ ლიგაზე რო ვიქნებით მომავალში :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.