ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინის მატჩისშემდგომი კომენტარი

პრობლემა საკუთარ თავს ,  თავადვე შევუქმენით ” – ასეთი სიტყვებით დაიწყო საუბარი მატჩის შემდგომ ჯორჯო კიელინიმ . მართალია ბიანკონერი , მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და ნამდვილად იმსახურებდა გაცილებით დიდი ანგარიშით გამარჯვებას , თუმცა შედეგი რომელიც დაფიქსირდა , დიდი შრომის ფასად იქნა მიღწეული . საბედნიეროდ ბიანკონერიმ დაიბრუნა პირველი პოზიცია და განაგრძობს ” მილანთან ” ჩემპიონობისთვის ბრძოლას : ” საწყენია , რომ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1-1 იყო , არადა მინიმუმ ორ ბურთიანი ფორით უნდა გავსულიყავით მოედნიდან . ბოლო წუთებზე გაშვებული ბურთი არის საშინელება , რადგან ფაქტიურად არ გრჩება დრო შეცვალო სიტუაცია . სიმართლე გითხრათ , მეორე ტაიმში ჩვენი თამაშის სტილი არ იყო ისეთივე ეფექტური და პროდუქტიული . დაძაბულობაა ამისი მთავარი მიზეზი , რადგან ასეთ შეხვედრაში მატჩის ფრედ დასრულება არაფრით არ შეიძლებოდა . მადლობა რა თქმა უნდა დელ პიეროს შედევრისთვის , მაგრამ მომავალში ასეთ დაძაბულ და მნიშვნელოვან დაპირისპირებებში , შეხვედრის დიდი ანგარიშით წაყვანა გვმართებს ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

18 thoughts on “კიელინის მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. ხო მარა ჯორჯო ზოგადად ცენტრში მარცხნივ დგას და თავის კაცს აიყვანდა . მანდ ზონური პრინციპი არ დარღვეულა . უბრალოდ ცენტრიდან მარჯვნივ შევიდა მაური და ეგ იყო რა . ანუ ლიხტის და ბარძალის პოზიციიდან

  2. რო ყოფილიყო მაინც არ ეშველებოდა მაგას . ბარძალის ზონიდან გავიდა გუშინ გოლი . 2-3 წამი დაკარგა ტიპმა კონცენტრაცია და სამწუხაროდ გაგვიტანეს . არაუშავს .

    ბონუჩი მომწონს ბოლო პერიოდში მაგრად ! საღოლ კონტე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.