ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიდი სიყვარულის ისტორია

ვაგრძელებთ ტრადიციას და ინტერნეტში გაფანტულ შავ-თეთრ მარგალიტებს ჩვენს საიტზე ვუყრით თავს. ამჯერად, ჩვენი მეგობრის, დავით ჩიხლაძის ნაშრომს გთავაზობთ…

როცა ამ ისტორიას ვყვები სულ მგონია, რომ ანონიმურ შექსპირთა კლუბში ვზივარ და ფსიქოლოგი ჩემი ამბის მოყოლას მაიძულებს. მეც, სხვა გზა აღარ მაქვს, ვდგები და ვიწყებ : დათო, 20 წლის, მე მიყვარს … იუვე…

ასეთი ისტორია იუვეს ყველა ფანს აქვს, ნამდვილ ფანს. ბოლოს და ბოლოს, იუვენტუსის სტადიონზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ყველა თამაშის წინ ხომ ხმის ჩახლეჩვამდე მღერის, „დიდი სიყვარულის ისტორიას“. სწორედ ასე ჰქვია იუვენტუსის ჰიმნს და შეუძებელიცაა სხვაგვარად იყოს.

ჩემთვის ყველაფერი 1999-2000 წლიდან იწყება, როცა ქალაქში, სადაც მე ბავშვობა გავატარე გვქონდა ბევრი სანახაობა და ცოტა პური. სანახაობაც დიდი ვერაფერი, რამდენიმე ავტომატიანი კაცი, პოლიციის შენობის ფანჯრებიდან პანტა-პუნტით გადმოცვენილი ხალხი (თუმცა უამისობა არც ახლაა), „დავუჩოქოთ შევარდნაძეს“, F1-ის თაობა და ტოტალური იმედგაცრუება იმით, რაც აქ თავისუფლება ეგონათ. მოკლედ, ჩემი და ჩემი თაობის ბავშვობა დიდი არაფრით განსხვავდებოდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბავშვობისგან, რომელმაც ამის შესახებ დაწერილი წიგნით კიდევ რამდენიმე მილიონით გაზარდა საბანკო ანგარიში. ახვარი. მითუმეტეს, რომ ზუსტად ის პოლიციის შენობა, საიდანაც ხშირად გადმოფრინდებოდა ხოლმე ვინმე, ავხორცი, კრიმინალი ჩემი სახლის გვერდით იყო და ჩემთვისაც და ჩემი მეგობრების უმეტესობისთვისაც მეთერთმეტე სართულიდან გადმოფრენილი ადამიანი ბოლოს ლამის რუტინად იქცა, რომლის დავიწყების საშუალებასაც ერთ-ერთი მაშინდელი ტელეგადაცემა არ გვაძლევდა. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა და მოდით ისევ იუვეს დავუბრუნდეთ.

ჩვენს ოჯახს, ალბათ ისევე, როგორც ყველა მაშინდელ ქართულ ოჯახს, ნათესავები ჰყავდა საზღვარგარეთ. ამ ნათესავებისგან მე და ჩემი ძმა ხშირად ვიღებდით საჩუქრებს და ამით შეგულიანებულები ეზოში თავს ვიწონებდით ხოლმე. ერთხელაც, როცა მე 9-10 წლის ვიყავი ოჯახში მაგიური ამანათი მოვიდა. ბიძაჩემი მპირდებოდა, მაგარი რამე უნდა გამოგიგზავნოო, თუმცა მე აზრზე არ ვიყავი თუ რა იყო ეს მაგარი რამე, ჰოდა ამანათიც სულმოუთქმელად გავხსენი. მაშინ ფეხბურთი კარგად არ მესმოდა, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი ის იყო, რომ ზიდანი საოცრად თამაშობდა. ჩემდა გასაკვირად ამანათში სწორად ჩემი ზომის, შავ-თეთრი, ოცდაერთნომრიანი, ზიდანის, მაისური დამხვდა. მაისური მაშინვე ჩავიცვი და ეზოში გავიქეცი, მინდოდა ყველასთვის მენახებინა, რომ ზიდანის მაისური მქონდა, თანაც, როგორც ამას ჩემს ბავშვობაში ეძახდნენ, „ორიგინალი“. მახსოვს, მაშინ ერთმა ჩემმა უბნელმა მითხრა, რომ ეგ იუვენტუსის ფორმააო. მაშინ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, რომ მე ზიდანის „ორიგინალი“ მაისური მეცვა.

ჩემი ძმისთვის ბიძაჩემმა თავისი საყვარელი გუნდის „ბაიერნის“ მაისური გამოგზავნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმ დღიდან მე იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ, ჩემი ძმა კი – ბაიერნის. ბაიერნით გატაცებამ ჩემს ძმას მალე გაუარა, ფეხბურთიც აღარ აინტერესებს და საერთოდ, ახლა ის რაგბისტია. მე კიდევ იუვენტუსი აგერ უკვე ათ წელზე მეტია მომყვება. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე „დიდი“ სიყვარულია, როგორც ამას იუვეს ფანები მღერიან ხოლმე.

ამ ათი-თერთმეტი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ იყო. იყო საოცარი გამარჯვებებიც, მსოფლიო ფეხბურთის დაჩოქებული გრანდებიც, იყო დელ-პიეროს ჯადოქრობა, იყო დაცემაც და მერე დიდი ხანი მიწაზე ხოხვაც. იყო ბევრი პრობლემაც, მაგრამ იუვესთვის არასდროს მიღალატია. თამაშებს მაშინაც ბოლომდე ვუყურებდი როცა გუნდი წაგებისთვის იყო განწირული. ცხოვრებაში თითქმის ერთადერთხელ მაშინ მომინდა გულიანად ტირილი, როცა იუვე ევროსაგზურების გარეშე დარჩა და ვერავის უგებდა. თუმცა, შემდეგ გუნდი გამოცოცხლდა და გაახსენდა თუ რას ნიშნავს იყოს „იუვენტუსი“.

„იუვენტუსი“ ლათინურად ახალგაზრდას ნიშნავს. ეს გუნდი „დი უმბერტოს“ ლიცეუმის სტუდენტებმა დაარსეს და სურდათ თამაშისგან უბრალოდ სიამოვნება მიეღოთ. იუვეში ახალგაზრდული სული იყო, რომელიც არასდროს შეეგუებოდა დამარცხებას, რომელსაც სურდა ყველაფერი ლაღად, თავისუფლად, გაეკეთებინა და რაც მთავარია რომელსაც უყვარდა ეს თამაში, ხოლო ფანებს, სწორედ ამიტომ, საოცრად უყვარდათ და უყვართ იუვე. ბევრი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას თუ რამ გამოიწვია იუვეს დაუმარცხებლობა ამ სეზონში, თუ რა მაგარი მენეჯერი გამოდგა ანელი ან რა მაგარი მწვრთნელი კონტე. წარმატებებს ზოგი რას მიაწერს და ზოგი რას, მე კი მგონია, რომ იუვეს მხოლოდ იმიტომ იგებს, რომ მასში ისევ გაცოცხლდა ის სული, რომელიც არასდროს ეგუებოდა მარცხს და რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა. ეს სული კი კვლავ იმ ადამიანებმა მოიტანეს, რომლებიც იუვემ გაზარდა, რომლებიც იუვესთან ერთად გაიზარდნენ. ანელიც, კონტეც, დელ პიეროც, ნედვედიც, ამ სულით იზრდებოდნენ და მათაც მოახერხეს დაერწმუნებინათ მთელი გუნდი, რომ არ არსებობს არცერთი მიზეზი, რის გამოც ამ იუვემ ვერ უნდა მოიგოს. სწორედ ამით აჯობა ჩემპიონატის ფინიშზე იუვემ მილანს, რომელსაც შეიძლება 35 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჰყავდეს, მაგრამ არ აქვს ის ახალგაზრდული შემართება, რომელიც იუვეს ყველა ფეხბურთელში ჩანს, როცა ის ფეხზე წამომდგარ და ამღერებულ სტადიონს ხედავს. სტადიონზე მისული თითოეული ადამიანი კი ხმამაღლა ყვება თავისი „დიდი სიყვარულის ისტორიას“.

გუშინ იუვეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა ლაციოსთან, რომელიც, მიუხედავად დიდი დანაკლისისა არაფრის დათმობას არ აპირებდა. თამაში ფაქტობრივად იტალიის ჩემპიონის ვინაიობას წყვეტდა. ტრანსლაცია ცოტა ადრე ჩართეს და მატჩის ყურებაც ზუსტად იმ მომენტიდან დავიწყე, როცა ხალხი ისე მღეროდა, როგორც არასდროს, ამაყად, ხმამაღლა. ჰიმნის მოსმენისას მივხვდი, რომ იუვე ამ თამაშს აუცილებლად მოიგებდა.

პირველი გოლი პეპემ გაიტანა. საოცარი სანახავი იყო. თუკი საფეხბურთო აიქიუს გაზომვა შეიძლება, ამ კომპონენტში პირლო უდავოდ საუკეთესო იქნება მსოფლიოში. საოცარი პასი მისცა პეპეს და პეპემაც შეასრულა. ტაიმი ისე მიდიოდა, რომ მეგონა ლაციოს მალე გადაუვლიან-მეთქი, მაგრამ რომაელებმა მაინც გაიბრძოლეს და პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს.

მეორე ტაიმი რთული გამოდგა, ბევრი ვინერვიულე. მეგონა, რომ აი აქ დავიღუპეთ-მეთქი. ვიფიქრე, რომ დელ პიერო აუცილებლად უნდა გამოეყვანათ და კონტემაც დიდხანს არ გვალოდინა. ალექსი გამოვიდა.

თამაშამდე იუვენტუს-ჩენელის მომზადებულ პრევიუს ვუყურე, რომელიც შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა : არწივებს შეუძლიათ ფრენა, მაგრამ არა ოთხშაბათ საღამოს, არა იუვენტუს-სტედიუმზე, არა ჩვენს წინააღმდეგ.

82-ე წუთი იყო, როცა ლაციოს ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა. ჯარიმა კარიდან საკმაოდ შორს დაინიშნა, თუმცა მანძილს არ აქვს მნიშვნელობა როცა გუნდში პირლო და დელ პიერო გყავს. დელ პიერო იუვენტუსის მაისურით მეშვიდასე მატჩს ატარებდა. ბურთთან სწორედ ის და პირლო მივიდნენ. მე სიგარეტს მოვუკიდე, ხელები გამიოფლიანდა, სუნთქვა მიჭირდა. ამ დროს ტელევიზორის წინ დედაჩემმა გაიარა და მითხრა :

– კარგი რა, შვილო, რამდენს ეწევი?!

– დე, აი დელ პიერომ ახლა ეს ჯარიმა გაიტანოს და აღარ მოვწევ, შენს თავს ვფიცავარ.

მე სიგარეტი ჩავაქრე.

დავით ჩიხლაძე

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

78 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DIN.TBILISI-JUVE
12 years ago

მაგარი სტატია ალბათ ყველა იუვეს გულშემატკივრის სულში ჩამწვდომი :up: :up:
გაიხარე!
:juvee: :juvee: :juvee:

7uP
7uP
12 years ago

კაი ბიჭი ხარ შენ :kiss:

12 years ago

საღოლ ძმაო იმდენად მაგრად გადმოეცი ყველაფერი რომ სიტყვებიც არ მყოფნის.. მართლაც ბევრი ნაცნობი სიტუაცია ამოვიცანი, არ მეგულება იუვეს გულშემატკივარი რომელსაც ამ სტატისს წაკითხვა არ გაუსწორდება..
ჯიგარი ხარ :kiss:

giorgi farsadanishvili
12 years ago

sagol magari statiaa.. namdvili iuventino xarrr….

mesdel
12 years ago

ერთი იდეა მაქვს..ჩვენი ფანებისთვის და მინდა ჩამოვყალიბდეთ თამაშამე მოკლე ანალიზი გავაკეთოთ ხოლმე ტაკტიკა ,,შეცვლები და ვისი როგორ დაემთხვევა და ამით გამოვავლენთ ჭკვიანს და უცოდინარს უაზროთ რო ილექსებიან..დადავაჯილდოვოთ სეზონის ბოლოს გამარჯვებული პანი წლის ტრენერათ

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  mesdel

და კონტესთან ხო არ გავუშვათ თანაშემწედ? :lool: :lool: :lool:
არავინ არ ილექსება ყველა თავის აზრს წერს და ვერავინ ვერ აუკრძალავს, და სწორს წერენ თუარა მაგას ვერც მე ვერ განვსაზღვრავ და ვერ შენ

mamuka iosava
12 years ago

:DDDD გეწყინა?

irakli kikvadze
12 years ago

ძაან კარგი სტატია..დაახლოებით მეც მაგ პირობებში ვიყავი როცა დელ პიერო ჯარიმას ურტყამდა..

dato chichinadze
12 years ago

ფორცა იუვე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juventus: :juventus:

Vaxooo
12 years ago

გაიხარე კიდევ ერთხელ დათო!
ეს არის გუნდი, რომელიც ყველას უყვარს, მიუხედავად სერია ბ-ში დაქვეითებისა და ბოლო წლებში დიდი ჩავარდნისა.
არც კი ვიცი თუ რატომ შემიყვარდა იუვე, შემიყვარდა და ყოველთვის მეყვარება :forza:

dito chanturia
12 years ago

ბრავო ძმაო მაგარი სტატიაა :up: :up: აი ესაა ნამდვილი გულშემატკივრობა და არა ის რომ ეხლა ბარსელონას გულშემატკივრობა მოდაა მხოლოდ და ნახევარმა 11 ფეხბურტელიც არ იცის… მიყვარხართ ყველა იუვენტინოებო სულ ცოტაც და 4 ვარსკვლავი გვექნება მართალია 1 ვერცხლის მაგრამ მაინც ვარსკვლავი :forza: :forza: :forza:

12 years ago

:juvee: დამბურძგლა იმენაა.. მააგარი სტატიაა და ფორცაა ბიჭებოო შემოვცხოოთ წელს სკუდეტოს :juvee: :forza:

forever_juve
12 years ago

sagol dzmao martlac ro magaria statiaa gauamrjos yvela namdvil juventinos :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Vaxooo
12 years ago

Juve, Storia di un Grande Amore :love:

delpieronedved
12 years ago

მაგარი სტატიაა ძაან საგოლ ძმა მაგარია :juvee: :forza: :love: :juventus: :italy:

DeL_PieRoOo
12 years ago

:forza: :forza: საღოლ ძმაო მაგარია ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ გაუმარჯოს ყველა იუვენტინოს :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

gocha khalvashi
12 years ago

ბრავო…. :love: :kiss:

მე სიგარეტი ჩავაქრე.

მე გასულ სეზონთან შედარებით მესამედსაც აღარ ვეწევი… :mrgreen:

Gio Darja
12 years ago

ჩემთვის პირველი ბიანკონერული საჩუქარი 2003 წლის ლიგის ფინალის ბურთი იყო, ვარსკვლავებიანი – მუქად რომ ეწერა, Juventus – Milan, Old Trafford, Manchester :)) რამდენი წელი ვინახავდი იმ ბურთს, ვინ იცის..

Gio Darja
12 years ago

მე სიგარეტი ჩავაქრე

ვაიმე რა უძლიერესი სტატიაა, საოცრად ემოციური ფინიშით..ბრავო ავტორ :))

ყოველთვის და ყველგან, ფორცა იუვე ! :juvee:

BIANCO
12 years ago

საღოლ რაააა მაგარია ჯიგრები ხართ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: ……..

AnonyMous
12 years ago

აუ ძაან მაგარი იყო ბრატ მაგრად დამეფასა. საღოლ. მიყვარს ესეთი სტატიები… :juvee:

ფორცა იუვე :forza: :forza: :forza:

საბა შიოშვილი

:forza: :kiss:

მე სიგარეტი ჩავაქრე

:kiss:

rocknrolla
12 years ago

ყოჩაღ, ძალიან მაგარია :kiss:

d a v i d
12 years ago

შენ გენაცვალე დავით :kiss: ეს რა მაგარი სტატიაააა. :up: nachke დიდი მადლობა ძმა რო ჩვენამდეც მოიტანე ეს უმაგრესი და ულამაზესი სტატიაა :up: :up: :up: :up: :up: :kiss:

marchisio8
12 years ago

საღოოოლ საღოოოოლ. ძააან მაგარი იყოოო. ნაცნობი სიტუაციები და ნაცნობი სიყვარული :forza: :forza: :forza: ფორცა იუვეეეეეეეეეეე :forza: :forza:

gegach
12 years ago

ყოჩაღ ავტორს!
ავღელდი :))

იგივეს ვიტყოდი და მგონი მართლაც რომ ყველა ნამდვილი იუვეს ფანი ასე იტყოდა ყველაფერს როგორც ავტორმა თქვა.

დელ პიერო რო შემოვიდა ეგრევე ვთქვი ჯარიმას გაიტანს მეთქი. ჯარიმა დაიდო, გოლი გავიდა :)))

zura tabukashvili
12 years ago

საგოლ ძამო მაგრიი სტატიაააა. თავიდან – ბოლომდე ჩავეფალი ემოციებში.. :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
78
0
Would love your thoughts, please comment.x