ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ფენერბაჰჩემ” 11 მილიონი ევრო გაამზადა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილოშ კრასიჩის მიმართ დიდ დაინტერესებას გამოთქვამს თურქული “ფენერბაჰჩე”, რომელიც მზადაა ფეხბურთელში 11 მილიონი ევრო გადაიხადოს. მოგეხსენებათ, რომ სერბი ნახევარმცველის “იუვენტუსიდან” წასვლა გადაწყვეტილია, შესაბამისად, საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ კრასიჩი სწორედ თურქულ კლუბში აღმოჩნდეს. ამასთანავე, მოლაპარაკებებს ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ტურინელები “ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობას რეტო ციგლერის არენდაზე მოელაპარაკნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გუნდებს შორის საკმაოდ ნორმალური ურთიერთობაა. თუმცა საგულისხმო ისაა, რომ “იუვენტუსმა” 2010 წელს მოთამაშე 15.5 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი შესაძლოა გუნდს ფეხბურთელის შედარებით დაბალ ფასად გასხვისება მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის კრასიჩმა 2011/12 წლების სეზონში “ბიანკონერის” მაისურით სულ 7-ჯერ ითამაშა, ბოლოჯერ კი იანვრის თვეში, “კალიარისთან” დაპირისპირებაში გამოჩნდა, სადაც შეცვლაზე შემოვიდა და მოედანზე ბოლო შეხვედრის 18 წუთი დაჰყო.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

29 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
delpieronedved
12 years ago

ლივერპულის საიტზე ეწერააა

| Newsphere by AF themes.
29
0
Would love your thoughts, please comment.x