ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

თქვენი ბრალია ბიანკონერებო !

ძნელია უყურო, წაიკითხო, შეიგრძნო ეს სტატიები და შენც არ მოგინდეს იგივეს დაწერა … ძნელია უყურო ალექსს რომელიც უკვე 37 წლისაა და ჯერ კიდევ ამწარებს “მილანსა ” და ” ინტერს ” და იცი რომ იგი ზაფხულში დაგტოვებს და სხვა გუნდის მაისურს მოირგებს.

ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, როდესაც ბიძაჩემი ” იუვენტუსის ” ერთ-ერთ თამაშს უყურებდა, მაშინ დაახლოებით 8 წლის ვიყავი და საკმაოდ კარგად ვიცოდი, თუ რა ხილი იყო ფეხბურთი, იმიტომ რომ როდესაც 6 წელი შემისრულდა მამაჩემმა ფეხბურთზე შემიყვანა. 2 წლის განმავლობაში თანდათან ვისწავლე  თუ როგორ უნდა ამეკენწლა, კარში დამერტყა და მომეტყუებინა მეტოქე. ჩემ ჭკუაში ეს იყო ფეხბურთი, მაგრამ პირველად როდესაც ბიძაჩემმა გვერდზე მომისვა, ხელში თხილის რამოდენიმე კენკალი ჩამიგდო და მითხრა შემდეგი სიტყვები : ” შენ “იუვენტუსში ითამაშებ “, მაშინ გამეცინა და ბავშვური ღიმილის ფონზე  ვუთხარი  “რა არის ” იუვენტუსი? ”  ” – ჩვენი საყვარელი გუნდის სახელი ძლივს წარმოვთქვი. მან კი ამიხსნა, რომ იუვე არის მსოფლიოში საუკეთესო გუნდი, რომელშიც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობდა და დელ პიეროზე მიმანიშნა მე წამოვხტი და ვთქვი იკო ( ბიძაჩემის სახელი ) შენ იუვენტუსში თამაშობ ?მართლაც მაშინ ალექსი ბიძაჩემს საოცრად გავდა, მთელი მომდევნო 3-4 წელი მეგონა, რომ ბიძაჩემი ტურინულ გიგანტში თამაშობდა.

დაახლოებით 10 წლის რო ვიყავი ჩემმა  ” დელ პიერომ ” თავისი სტიკერები მანახა, რომელსაც იგი 98 წლიდან აგროვებდა და რომელიც დღემდე კარადაში მაქვს შენახული, სწორედ მაგ დროს როდესაც სურათები მანახა, მან მითხრა, რომ სკოლაში რო მივიდოდი  ჩემი ფეხბურთელი კლასელებისთვის მეთქვა FORZA JUVE ! , მაგრამ FORZA-ს მაგივრად ხორცა გავიგე და მთელი დღე კლასში ხორცა იუვეს გვაიძახდი. ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი, როდესაც პირველად სპორტსიახლენი ვიყიდე, მასში უამრავი პლაკატი იყო, რომელსაც ვხევდი და ვაგროვებდი, ცალკე მქონდა ბიანკონერის პლაკატები, რომელიც ჩემი საწოლის თავზე მქონდა ” მიჭიკარტებული “. 12 წლის, რო ვიყავი უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობდი ” იუვეს ” და იტალიას. მომინდა ” სკუადრა აძურას ”  ფან-კლუბში გაწერვიანება. 2006 წელი – მუნდიალი, მსოფლიო ჩემპიონატი ! სრულიად სამყარო ზეიმობს ამ შეჯიბრების დაწყებას. მეც ავდექი და მეორე ბიძას მივაშურე, რომელიც იტალიის გულშემატკივარია, მან  მითხრა, რომ გამაწევრიანებდა ფან-კლუბში მიმყვანა კიდეც, მაგრამ ასაკის გამო არ მიმიღეს მითხრეს დიდი ბიჭი, რო გახდები მერე მოდიო, გულდაწყვეტილი წამოვედი იქიდან.

ნახევარფინალში, როდესაც იტალია – გერმანია ფრედ 0-0 დასრულდა ოდნავ ჩამთვლიმა და ზუსტად იმ მომენტზე გამომეღვიძა როდესაც პირლო კუთხურს აწვდიდა, ანგარიშს რო შევხედე გამიხარდა, რომ ისევ 0-0 იყო და არაფერი არ გამომიტოვებია, შემდეგ კი ალბათ ყველა მიხვდებით თუ რა ემოცია დამეუფლა  … დელ პიეროს გოლზე კი საერთოდ გავგიჟდი, მაშინ ალეს თმები გადაპარსული ქონდა, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმიტომ რომ ვიცოდი, ბიძაჩემი-ბიძაჩემი იყო და დელ პიერო – დელ პიერო. ფინალში ოფლისგან ვიწურებოდი და ფრჩხილების ვიკვნეტტდი, ძალიან ვნერვიულობდი ზიდანი რო გააგდეს თითქოს გულზე მომეშვა თქო, მაგრამ პენალტები უფრო დაძაბული და სანერვიულო იყო. ბურთთან გროსო მიდის დარტყმა და იტალია ჩეპმიონია მე ღრიალით დავრბივარ ოთახიდან – ოთახში ვეხუტები ყველას ვინც გზად მხვდება ფანჯრიდან ვყვირივარ ” იტალია ჩემპიონიააა ” მანქანები სიგნალით მიდიან რუსთაველზე, როდესაც ისინი დავინახე ერთი განცდა დამეუფლა – ნეტა როდის, როდის დადგება ის დრო როდესაც მეც ამ მანქანაში ვიჯდები და იტალიის თამაშებს ასე ავღნიშნავ ?! სწორედ 2006 წელს გადააგდეს ” ბიანკონერი ” სერია ბ-ში, მაშინ ორმაგად დავაფასე ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც არ წავიდა და დარჩა და ოთხმაგად დავაფასე გუნდის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო !  ძალიან ვწუხდი, რომ თამაშებს ვერ ვუყურებდი და მხოლოდ ანგარიშებს ვეცნობოდი, მაგრამ როგორც კი  ” იუვე ” სერია ა-ში ამოვიდა ეგრევე გავაგრძელე იმ სიამოვნების მინიჭება საკუთარი თავისთვის, რომელიც 1 წლის განმავლობაში არ განმეცადა.
2010 წლის მუნდიალის გახსენებაც  მინდა და არც ვაპირებ …

როგორც ხედავთ, ჩემი საფეხბურთო სამყარო ბიძაჩემებთან არის დაკვაშირებული და მე ძალიან მიხარია, რომ ასეა .

ახლა კი ვუყურებ დელ პიეროს გოლებს და ვტკბები ვუყურებ და მბურძგლავს, ვუყურებ და შევიგრძნობ, ვუყურებ და ვათვიცნობიერებ თუ როგორი ელეგანტური, არაადამიანური, ღმერთისგან უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული, მგოსანი, ლეგენდალური ( სიტყვები აღარ მყოფნის ) კაპიტანი გვყავს, რომელიც არ დაგვავიწყება არც ერთი წამით ! ALE YOU WILL ALWAYS  BE IN OUR HEART !

ამ ისტორიის წერასთან ერთად იუვეს ჰიმნს ვუსმენ და ვფიქრობ, ნუთუ ჩემი ისტორიაც იგივენაირად აატირებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ის ისტორიები წაიკითხეს, რომელიც ჩემსავით დიდ გულშემატკივარს გადახდა თავს …

და ბოლოს სულ 10 სიტყვით დაგემშვიდობებით :

ALE YOU WILL ALWAYS  BE IN OUR HEART !!!


ხორცა იუვე !!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gela kulikovi
12 years ago

ალე რო მაგარი კაცია მაგაზე ბევრი ბაზარი არ უნდა ვინც იცის ფეხბურტი რა ხილია

Gazaevi
12 years ago

Chagetvala Dzmao!! Xorca Juve :**8

nika kakabadze
12 years ago

იცით რატომ არ იდება სხვა საიტზე ასეთი კარგი სტატიები? იიტომ, რომ სხვა გულშემატკივრები თავის გუნდს უბრალოდ გულშემატკივრობენ, ჩენ კი იუვე გვიყვარს. სწორედ ასეთია იუვეს ჰიმნი-დიდი სიყვარულის ისტორია :forza: :forza: :forza:

juve_juve
12 years ago

მე 8 წლის ვიყავი რო გავიგე იუვე რა ხილია :) , მე და მამაჩემი ფეხბურთს ვუყურებდით და მამაჩემა ნედვედს უძახდა მედვედს ) მეც დამაინტერესა ვინ იყო ეს დათვი ფეხბურთელი და როგორც კი დავინახე ეს ქერა ბიჭი თან გავხდი იუვენტინო, მის მერე მოვყვები იუვეს და ცხოვრების ბოლომდე გავყვები, ვერცერთი გუნდი მე ვერ მაგრძნობიებს იმას რასაც ვგრძნობ როდესაც გავიღვიძებ დილას რომელ დღესაც იუვეს თამაშია.და მთელი დგე ვერ ისვენებ რადგან იცი რომ საათ ნახევრიანი გაფრენა გელოდება ამ ქვეყნიდან……. forza juve !!!!!!

david alkhanishvili
12 years ago

მე 19 წლიანი სტაჟი მაქვს,მიხარია რომ ასეთი რამ შექმენით და სხვა საიტებისგან განსხვავებით ასე კარგად,ჯანსაღად და ცენზურით მუშაობს ეს საიტი,მადლობა ყველა ადმინს ამისთვის და ყველა იუვეს ბალეშიკს :forza:

arbi
12 years ago

საგოოოლ ჯიგარო 22 წლის ვარ და 16 წელია ჯუვეს ფანი ვარ მეც !!!

david alkhanishvili
12 years ago

ხოოოოორცა იუვეეეე :lool: :lool: რა მაგარია ხორცააა :lool: :forza:

Gio Darja
12 years ago

საღოოლ :up:

ფორცა იუვე ! :juvee:

gio jishkariani
12 years ago

sagol dzmao sagol :forza:

giorgi khatelashvili
12 years ago

genაცვალე დზმაო გაიხარე

gocha khalvashi
12 years ago

სააღოლ ძმაო… :kiss:

ყველას როგორ განსაკუთრებული ისტორია გვაკავშირებს იუვესთან… :forza:

99-ში სკოლაში მასწავლებელმა რვეულის უკანა გვერდზე კოხტად დახატული იუვე და დელ პიერო როცა წაიკითხა გაიგუდა სიცილით ამასაც ჩემი ძმის სენი ჭირსო… :mrgreen:

პ.ს. 96-დან ვგულშემატკივრობ დელ პიეროს და იუვეს… ეჰ რა რთული იყო იმ დროს რამე ინფორმაციის მოძიება და რამის გაგება…

dito chanturia
12 years ago

სგ ძმაო მაგარი სტატიაა :up: :up: ფორცა იუვე ჩვენ იმედია ვერასდროს გავიგებთ თუ როგორია 3 ვარსკვლავი რადგან ამ წლის ბოლოს 4 ვარსკვლავი მინდა ჩვენ მაისურზე :forza: :forza:

NEDVEDA11..
12 years ago

ხორცა იუვე ძმაო!!! :love:
ხორცა ბიძაშენი და ხორცა ყველა იუვენტინო :forza:

Z u R a noniashvili
12 years ago

:love: :love: :love: ჩვენი დელპო მიყვარს მართლა გულით მიყვარს ეს კაცი ლეგენდაა თავი არ დაზოგა იუვესთვის

12 years ago

კაი სტატიაა :forza: 98 ში დავიწყე მე ამათი ყურება და მაგ წელს მატირეს კიდეც ფინალში :cry:

DeL_PieRoOo
12 years ago

:forza: :forza: :forza: მაგარია :*:*:*::*:*:*:*:*: ის მატჩი თუ გაქსოვთ მექსიკასთან D::D რო გამოვიდა და შეაგდო თავით :D:D ვაიმეეე :D:D:D:D მოვიარე საძმო D::D ბათუმში :D:D:D დავრბოდი :D:D დელ პიერო როარა იუვე იუვეთ ვერ იქნება ვერასდროს :((((((((((((((((((((((((( სულიაა ეგ რო არ გავიცნო პირადად რავიირა ინფაკტი მხევს

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  DeL_PieRoOo

დელ პიერო როარა იუვე იუვეთ ვერ იქნება ვერასდროს :((((((((((((((((((((((((( სულიაა ეგ რო არ გავიცნო პირადად რავიირა ინფაკტი მხევს<—– ნათელში იყოს ძმა მაშინ შენი სული :lool:

Nachke
12 years ago

მოკლედ დღეს დელპოს დღე გვაქვს :buhee:

კარგი იყო საბუშ :up:

ხორცა იუვე!

:lool:

seba
12 years ago

მოკლედ დღეს დელ პიეროს სიყვარულით გაიჟღინთა საიტი. :chuvak: :chuvak: :chuvak: მაგარი სტატია იყო, საღოლ ავტორს. სპორტ სიახენის პოსტერებს მეც ვაგროვებდი, რომელი პლაკატიც არ მინდოდა იმას უკვე იუვეს ფეხბურთელების პლაკატებში ვუვლიდი სხვა გუნდის გულშემატკივრებს, ასეთები კი ბევრი იყვნენ, რადგან მთელ უბანში მარტო მე ვიყავი იუვეს ბალეშიკი. :chuvak: :chuvak:

bacho kochlashvili
12 years ago

ვერულური სტატია იყო

Nachke
12 years ago

:lool:

12 years ago

:lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x