ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ფენერბაჰჩემ” 11 მილიონი ევრო გაამზადა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილოშ კრასიჩის მიმართ დიდ დაინტერესებას გამოთქვამს თურქული “ფენერბაჰჩე”, რომელიც მზადაა ფეხბურთელში 11 მილიონი ევრო გადაიხადოს. მოგეხსენებათ, რომ სერბი ნახევარმცველის “იუვენტუსიდან” წასვლა გადაწყვეტილია, შესაბამისად, საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ კრასიჩი სწორედ თურქულ კლუბში აღმოჩნდეს. ამასთანავე, მოლაპარაკებებს ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ტურინელები “ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობას რეტო ციგლერის არენდაზე მოელაპარაკნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გუნდებს შორის საკმაოდ ნორმალური ურთიერთობაა. თუმცა საგულისხმო ისაა, რომ “იუვენტუსმა” 2010 წელს მოთამაშე 15.5 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი შესაძლოა გუნდს ფეხბურთელის შედარებით დაბალ ფასად გასხვისება მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის კრასიჩმა 2011/12 წლების სეზონში “ბიანკონერის” მაისურით სულ 7-ჯერ ითამაშა, ბოლოჯერ კი იანვრის თვეში, “კალიარისთან” დაპირისპირებაში გამოჩნდა, სადაც შეცვლაზე შემოვიდა და მოედანზე ბოლო შეხვედრის 18 წუთი დაჰყო.

წყარო: Football-Italia

29 thoughts on ““ფენერბაჰჩემ” 11 მილიონი ევრო გაამზადა

  1. ავტორ წელი არასწორი გიწერია ტიტქმის 28 არის და 27 მაინც დაგეწერა არადა შანსი არმიცა ელიას და კრასიცს კონტტემ ესეტი ორი სწრავი კონტ შეტევებზე არ გვყავს შეცდომას უშვებს გუნდი ამ ტრანსფერებზე

  2. კრასიჩი ჩელსიში არა არ დააყენებენ სასტავში მითუმეტეს წლევანდელი სეზონის მიხედვით ჩელსი ისეთი ფეხბურთელების შეძენას აპირებს :lool: ეს არსენალისთვის დაბადებული იგროკია ან ლივერს მოუხდებოდა

  3. ჩელსი ან ლივერპული აქ რომელიმეში რო გადავიდეს იმდენად აგა დამწყდება გული რადგან ხშირად უყურებ მის თამაშებს და სხვებიც უყურებენ და გაიგებენ კრასიჩი როგორი ფეხბურთელია ეხლა რო ლანძგავენ და აკრიტიკებენ

  4. თქვენი არ ვიცი მაგრამ მარჯვენა კრაიზე პეპეს მირჩევნია ეს, პეპე შემტევი კიარაა იმენა მცველივით თამაშობს და კრასიჩს პეპეზე მეტი ტექნიკაც აქვს და სისწრაფეც :forza:

  5. dito
    ხო, ჩელსიმ თუ წაიყვანა ჯობია წავიდეს
    ფენერბახჩეში გაფუჭდება, წესით გრანდში უნდა წავიდეს
    არსენალსაც მოუხდება

  6. dito
    პირველად გავიგე რო კრასიჩს ტექნიკა არააქ, ყველაფერი შეიძლება დააბრალო მარა მირკოსთან ერთად ყველაზე ტექნიკურია
    :juvee:

    1. მეც პირვლად გავიგე კრასიჩის უტექნიკურობა :lool: მაგრად მწყდება გული რო კრასიჩი ასე უცებ ერთი ხელის მოსმით გააქვრეს მოედნიდან :euf: ფენერბახჩეში რა უნდა სადმე სხვაგან წავიდეს მაინც :euf:

  7. წავიდეს კაცს ტექნიკის ნატამალი არ გააცჰნია///ტან ტამასჰობ იუვეში უტექნიკო არ სჰეიდზლება მაგრამ მაინც სპს წინა სეზონი ამან იფორტხიალა

  8. ვაიიიმეეე ეხა რო ვუკვირდები მილანს 10 პენალი დაუდეს წელს და აქედან 4 სიმულიანტობა იყო და ჩვენ 10 პენალი არ დაგვიდეს 100% იანები როგორც ცანს მაფია ისევ მუშაობს @@@@@

  9. უნდა წავიდეს აბა საერთოდ არ ათამაშებენ და, 11 მილიონი სულაც არაა ცოტა თავი არ გამოუჩენია საერთოდ შანსი არ მიეცა. მოკლედ აჯობებს წავიდეს. არადა როგორ მევასებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.