ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპეს მატჩისშემდგომი კომენტარი

გუშინდელ შეხვედრაში , ანტონიო კონტემ სიმონე პეპე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და უნდა ითქვას , რომ იტალიელმა ფეხბურთელმა მწვრთნელის იმედები სავსებით გაამართლა . უდინეზეს ექს ფეხბურთელის ანგარიშზე ,  კიდევ ერთი გოლი ჩაიწერა და თან საკმაოდ ეფექტური : ” ჯადოსნური საღამო იყო . გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა , თუმცა მანამდეც კარგი შანსი გავუშვი ხელიდან , რომელიც დიდ წილად მარკეტის ბრალია . მაგრამ , საბედნიეროდ მალევე მოვახერხე რეაბილიტირება ” …

ყველაფრის მიუხედავად , ” იუვენტუსს ” მაინც გაუჭირდა გამარჯვების მოპოვება . ბოლო წუთამდე სიტუაცია გაურკვეველი რჩებოდა , მაგრამ დელ პიეროს მოედანზე გამოჩენამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა : ” მან მორიგი შედევრი შექმნა ! პირველ ნახევარში ალბათ ათამდე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ . მომავალში კიდევ უფრო ყურადღებით მოგვიწევს ყოფნა და რაც მთავარია აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საკუთარი შანსი , რომ მატჩის ბოლოს ,  მშვიდად მივიყვანოთ შედეგი ლოგიკურ გამარჯვებამდე ” .

მიღწეული რეზულტატი , ჯილდოა იმ შრომისა რასაც ფეხბურთელები ვარჯიშებზე აკეთებენ : ” არავისთვის არის ახალი , რომ ის ფორმა რაც ეხლა გაგვაჩნია , მთელი კვირის განმავლობაში გაწეული შრომის დამსახურებაა . უმეტესობა ჩვენთაგანი  უკვე დიდი ხანია რაც ფეხბურთს ვთამაშობთ , მაგრამ ერთ რამეზე ვთანხმდებით უსიტყვოდ : ასე მუხლჩაუხრელად და მოტივირებულად არასოდეს გვივარჯიშია ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zura chkheidze
12 years ago

რავიცი, პეპესგან თუ ტოპ–კლასი დადგება, მაინც მეეჭვება, როგორც ჩერდანცევმა თქვა, მაგისი გოლი პირლოს შექმნილი უფრო იყო, თვითონაც შეასრულა კარგად, რაც მართალია, მართალია, მაგრამ ორიოდე წუთით ადრე უფრო რეალური მომენტი გაუშვა ხელიდან, აი რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ, აქ გვჭირდება ტოპ ფორვარდი, ბოლო წუთებზე სანერვიულო არ უნდა გვქონოდა, მინიმუმ 4:1 უნდა ყოფილიყო პირველივე ტაიმში, მაგრამ არაუშავს, მაინც მაგარი თამაში აჩვენეს, უმაღლესი ხარისხის, სადღაც გამართლებაც გინდა, ამ თამაშით კი არ მგონია იტალიაში ვინმე წინ დაგვიდგეს, მე მგონი მაისში დუბლი უნდა გავიფორმოთ :forza:

12 years ago

ეს რომ ჩაწოდებას ისწავლიდეს კაი იქნებოდა რა. :lool: მაგრამ ისე ბევრი გადამწყვეტი გოლი შეაგდო ამ სეზონში. მადლობა ამ ყველაფრისთვის. :forza:

d a v i d
12 years ago

მილანის გულშემატკივარი ამბობს: იუვეს ყველა თამაშს ვუყურებ და აშკარად მსაჯები ეხმარებიან :lool: :lool: :lool:

12 years ago

კვალი რას უშვება ? :lool: :lool: :lool:

12 years ago

:forza:

delpieronedved
12 years ago

მაგარია რა კონტე საგოლ ძმაო რა რა გუნდი დააყენა

Di Francesco # 1
12 years ago

პეპე მაგარია, გუშინ ერთი კიდე უნდა შეეგდო ერთი ორჯერ კარგადაც მოატყუა მცველი, ჩაწოდებები არც ისე კაი იყო ნახევარი კაი იყო ნახევარი ტრიბუნებზე :chuvak:
:love: :love: :love:

Vecchia_Signora
12 years ago

აი, მაინც ბანძია, მაინც! გარემარბს რომ თამაშში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს გადაცემების სიზუსტის მიხედვით, გინდა მაკრატელები არტყას და გინდა სეკატორები.

თუმცა, მადლობა მაინც, რა თქმა უნდა, გუშინდელისთვის და იმისთვის, რასაც მთელი სეზონია აკეთებს (მუშაობს ანუ).

delpieronedved
12 years ago

:love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x