ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანტონიო კონტე ხვალ დედაქალაქურ კლუბთან ურთულეს დაპირისპირებას ელოდება. “ლაციო” “ჩემპიონთა ლიგის” საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის და ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე, არცერთი ქულის დათმობას არ აპირებს…

” “ლაციოსგან” მეტ-ნაკლებად დაცვით ფეხბურთს ველოდები. ნებისმიერი თვალდახედვით, ძალიან რთული მატჩი გველოდება და სამი ქულის ასაღებად ყველაფრის გაღება მოგვიწევს. “ლაციო” “ჩემპიონთა ლიგისთვის” იბრძვის – ეს დიდი მიზანია და მას ჩვენც ვიზიარებთ. ხვალინდელი გამარჯვება მისი მიღწევის გარანტია იქნება, ეს დიდი მოტივაციაა, მით უმეტეს, იმ საფრთხის გათვალისწინებით, რასაც ფორმაში შესული “ლაციო” წარმოადგენს.”

” “მილანის” მიერ ნაჩვენებ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში, მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს მთელი სეზონის განმავლობაში ასე იყო და არც მის დასრულებამდე უნდა შეიცვალოს. ზაფხულში დიდი გზა დავიწყეთ და ის, რომ უკვე ახლა “მილანის” კონკურენტები ვართ, სიამაყით გვავსებს. სეზონის სტარტიდან დღემდე სანიმუშოდ განვვითარდით. სპეციალისტების ვარაუდით, სეზონი წინა წლების მსგავსად, მე-6 ან მე-7 ადგილზე უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ ამის საპირისპიროდ, ბრწყინვალე ჩემპიონატს ვატარებთ. ეს ყველაფერი პირველივე დღიდან ფეხბურთელების დაუღალავი შრომის წყალობით მოხერხდა. ”

” “მილანი” დიდი ძალაა, ნამდვილი საბრძოლო ხომალდი, რომელიც მუდამ წინ სვლისთვისაა შექმნილი. იქ 35 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ირიცხება, რაც უამრავი ფორმაციის გუნდის შექმნის საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, “მილანი” ჩვენთვის მაგალითია. მთავარია მოედანი ოფლში გაწურულებმა დავტოვოთ, როგორც ამას პირველივე დღიდან ვაკეთებდით. ბოლომდე არ დავნებდებით, მაგრამ როგორც არ უნდა დამთავრდეს სეზონი, ეს შესანიშნავი წელი იყო. ყველაზე კარგი ჩვენი ფანების ენთუზიაზმის ყურებაა, საიმაყის გრძნობა ისევ დაბრუნდა მათში. მისი წართმევა ახლა შეუძლებელია და ეს მრავლისმნიშვნელი რამაა. ”

” გუნდი, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით კარგ ფორმაშია. გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად ბევრი ვიმუშავეთ და ეს მუშაობა ისევ გრძელდება. ჩემს ფეხბურთელებს მხოლოდ ერთ რამეს ვეუბნები – როგორც არ უნდა დამთავრდეს “მილანის” თამაში, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. თუ მოიგებენ – ჩვენც უნდა მოვიგოთ, თუ ფრეს ითამაშებენ – ჩვენ უნდა მოვიგოთ, თუ წააგებენ – ჩვენ უნდა მოვიგოთ. ბოლო წამამდე მიზნის მისაღწევად მთელი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ; football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
alex-97
12 years ago

კლუბები შეტანხმდნენო ეხლა სუარესზეა დამოკიდებუ ხელფასს რამდენს მოიტხოვს და მასეტები რააა
papojuve11.04.2012 15:52:37
კაი კარგია
sagapao33311.04.2012 15:51:48
არა დზმაა რას გეხუმრები სერიოზულად გეუბნრვი მე რეალში მინდოდა მაგრად
papojuve11.04.2012 15:50:12
ხო არ გვეხუმრები ძმა?
sagapao33311.04.2012 15:50:04
მაგარ გატეხილში იყო რომ ყიდიანო მაგრამ პრესასტან დზაან ცუდი ურტიერტობა აქვს და მაგრად ავიწროებენო სუარესს და მაგ პონტსჰი მიდის ტან ლიგა უნდავო 32მილიონს იხდის იუვეო
sagapao33311.04.2012 15:46:22
დზმაკაცი მყავს ლივეპულში ცხოვრობს მე ტვიტონ ატენში ვარ ეხლა ველაპარაკე სკუპეტი და გადაწყვეტილია იუვეში მიდის და მის მაგივრად სოლდადო მოყავტო

Nikusha350
12 years ago

ყველაზე კარგი ჩვენი ფანების ენთუზიაზმის ყურებაა, საიმაყის გრძნობა ისევ დაბრუნდა მათში. მართალია.. იუვეს ჩავარდნა რო ქონდა უბანში ფეხბურთზე ლაპარაკიი რო მიდიოდა ხმას ვერ ვიღებდი დღეს კი ბარსას ფანებს ვაჩუმებ მხოლოდ იმით რო წელს იუვე დაუმარცხებელია ბარსამ კი წააგო !!

12 years ago

თუ მოიგებენ – ჩვენც უნდა მოვიგოთ, თუ ფრეს ითამაშებენ – ჩვენ უნდა მოვიგოთ, თუ წააგებენ – ჩვენ უნდა მოვიგოთ.
ბოლომდე!!!!!!!!!! იუვე!!!!!!! იუვე!!!!! იუვე!!!!!!! :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

giorgi mchedlishvili
12 years ago

მილანმა მოიგო ვერონაში,ასე რომ ჩვენ უეჭველი ვიგებთ.არ უნდა დავთმოთ პირველი ადგილი ცხრილში.
მიდით ბიჭები შვიდივე თამაში მოიგეთ და მილანმა როგორც გინდა აფხლაკუნოს ფეხები.

italiajuve
12 years ago

იუვენტუს ლაციო 2-0 :forza: ესე დამთავრდება დღევანდელი მატჩი. დღეს დელპო გაიტანს :forza: :forza:

12 years ago

მიყვარხარ ანტონიო .. :juvee:

აკაკი მეტრეველი

მადლობა Nachke – ს ამ სტატიისთვის : )

მხეცი ხარ გიო :kiss:

mamuka makharadze
12 years ago

აუ იმენა ძაან მაგრად დამევასა ეს რო წავიკითხე. მადლობა ვინც დაწერა ეს სტატია. და კონტე შემიყვარდა იმენა. მაგარი კაცია და ამ შედეგს მართლა არ ველოდი. და საერთოდ მადლობა ადმინებს ეს საიტი რო არსებობს. :juventus: :juventus: :forza: :forza:

juventino3969
12 years ago

დაა… მატრიმ როდის უნდა დაიწყოს გოლების გატანა? ხვალიდა? :oldman: :davliot: :achuu: :achuu: :forza: :forza:

alex-97
12 years ago

ნეტა მოვიგოტ და მილანმა ვერ მოიგოს დღეს :love: :forza:

gag100
12 years ago

კარგტ რა ზეედორფი ტო

bacho kochlashvili
12 years ago

კონტეე ერთი ნესტა ზედორფი გამიძრე იუვენტუსში და კაცი იქნები კაცური :chuvak:

12 years ago

:love: :love: :love:

lasha naxucrishvili
12 years ago

:forza:

DeL_PieRoOo
12 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

d a v i d
12 years ago

კონტე :love:

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x