ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიდი სიყვარულის ისტორია

ვაგრძელებთ ტრადიციას და ინტერნეტში გაფანტულ შავ-თეთრ მარგალიტებს ჩვენს საიტზე ვუყრით თავს. ამჯერად, ჩვენი მეგობრის, დავით ჩიხლაძის ნაშრომს გთავაზობთ…

როცა ამ ისტორიას ვყვები სულ მგონია, რომ ანონიმურ შექსპირთა კლუბში ვზივარ და ფსიქოლოგი ჩემი ამბის მოყოლას მაიძულებს. მეც, სხვა გზა აღარ მაქვს, ვდგები და ვიწყებ : დათო, 20 წლის, მე მიყვარს … იუვე…

ასეთი ისტორია იუვეს ყველა ფანს აქვს, ნამდვილ ფანს. ბოლოს და ბოლოს, იუვენტუსის სტადიონზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ყველა თამაშის წინ ხომ ხმის ჩახლეჩვამდე მღერის, „დიდი სიყვარულის ისტორიას“. სწორედ ასე ჰქვია იუვენტუსის ჰიმნს და შეუძებელიცაა სხვაგვარად იყოს.

ჩემთვის ყველაფერი 1999-2000 წლიდან იწყება, როცა ქალაქში, სადაც მე ბავშვობა გავატარე გვქონდა ბევრი სანახაობა და ცოტა პური. სანახაობაც დიდი ვერაფერი, რამდენიმე ავტომატიანი კაცი, პოლიციის შენობის ფანჯრებიდან პანტა-პუნტით გადმოცვენილი ხალხი (თუმცა უამისობა არც ახლაა), „დავუჩოქოთ შევარდნაძეს“, F1-ის თაობა და ტოტალური იმედგაცრუება იმით, რაც აქ თავისუფლება ეგონათ. მოკლედ, ჩემი და ჩემი თაობის ბავშვობა დიდი არაფრით განსხვავდებოდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბავშვობისგან, რომელმაც ამის შესახებ დაწერილი წიგნით კიდევ რამდენიმე მილიონით გაზარდა საბანკო ანგარიში. ახვარი. მითუმეტეს, რომ ზუსტად ის პოლიციის შენობა, საიდანაც ხშირად გადმოფრინდებოდა ხოლმე ვინმე, ავხორცი, კრიმინალი ჩემი სახლის გვერდით იყო და ჩემთვისაც და ჩემი მეგობრების უმეტესობისთვისაც მეთერთმეტე სართულიდან გადმოფრენილი ადამიანი ბოლოს ლამის რუტინად იქცა, რომლის დავიწყების საშუალებასაც ერთ-ერთი მაშინდელი ტელეგადაცემა არ გვაძლევდა. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა და მოდით ისევ იუვეს დავუბრუნდეთ.

ჩვენს ოჯახს, ალბათ ისევე, როგორც ყველა მაშინდელ ქართულ ოჯახს, ნათესავები ჰყავდა საზღვარგარეთ. ამ ნათესავებისგან მე და ჩემი ძმა ხშირად ვიღებდით საჩუქრებს და ამით შეგულიანებულები ეზოში თავს ვიწონებდით ხოლმე. ერთხელაც, როცა მე 9-10 წლის ვიყავი ოჯახში მაგიური ამანათი მოვიდა. ბიძაჩემი მპირდებოდა, მაგარი რამე უნდა გამოგიგზავნოო, თუმცა მე აზრზე არ ვიყავი თუ რა იყო ეს მაგარი რამე, ჰოდა ამანათიც სულმოუთქმელად გავხსენი. მაშინ ფეხბურთი კარგად არ მესმოდა, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი ის იყო, რომ ზიდანი საოცრად თამაშობდა. ჩემდა გასაკვირად ამანათში სწორად ჩემი ზომის, შავ-თეთრი, ოცდაერთნომრიანი, ზიდანის, მაისური დამხვდა. მაისური მაშინვე ჩავიცვი და ეზოში გავიქეცი, მინდოდა ყველასთვის მენახებინა, რომ ზიდანის მაისური მქონდა, თანაც, როგორც ამას ჩემს ბავშვობაში ეძახდნენ, „ორიგინალი“. მახსოვს, მაშინ ერთმა ჩემმა უბნელმა მითხრა, რომ ეგ იუვენტუსის ფორმააო. მაშინ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, რომ მე ზიდანის „ორიგინალი“ მაისური მეცვა.

ჩემი ძმისთვის ბიძაჩემმა თავისი საყვარელი გუნდის „ბაიერნის“ მაისური გამოგზავნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმ დღიდან მე იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ, ჩემი ძმა კი – ბაიერნის. ბაიერნით გატაცებამ ჩემს ძმას მალე გაუარა, ფეხბურთიც აღარ აინტერესებს და საერთოდ, ახლა ის რაგბისტია. მე კიდევ იუვენტუსი აგერ უკვე ათ წელზე მეტია მომყვება. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე „დიდი“ სიყვარულია, როგორც ამას იუვეს ფანები მღერიან ხოლმე.

ამ ათი-თერთმეტი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ იყო. იყო საოცარი გამარჯვებებიც, მსოფლიო ფეხბურთის დაჩოქებული გრანდებიც, იყო დელ-პიეროს ჯადოქრობა, იყო დაცემაც და მერე დიდი ხანი მიწაზე ხოხვაც. იყო ბევრი პრობლემაც, მაგრამ იუვესთვის არასდროს მიღალატია. თამაშებს მაშინაც ბოლომდე ვუყურებდი როცა გუნდი წაგებისთვის იყო განწირული. ცხოვრებაში თითქმის ერთადერთხელ მაშინ მომინდა გულიანად ტირილი, როცა იუვე ევროსაგზურების გარეშე დარჩა და ვერავის უგებდა. თუმცა, შემდეგ გუნდი გამოცოცხლდა და გაახსენდა თუ რას ნიშნავს იყოს „იუვენტუსი“.

„იუვენტუსი“ ლათინურად ახალგაზრდას ნიშნავს. ეს გუნდი „დი უმბერტოს“ ლიცეუმის სტუდენტებმა დაარსეს და სურდათ თამაშისგან უბრალოდ სიამოვნება მიეღოთ. იუვეში ახალგაზრდული სული იყო, რომელიც არასდროს შეეგუებოდა დამარცხებას, რომელსაც სურდა ყველაფერი ლაღად, თავისუფლად, გაეკეთებინა და რაც მთავარია რომელსაც უყვარდა ეს თამაში, ხოლო ფანებს, სწორედ ამიტომ, საოცრად უყვარდათ და უყვართ იუვე. ბევრი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას თუ რამ გამოიწვია იუვეს დაუმარცხებლობა ამ სეზონში, თუ რა მაგარი მენეჯერი გამოდგა ანელი ან რა მაგარი მწვრთნელი კონტე. წარმატებებს ზოგი რას მიაწერს და ზოგი რას, მე კი მგონია, რომ იუვეს მხოლოდ იმიტომ იგებს, რომ მასში ისევ გაცოცხლდა ის სული, რომელიც არასდროს ეგუებოდა მარცხს და რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა. ეს სული კი კვლავ იმ ადამიანებმა მოიტანეს, რომლებიც იუვემ გაზარდა, რომლებიც იუვესთან ერთად გაიზარდნენ. ანელიც, კონტეც, დელ პიეროც, ნედვედიც, ამ სულით იზრდებოდნენ და მათაც მოახერხეს დაერწმუნებინათ მთელი გუნდი, რომ არ არსებობს არცერთი მიზეზი, რის გამოც ამ იუვემ ვერ უნდა მოიგოს. სწორედ ამით აჯობა ჩემპიონატის ფინიშზე იუვემ მილანს, რომელსაც შეიძლება 35 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჰყავდეს, მაგრამ არ აქვს ის ახალგაზრდული შემართება, რომელიც იუვეს ყველა ფეხბურთელში ჩანს, როცა ის ფეხზე წამომდგარ და ამღერებულ სტადიონს ხედავს. სტადიონზე მისული თითოეული ადამიანი კი ხმამაღლა ყვება თავისი „დიდი სიყვარულის ისტორიას“.

გუშინ იუვეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა ლაციოსთან, რომელიც, მიუხედავად დიდი დანაკლისისა არაფრის დათმობას არ აპირებდა. თამაში ფაქტობრივად იტალიის ჩემპიონის ვინაიობას წყვეტდა. ტრანსლაცია ცოტა ადრე ჩართეს და მატჩის ყურებაც ზუსტად იმ მომენტიდან დავიწყე, როცა ხალხი ისე მღეროდა, როგორც არასდროს, ამაყად, ხმამაღლა. ჰიმნის მოსმენისას მივხვდი, რომ იუვე ამ თამაშს აუცილებლად მოიგებდა.

პირველი გოლი პეპემ გაიტანა. საოცარი სანახავი იყო. თუკი საფეხბურთო აიქიუს გაზომვა შეიძლება, ამ კომპონენტში პირლო უდავოდ საუკეთესო იქნება მსოფლიოში. საოცარი პასი მისცა პეპეს და პეპემაც შეასრულა. ტაიმი ისე მიდიოდა, რომ მეგონა ლაციოს მალე გადაუვლიან-მეთქი, მაგრამ რომაელებმა მაინც გაიბრძოლეს და პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს.

მეორე ტაიმი რთული გამოდგა, ბევრი ვინერვიულე. მეგონა, რომ აი აქ დავიღუპეთ-მეთქი. ვიფიქრე, რომ დელ პიერო აუცილებლად უნდა გამოეყვანათ და კონტემაც დიდხანს არ გვალოდინა. ალექსი გამოვიდა.

თამაშამდე იუვენტუს-ჩენელის მომზადებულ პრევიუს ვუყურე, რომელიც შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა : არწივებს შეუძლიათ ფრენა, მაგრამ არა ოთხშაბათ საღამოს, არა იუვენტუს-სტედიუმზე, არა ჩვენს წინააღმდეგ.

82-ე წუთი იყო, როცა ლაციოს ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა. ჯარიმა კარიდან საკმაოდ შორს დაინიშნა, თუმცა მანძილს არ აქვს მნიშვნელობა როცა გუნდში პირლო და დელ პიერო გყავს. დელ პიერო იუვენტუსის მაისურით მეშვიდასე მატჩს ატარებდა. ბურთთან სწორედ ის და პირლო მივიდნენ. მე სიგარეტს მოვუკიდე, ხელები გამიოფლიანდა, სუნთქვა მიჭირდა. ამ დროს ტელევიზორის წინ დედაჩემმა გაიარა და მითხრა :

– კარგი რა, შვილო, რამდენს ეწევი?!

– დე, აი დელ პიერომ ახლა ეს ჯარიმა გაიტანოს და აღარ მოვწევ, შენს თავს ვფიცავარ.

მე სიგარეტი ჩავაქრე.

დავით ჩიხლაძე

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

78 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gonz0
12 years ago

მადლობა ყველას, ვისაც სტატია მოეწონა :)

Ladika
12 years ago

ძალიან მაგარრი სტატიააა.

გილოცავთ ყველას რომ ესე ნელ ნელა ვბრუნდებით :)

ეპოქალური გუნდი ყალიბდება – ეპოქალურიიიიი !!!

italiajuve
12 years ago

ბიჭები იუვეს ჰიმნი ქართულად გაქვთ ვინმეს ნათარგმნი?

PINTURICHIO10
12 years ago

ბრავო ძმაო, ბრავო.

12 years ago

ეხა მართლა აღარ ეწევი, იმედია ხო??!! :davliot: :up:

iakobi siordia
12 years ago

მე დგეს დავრეგისტრდი ამ საიტზე…მაგრამ რაც პეხბურთი ვიცი მის მერე იუვეს ფანი ვარ…..დელ პერო კი ჩემი კუმირია…..:-Dმე მაგრა მიყვარს იუვე

irakla1001 horbenadze
12 years ago
Reply to  iakobi siordia

meც დღეს დავრეგისტრირიდი ძმა

Vaxooo
12 years ago

ამ საიტზე 2 წელიწადზე მეტია რაც ვარ და საიტის განუყოფელი წევრიც გავხდი.
ჩვენ მართლაც განსაკუთრებული გულშემატკივრები ვართ, საღად მოაზროვნეები და ინტელექტუალურები და რაც მთავარია ძალიან გვიყვარს იუვენტუსი

irakla1001 horbenadze
12 years ago

ამ სტატიაში მგონი ყველა იუვენტინო თავის თავს ამოიცნობს,, ისე კი ეს საიტი მშვენიერია მე ძალიან მომწონს და ის იდეაც მომეწონა წინასწარ ტაქტიკურ განსაზღვრაზე.. ისე იუვეს არ ყავს პატარა ფანები ეს უიშვიატთესი იშვიათობაა მსოფლიო სპორტზე ვნახე ყველაზე პატარა 14 წლის იყო მეთვითონ კი 17-ის ვარ და იიუვეს 2003-04 დან ვბალეშიკობ

Giorgi kasrashvili
12 years ago

დათკა

ოკ გამოვაგზავნიიი :kenwvla:

mesdel
12 years ago

))არაუსჰავს ..თვალი მაქვს რაგაცნაირად ცუდი)))შევამმჩნიე..არავის საჭყენად არ ვამბობო მაგრამ არც ჩვენთანაა დიდი ასაკობრივი აქტივობა…ეგ იმიტ არ განისაზგვრება…სჰენი ან ფეისბუკი ან აკონტაკტო დამიტოვე..რაგაც აზრები მაგქვს და ინებ მოგეწონოთ და განვააახლოთ საიტზე))

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago
Reply to  mesdel

სურათის კოდი ამერია უეჭველი ) აღარც შემიხედია მერე , იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ შევცვალე )

კომენტარების სიტუაცია ჩვენთან უკეთესია . IQ მაღალია მაინც )
ისე ფორუმ.გე-ზე შემოგვიერთდი ) არ ინანებ დამიჯერე )))

Datka Jishkariani ფეისბუქის გვერდი ჩემი და დამიმატე ) ეხლა კი დაგტოვებთ დროებით საქმეები მაქვს )

mesdel
12 years ago

დათკა says:კარქი ხარისხიანი მუშაობა საიტზე??)))შეხედე ჯერაც კი არ გამოცვლილა იუვე ვს ლაციოს ემბლემა თამაშის წინ რო იდება ხოლმე)))დიდი პატივისცემით ადმინ არ მიწყინოთ)),,,,ნუ მოკლედ ..კარგი ინება როჩემი აზრი განხორციელდეს))მე სურვილი მაქ))…ბარსა??კაი რა მეგობრო მე 28 წლის ვარ და იცი რამდენი ძმაკაციმყავს რომელიც ბარსას ფანია???11 წელი ვთამაშობდი ფეხბურთს ჩვენს ლიგაში))

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago
Reply to  mesdel

შენიშვნა მიღებულია . გამომრჩა მართლა , თორე პირველს შემდეგ მატჩს ვცვლი ხოლმე . არადა მახსოვდა რომ შევცვალე ნაღდად . მარჯვენა პანელს სულ ვანახლებ ხოლმე ) პირველი შემთხვევაა ნამდვილად როცა ამდენი ხნით დარჩა ეს სურათი , მანამდე ვერავინ იტყვის რომ საიტი მივაგდეთ ან რამეს ვაკლებთ . ნუ შენ რომ ხარ იმას ხომ არ ნიშნავს რომ ეგ საიტზეც ეგრეა . იქ 28 წლის სასტავის ყოფნის არაფერი ეტყობა . ბარსელონას ეყოლება სტაჟიანიც , მაგრამ არც იუვენტუსს ჰყავდა იმ პერიოდში ნაკლები ტიფოზი . მეც ბევრს ვიცნობ და ფორუმ.გე-ზე დამიჯერე კიდევ უფრო ასაკინებიც ბევრნი არიან ) მაგრამ ძირითადათ მაგ საიტის ასეთ დიდ რეიტინგს კლუბის დღევანდელი… Read more »

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

mesdel

ხო მაგრამ რეიტინგი საქართველოში სხვა რამით განისაზღვრება ) მითუმეტეს როცა საქმე კონკრეტულ ვებ გვერდს ეხება . დამიჯერე სტატიები ამას არ აკონტროლებენ . ძირითადათ სტაბილური და ხარისხიანი მუშაობაა , შემდეგ კი უკვე კლუბის მიღწევები თვითონ ) ბაიერნის საიტი ავიღო ერთი წამით ) ბოლო პერიოდში რეიტინგში მხოლოდ იმიტომ მოიმატეს რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ …

პიარი ყველაფერს ჭირდება , მაგრამ იუვენტუსს დამიჯერე პიარი ნამდვილად არ სჭირდება .

ბარსამანიაზე გადახედე ისე , სტაჟიანს იქ ნაკლებად იპოვნი ) ძირითადი ასაკი 12-19 წელია

mesdel
12 years ago

ოოპს))უკაცრავად1996 უნდა დამეწერა))1986 დამიწერია))..გავაკეთებ კომენტარს ბარსაზეც..ბარსა??ეგ ერთერთი უდიდესი ისტორიიის კლუბია..და საქართველოსჰიც დზალიან დიდი სტაჟIანი გულშEღმატკივრები ყავს მეგობარო..ძალიან სერიოზული ხალხი გულშEმატჯკივრობს მას…და მართლაც რო პენომენალური გუნდია დგეს და 10 წლეულებს მოიცავ ალბათ ეგ

Giorgi kasrashvili
12 years ago

დათკა

სტატია მინდა დავწერო იუვეს წლევანდელ გამოსვლაზე ოგონდ არა სტატისტიკური არამედ ემოციური და როგო დავწერო რომ მერე სკყპეტი მოგაწოდო…

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

მეილზე გადმოაგზავნე ჩვენთან ან ნაჩკეს მიწერეს , ეგ კურირებს მაგ სექტორს კონკრეტულად )

mesdel
12 years ago

ნუ მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი საჭიროა თუ არა ეგ მეორე საკიტხია …პიარი???)))გამეგიმა ძამი ეხლა..პიარი თვით დონალდ ტრაპს სჭირდება)))ნუ მოკლედ არ ვიკამათოთ ეს ჩემი პირადი მოსაზრება იყო)..რეიტინგი კლი აუცილებელია და რეიტინგი სწორედ აქტივობით იმატებს))

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ბარსელონას ფანების უმრავლესობის ასაკი არ აღემატება 10 წელს :lool: ბარსა არც იცის ზოგმა ვინაა მაგრამ უყვართ იმიტო რო სუ ეგ ესმით აი მაგალითი ჩემი დაქალია და ვის გყულშემატკივრობო ჩამოვარდა საუბარი და ბარსასო ხო წავიდა ლაპარაკი და საფეხბურთო გუნდი კი არა როგორც შემდგომ გაირკვა თურმე ხოკეისტები ყოფილან :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
78
0
Would love your thoughts, please comment.x