ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიდი სიყვარულის ისტორია

ვაგრძელებთ ტრადიციას და ინტერნეტში გაფანტულ შავ-თეთრ მარგალიტებს ჩვენს საიტზე ვუყრით თავს. ამჯერად, ჩვენი მეგობრის, დავით ჩიხლაძის ნაშრომს გთავაზობთ…

როცა ამ ისტორიას ვყვები სულ მგონია, რომ ანონიმურ შექსპირთა კლუბში ვზივარ და ფსიქოლოგი ჩემი ამბის მოყოლას მაიძულებს. მეც, სხვა გზა აღარ მაქვს, ვდგები და ვიწყებ : დათო, 20 წლის, მე მიყვარს … იუვე…

ასეთი ისტორია იუვეს ყველა ფანს აქვს, ნამდვილ ფანს. ბოლოს და ბოლოს, იუვენტუსის სტადიონზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ყველა თამაშის წინ ხომ ხმის ჩახლეჩვამდე მღერის, „დიდი სიყვარულის ისტორიას“. სწორედ ასე ჰქვია იუვენტუსის ჰიმნს და შეუძებელიცაა სხვაგვარად იყოს.

ჩემთვის ყველაფერი 1999-2000 წლიდან იწყება, როცა ქალაქში, სადაც მე ბავშვობა გავატარე გვქონდა ბევრი სანახაობა და ცოტა პური. სანახაობაც დიდი ვერაფერი, რამდენიმე ავტომატიანი კაცი, პოლიციის შენობის ფანჯრებიდან პანტა-პუნტით გადმოცვენილი ხალხი (თუმცა უამისობა არც ახლაა), „დავუჩოქოთ შევარდნაძეს“, F1-ის თაობა და ტოტალური იმედგაცრუება იმით, რაც აქ თავისუფლება ეგონათ. მოკლედ, ჩემი და ჩემი თაობის ბავშვობა დიდი არაფრით განსხვავდებოდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბავშვობისგან, რომელმაც ამის შესახებ დაწერილი წიგნით კიდევ რამდენიმე მილიონით გაზარდა საბანკო ანგარიში. ახვარი. მითუმეტეს, რომ ზუსტად ის პოლიციის შენობა, საიდანაც ხშირად გადმოფრინდებოდა ხოლმე ვინმე, ავხორცი, კრიმინალი ჩემი სახლის გვერდით იყო და ჩემთვისაც და ჩემი მეგობრების უმეტესობისთვისაც მეთერთმეტე სართულიდან გადმოფრენილი ადამიანი ბოლოს ლამის რუტინად იქცა, რომლის დავიწყების საშუალებასაც ერთ-ერთი მაშინდელი ტელეგადაცემა არ გვაძლევდა. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა და მოდით ისევ იუვეს დავუბრუნდეთ.

ჩვენს ოჯახს, ალბათ ისევე, როგორც ყველა მაშინდელ ქართულ ოჯახს, ნათესავები ჰყავდა საზღვარგარეთ. ამ ნათესავებისგან მე და ჩემი ძმა ხშირად ვიღებდით საჩუქრებს და ამით შეგულიანებულები ეზოში თავს ვიწონებდით ხოლმე. ერთხელაც, როცა მე 9-10 წლის ვიყავი ოჯახში მაგიური ამანათი მოვიდა. ბიძაჩემი მპირდებოდა, მაგარი რამე უნდა გამოგიგზავნოო, თუმცა მე აზრზე არ ვიყავი თუ რა იყო ეს მაგარი რამე, ჰოდა ამანათიც სულმოუთქმელად გავხსენი. მაშინ ფეხბურთი კარგად არ მესმოდა, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი ის იყო, რომ ზიდანი საოცრად თამაშობდა. ჩემდა გასაკვირად ამანათში სწორად ჩემი ზომის, შავ-თეთრი, ოცდაერთნომრიანი, ზიდანის, მაისური დამხვდა. მაისური მაშინვე ჩავიცვი და ეზოში გავიქეცი, მინდოდა ყველასთვის მენახებინა, რომ ზიდანის მაისური მქონდა, თანაც, როგორც ამას ჩემს ბავშვობაში ეძახდნენ, „ორიგინალი“. მახსოვს, მაშინ ერთმა ჩემმა უბნელმა მითხრა, რომ ეგ იუვენტუსის ფორმააო. მაშინ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, რომ მე ზიდანის „ორიგინალი“ მაისური მეცვა.

ჩემი ძმისთვის ბიძაჩემმა თავისი საყვარელი გუნდის „ბაიერნის“ მაისური გამოგზავნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმ დღიდან მე იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ, ჩემი ძმა კი – ბაიერნის. ბაიერნით გატაცებამ ჩემს ძმას მალე გაუარა, ფეხბურთიც აღარ აინტერესებს და საერთოდ, ახლა ის რაგბისტია. მე კიდევ იუვენტუსი აგერ უკვე ათ წელზე მეტია მომყვება. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე „დიდი“ სიყვარულია, როგორც ამას იუვეს ფანები მღერიან ხოლმე.

ამ ათი-თერთმეტი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ იყო. იყო საოცარი გამარჯვებებიც, მსოფლიო ფეხბურთის დაჩოქებული გრანდებიც, იყო დელ-პიეროს ჯადოქრობა, იყო დაცემაც და მერე დიდი ხანი მიწაზე ხოხვაც. იყო ბევრი პრობლემაც, მაგრამ იუვესთვის არასდროს მიღალატია. თამაშებს მაშინაც ბოლომდე ვუყურებდი როცა გუნდი წაგებისთვის იყო განწირული. ცხოვრებაში თითქმის ერთადერთხელ მაშინ მომინდა გულიანად ტირილი, როცა იუვე ევროსაგზურების გარეშე დარჩა და ვერავის უგებდა. თუმცა, შემდეგ გუნდი გამოცოცხლდა და გაახსენდა თუ რას ნიშნავს იყოს „იუვენტუსი“.

„იუვენტუსი“ ლათინურად ახალგაზრდას ნიშნავს. ეს გუნდი „დი უმბერტოს“ ლიცეუმის სტუდენტებმა დაარსეს და სურდათ თამაშისგან უბრალოდ სიამოვნება მიეღოთ. იუვეში ახალგაზრდული სული იყო, რომელიც არასდროს შეეგუებოდა დამარცხებას, რომელსაც სურდა ყველაფერი ლაღად, თავისუფლად, გაეკეთებინა და რაც მთავარია რომელსაც უყვარდა ეს თამაში, ხოლო ფანებს, სწორედ ამიტომ, საოცრად უყვარდათ და უყვართ იუვე. ბევრი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას თუ რამ გამოიწვია იუვეს დაუმარცხებლობა ამ სეზონში, თუ რა მაგარი მენეჯერი გამოდგა ანელი ან რა მაგარი მწვრთნელი კონტე. წარმატებებს ზოგი რას მიაწერს და ზოგი რას, მე კი მგონია, რომ იუვეს მხოლოდ იმიტომ იგებს, რომ მასში ისევ გაცოცხლდა ის სული, რომელიც არასდროს ეგუებოდა მარცხს და რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა. ეს სული კი კვლავ იმ ადამიანებმა მოიტანეს, რომლებიც იუვემ გაზარდა, რომლებიც იუვესთან ერთად გაიზარდნენ. ანელიც, კონტეც, დელ პიეროც, ნედვედიც, ამ სულით იზრდებოდნენ და მათაც მოახერხეს დაერწმუნებინათ მთელი გუნდი, რომ არ არსებობს არცერთი მიზეზი, რის გამოც ამ იუვემ ვერ უნდა მოიგოს. სწორედ ამით აჯობა ჩემპიონატის ფინიშზე იუვემ მილანს, რომელსაც შეიძლება 35 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჰყავდეს, მაგრამ არ აქვს ის ახალგაზრდული შემართება, რომელიც იუვეს ყველა ფეხბურთელში ჩანს, როცა ის ფეხზე წამომდგარ და ამღერებულ სტადიონს ხედავს. სტადიონზე მისული თითოეული ადამიანი კი ხმამაღლა ყვება თავისი „დიდი სიყვარულის ისტორიას“.

გუშინ იუვეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა ლაციოსთან, რომელიც, მიუხედავად დიდი დანაკლისისა არაფრის დათმობას არ აპირებდა. თამაში ფაქტობრივად იტალიის ჩემპიონის ვინაიობას წყვეტდა. ტრანსლაცია ცოტა ადრე ჩართეს და მატჩის ყურებაც ზუსტად იმ მომენტიდან დავიწყე, როცა ხალხი ისე მღეროდა, როგორც არასდროს, ამაყად, ხმამაღლა. ჰიმნის მოსმენისას მივხვდი, რომ იუვე ამ თამაშს აუცილებლად მოიგებდა.

პირველი გოლი პეპემ გაიტანა. საოცარი სანახავი იყო. თუკი საფეხბურთო აიქიუს გაზომვა შეიძლება, ამ კომპონენტში პირლო უდავოდ საუკეთესო იქნება მსოფლიოში. საოცარი პასი მისცა პეპეს და პეპემაც შეასრულა. ტაიმი ისე მიდიოდა, რომ მეგონა ლაციოს მალე გადაუვლიან-მეთქი, მაგრამ რომაელებმა მაინც გაიბრძოლეს და პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს.

მეორე ტაიმი რთული გამოდგა, ბევრი ვინერვიულე. მეგონა, რომ აი აქ დავიღუპეთ-მეთქი. ვიფიქრე, რომ დელ პიერო აუცილებლად უნდა გამოეყვანათ და კონტემაც დიდხანს არ გვალოდინა. ალექსი გამოვიდა.

თამაშამდე იუვენტუს-ჩენელის მომზადებულ პრევიუს ვუყურე, რომელიც შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა : არწივებს შეუძლიათ ფრენა, მაგრამ არა ოთხშაბათ საღამოს, არა იუვენტუს-სტედიუმზე, არა ჩვენს წინააღმდეგ.

82-ე წუთი იყო, როცა ლაციოს ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა. ჯარიმა კარიდან საკმაოდ შორს დაინიშნა, თუმცა მანძილს არ აქვს მნიშვნელობა როცა გუნდში პირლო და დელ პიერო გყავს. დელ პიერო იუვენტუსის მაისურით მეშვიდასე მატჩს ატარებდა. ბურთთან სწორედ ის და პირლო მივიდნენ. მე სიგარეტს მოვუკიდე, ხელები გამიოფლიანდა, სუნთქვა მიჭირდა. ამ დროს ტელევიზორის წინ დედაჩემმა გაიარა და მითხრა :

– კარგი რა, შვილო, რამდენს ეწევი?!

– დე, აი დელ პიერომ ახლა ეს ჯარიმა გაიტანოს და აღარ მოვწევ, შენს თავს ვფიცავარ.

მე სიგარეტი ჩავაქრე.

დავით ჩიხლაძე

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

78 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mesdel
12 years ago

1986 წლიდან ვუყურებ სკვადრატ აძურას და მისმერე ბიანკონეროს თამაშს თვენ 96 97 98 99 წლები უნდა გადაათვალიეროთრავანელი ბაჯო..დელპიეროს ეპოქას როდესაც იუვეს სახელი მთელს მსოპლიოს ეშინოდა..მანჩესტერის მეკარემ ბარტეზმა თქვა მაშინ რო დელპიერო ცენტრში რო ბურთს მიიგებს უკვე ვემზადები სეივის გასაკეთებლადო)))

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago
Reply to  mesdel

ჩემზე ბევრად სტაჟიანი ყოფილხარ )

94 იდან იტალია – ბრაზილია ) ბაჯო ((( შემდეგ იუვე – აიაქსი და დაიწყო ჩემი ტურინული თავგადასავალი )

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

mesdel

და რატომ ვედრებით საერთოდ ბარსამანიას ? )) ბარსელონა ზენიტშია ეხლა და ბუნებრივია ყურადღების ცენტრშია ) დამიჯერე ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარეა ის რეიტინგი რაც ეხლა საიტს აქვს . ბუნებრივია მისი მფლობელებიც დიდ სამუშაოს აკეთებენ , მაგრამ რეიტინგი სხვა საკითხია . ტაქტიკური ანალიზები კიდე მემგგონი აქ ყოველ სტატიაში მიდის ხოლმე და იცი რატომ ? იუვენტუსის გულშემატკივარი ისეთი რომელიც ფეხბურთში არ არის ჩახედული ძალიან ცოტაა ) ჩვენ არ გვჭირდება ზედმეტი პიარ კამპანიები ) ეს იუვენტუსია , ადგილი ყველა იუვენტინოსთვის ) შემოვა თუ არა ვინმე ეს მისი საკითხია ) ყველაფერია თქვენთვის და ასე იქნება მომავალშიც ) ფორზა იუვე !

Giorgi kasrashvili
12 years ago
Reply to  Dutch

იუვეს სიყვარული საკმაისია…
გეთანხმები ძმა. ვაკვირდები და ვხედავ რომ ჩვენნაირი ფეხბურთში ჩახედული ფანები სხვა გუნდებს არ ჰყავს. აქ ტაკტიკურ ანალიზებს ვაკეთებთ, ყველაფერი ვიცით ჩვენების შესახებ ვინ როდის დაიბადა და როდის ვიყიდეთ და ასე შემდეგ. სხვებმა კი სული შემადგენლობაც არიციან…

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ეგ იყო ჩვენი მიზანიც . ანუ გულშემატკივარი აქტიურად ყოფილიყო ჩართული კლუბის შიდა სამზარეულოში ინფორმაციულად მაინც . ჰქონოდა ამომწურავი ინფორმაცია გუნდში შექმნილ და მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე . დამწყებ ქომაგებს კი მეტი სიახლე შეეტყოთ იუვეზე და მის ვარსკვლავებზე , როგორც ძველებზე ისე ახლებზეც )) გაეგოთ ისტორია და ყველაფერი საინტერესო რითიც იმაყებდნენ ) მეტ ნაკლებად მოვახერხეთ ვფიქრობ )))

nika kakabadze
12 years ago

გეთანხმებით ძმებო. როდესაც იუვეს თამაშს ვუყურებ, ვგრძნობ უდიდეს სიამოვნებას და მეცინება გულში როდესაც მახსენდება, როდესაც ჩემს გარშემო ყველა მესის და რონალდუს აფანატებს, მაშინ ვხვდები რომ ისინი უდიდეს სიამოვნებას აკლდებიან, რომელიც ჩვენი ფეხბურთელების და მწრვთნელის სულიდან ამოდის :forza: :forza: :forza: ზოგჯერ ვფიქრობ, თუ როგორ გამიმართლა, რომ იუვე შემიყვარდა და მეც გავხდი ამ დიდი სიყვარულის მონაწილე. მადლობა ამ ტექსტის ავტორს და სრულიად forzajuve.ge-ს დირექციას!!!!! :forza: :forza: :love:

Giorgi kasrashvili
12 years ago

ადმინნებოოოოოოო…

სტატია მინდა დავწერო ჩემებური, რომელიც იუვეს წლევანდელ გამოსვლას ეძღვნება და ვორდში ავკრიფო და გადმოგიგზავნოთ თუ რა ვქნა დამაკვალიანეთ…

dato beltadze
12 years ago

ზალინ ჯუვეს გარეშე ლიგის ყულებას რაგაც მიგამს ვერ უჯეერ ლიგას იქ რო ჩანს შავ–ტერი მაისული ის მაინც სულ სხვააა

dato beltadze
12 years ago

დამავიწყდა მეტქვა რომელ წელში იყო ეს იყო 2003 წელს

dato beltadze
12 years ago

მე კი ჯუვეს მის მერე ვბალეშკობ მილანი ჯუვე რო იყო ფინალი მამაჩემი მილანის ბალეშიკობს და მე ვუტხარი დგეიდან მე ჯუვენტუს ვბალეშიკობტქო კი წავაგეტ ის მატჩი მაგრამ მე ჯუვეს ფანი დავრჩი და ჯუვეს ფანი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

bacho kochlashvili
12 years ago

მე 1998 წლიდან იუვენტინო ვარ 13 წელია :forza:

Giorgi kasrashvili
12 years ago

ადმინნებოოოოოოო…

სტატია მინდა დავწერო ჩემებური, რომელიც იუვეს წლევანდელ გამოსვლას ეძღვნება და ვორდში ავკრიფო და გადმოგიგზავნოთ თუ რა ვქნა დამაკვალიანეთ… :kiss:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

1999 წლიდან ბგულშემატკივრობ :forza:

seba
12 years ago

დამბურძგლა :chuvak: :chuvak: უმაგრესი სტატიაა. ნამდვილი იუვენტინოს მიერ დაწერილი. მე 2003 წლის მერე ვგულშემატკივრობ იუვეს. მომავალ წელს 10 წლის იუბილე მაქვს, რაც მე და “ბებერი ქალბატონი” ერთად ვართ. 2003 წლის 22 მარტს ჩემმა გულმა ფერი შეიცვალა და შავ-თეთრი გახდა. იმ დღეს პირველად ვუყურე იუვეს თამაშს. :forza: :forza: :forza:

mesdel
12 years ago

არა მეგობრებო))ცუდათ არ გამიგოთ არავის წყენინება არ მიპიქრია..უბრალოდ რეიტინგი აგვეწევა…აგე შEდით ბარსამანიაზე რა ხტება სრული ანშლაგი აქვთხოლმე მათჩის წინი..ჩვენ კიდე ისე რა))))ამიტომ მინდა რო მეტი ინტერესეი იქნებ დაიბადოს))

ninia-juve
12 years ago

მგონი სუნთქვა დამავიწყდა სტატიის კითხვისას :kiss: იუვენტუსის ყველა გულიანი და ნამდვილი გულშემატკივარის სათქმელია ნათქვამი … დაამთავრებ და ისევ გინდა თავიდან წაიკითხო :)

dato beltadze
12 years ago

საგონ პრატცი ნამდვილი ფანი ხარ მეც მაქვს ერტი ისტორია როცა ჯუვეს დისკვაფიცირება მისცეს სერია ბ ში გადააგდეს ეს გავიგე ხალხ ეგონა რო გავგიჯდი ბოლო ხმაზე ვყვიროდი და არ დამალავ და ვტირობდი კიდე მტელი დგე და აი მის მერე სიგარეტს ვეწევი და მეც მაქვს ნათქვამი თუ ჯუვე ლიგაზე გავა მეთქი სიგარეტს აგარ მოვწევ თქო და ფაქტიურად უკვე გავიდა ლიგაზე და თავს დავანებებ სიგარეტს… აი იმ ფეხბურტელებზე ვამბბ რომლებმაც ივეს უგალატა და მიატოვეს როცა ყველაზე მეტად უჭირდა იმატი ატანა არ მაქვს პირველ რიგში ზამბროტა და იბრაგიმოვიჩი ზე მაქს ლაპარაკი მაგენის@@@@@@@@@

mishka gogrichiani
12 years ago

საგოლ მაგარი სტატიაა, ახლა აგარ ეწევი??? :chuvak:

gio jishkariani
12 years ago

საღოლ ძმაო საღოლ, აი მეორე გოლი იმენა ალექსასგან მინდოდა რაა ნუ თუ მოვიგებდით ბაზარი არა მაგარი იყო მაგრამ ალექსას გოლი რაგაცა სიმბოლური იყო თან ძაან სიმბოლური :forza:

irakli berikelashvili
12 years ago

დავით მაგარი სტატიაა,გაიხარე))

irakli berikelashvili
12 years ago

ყველას გილოცავთ იუვეს გამარჯვებას )))

12 years ago

http://www.goal.com/en-us/match/65004/juventus-vs-lazio/report
აქ შეფასებებია

ბენიამინ

კარგი სტატიაა, გულიანი :up: .
1996 წლიდან ვარ მე პირადად იუვეთი მოწამლული როდესაც დილას ESPN-ზე აიაქსთან ფინალის კადრები ვნახე. არის რაღაც მაგიური ამ გუნდში მართლაც. ამას დიდი ხანია მივხდი რადგანაც ბევრი რამე ძალიან მალე მბეზრება, თუმცა აი იუვე როგორც ამ სტატიის ავტორი აღიარებს არასდროს არ მიმიტოვებია არც მე.
გუშინ ალეს გოლის მერე ისეთი ცოცხალი ვიყავი რომ ალბათ ხეების ლაპარაკსაც გავიგებდი.
არის რაღაც ამოუცნობი იუვეში.
ალბათ ტურინელი იუველები რა ბედნიერები არიან ყოველ ორ კვირაში ერთხელ როგორც მინიმუმ.

წელს დიდი იმედი მაქვს- დიიიდი, ვიზეიმებ.

:forza:

giorgi mamuladze
12 years ago

მათლაც კარგი სტატია გამოუვიდა ჩვენ მეგობარს,გულიდან წამოსული და არა ზერელედ ნათქვამი,მე ერთ ამეს დავამატებ,როდესაც იუვე თამაშობს,მნიშვნელობა არა აქვს ვის ეთამაშება,ყოველთვის სიამაყით ვივსები,იმიტომ რომ,16 წელი ვგულშემატკივრობ და სულით და გულით მიყვარს ჩემი ბიჭები,ჩემი შვილი აჩი 3 წლისაა და forza juve-ს სკანდირებს,ისიც იუვენტინო გაიზრდება და ეყვარება ისე როგორც მე.მე კი სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება ჩემი იუვე……..

Di Francesco # 1
12 years ago

mamuka1313
მე რა უნდა მწყენოდა, იმას ეწყინოს ვინც თავის თავზე მიიღო

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ) მშვენიერია ) სხვებისგან განსხვავებით იუვენტუსი მართლა მარტო საფეხბურთო კლუბი არ არის ) ბევრისთვის ის ცხოვრებაა ) შავ თეთრი …

Di Francesco # 1
12 years ago

pinogio10
აქ ყველა ჩვენებურად ვგულშემატკივრობთ იუვეს და დიდ ტაქტიკოსობაზე პრეტენზია არავის არ გვაქ, ასე არაა? :chuvak:

DIN.TBILISI-JUVE
12 years ago

:chuvak: :chuvak: :chuvak:
ეგრეა

d a v i d
12 years ago

:yes: :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

mamuka1313
შენ მე რო დავწერ რამს მაშინ ემოდიხარ აქ? სხვა დროს ვერ გხედავ :lool:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

დავით ჯიგარი ხარ. სერიოზული სტატიაა. კარგად ასახე შენი სიყვარული იუვესადმი. “იუვე” ყოველთვის “იუვეა” გაიგოს ყველამ….
ისე ჟურნალისტობაზე ან მწერლობაზე ხომ არ მოსცდიდი ბედს? გამოგივა :D

mesdel says
არ არის ცუდი შენი იდეა. თუმცა თუ იუვეს გულშემატკივარი ბოლომდე ყველაფერში კარგად ვერ ერკვევა, ამისთვის არ უნდა დაიჩაგროს, იმიტომ რომ ისიც იუვეს ფანია, ე.ი. ჩვენიანია.

| Newsphere by AF themes.
78
0
Would love your thoughts, please comment.x