ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შენ დაავიწყდები, მე დავავიწყდები…

რამდენი წლის უნდა იყოს? რამდენის უნდა იყოს რომ მისი არ მჯეროდეს… ეს ხომ მთელი გუნდია!..

შემიძლია თამამად ვთქვა რომ იუვენტუსი ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა. აქედან დაიწყო ჩემთვის ფეხბურთი… და იცით “აქედან” რას ნიშნავს? რამდენს გახსოვთ იუვეს ლურჯი მაისურები მხარზე ყვითელი ვარსკვლავით, გულზე კი SONY…

მხოლოდ 10 წლის ვიყავი როდესაც პირველად მე და მამამ ფეხბურთს ვუყურეთ… აქ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი სპორტის სახეობით “ერთობოდნენ” ორი გუნდის ფეხბურთელები… მაგრამ მერე მოხდა საოცრება… რაღაც რაც აქამდე არასდროს მენახა…

აი, დიდი მწვანე მინდვრის შორეული კუთხიდან ვიღაცამ ბურთს ფეხი დაარტყა, აქ კი რაღაც რკინის ოთხკუთხედთან ქუსლი უცნაურად დაუხვედრა, ბურთი ბადეში გაეხვა და… დღეს უკვე “დიდი ბიჭი” ვარ, დღეს სხვა იდეალები მაქვს, სხვა მიზნები და მაინც რა მემართება როდესაც მესმის “იუვე” თამაშობს?!

თითქოს ასეთი შეგრძნება მაქვს, აღარ იქნება დელ პიერო შავ–თეთრებში და დამთავრდება რაღაც დიდი, თითქოს საუკუნოვანი… მესმის რომ იქნება, გამოჩნდება ახალი ათი ნომერი… მაგრამ ეს ხომ არ იქნება DEL PIERO… ის ვინც ასე შეგვაყვარა ეს გუნდი…

6 ტური დარჩა, 6 ფინალი, 6 ბრძოლა… რაც გინდათ დაარქვით, მჯერა რომ ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ნურასდროს დაგვავიწყდება ის რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით ცხოვრებაში…

ლამაზი ლექსია გიზო ნიშნიანიძის დიდ ნიაზ დიასამიძეზე: შენ დაავიწყდები, მე დავავიწყდები, ის არ ავიწყდება თბილისს…

ამიტომაც გამახსენდა…

ALESSANDRO DEL PIERO!!!

ავტორი : სანდრო ელოშვილი

41 thoughts on “შენ დაავიწყდები, მე დავავიწყდები…

  1. dzzalan kai statia iko! ! ! :forza:
    xolo 10 nomers rac shexeba vinc ar unda movides juveshi da ra clasic ar unda kondes me da es chemi piradi azria rom dges 10 nomers kvelaze metad 1 imsaxurebs pirlo romelmad gundisatvis am cels udidesi shroma gacia da 2 rigshi ki marcizio romelsac 10 nomeri rom chacvan albat me ese vfikrob rom gamgeldeba imitom ro 10 nomeri maisuri arto maisuri ara juveshi :D P.S mara me mainc kvela momeconeba 10 nomerit vinc ikneba ( borielo moashoret akedan ) .

        1. ჯოვინკოს არამგონი მისცენ ისე კი მე მინდა ისეთმა ფეხბურეთელმა იიღოს ვისათ სხვა გუნდისმაისურით მატჩი არ ჩაუტარებია პროფესიონალურ დონეზე

  2. დელ პიერო არის ადამიანობის და ფეხბურთელობის ეტალონი. ჯერ კიდევ არ მინდა დავიჯერო რო მისი ტურინული კარიერა მთავრდება. რა გახდა 1 წლიანი კონტრაქტი? სულ უხელფასოდ ითამაშებს დარწმუნებული ვარ. იუვე უბრალო კლუბზე მეტია დელ პიეროსთვის. ისაა მისთვის მთელი ცხოვრების სიყვარული. ეს დაამტკიცა მაშინ როცა სერიაბ-ში გაყვა გუნდს, როცა მათხოვრულ ხელფასზე დასთანხმდა ხელმძღვანელობას და ახლაც ამტკიცებს როდესაც მიზერულ დროს აძლევენ სათამაშოდ და მაინც შედევრებს ქმნის. ძნელი იქნება უშენოდ კაპიტანო.

  3. ფეხბურთელების შეფასებები რატო აღარ იდობა? ან მატჩის ტაქტიკური ანალიზის გარჩევა :forza: :forza: კარგი იყო ეგ სტატიები რო იდობოდა

  4. პირველ რიგში პიროვნება უნდა იყო და შემდეგ ფეხბურთელი, დელ პიერო ამის უნიკალური მაგალითია და ასევე მინდა ავღნიშნო ბუფონიც, ეს ორი იტალიელი და ერთი ჩეხი ნედვედი სად გადაეყარა ერთმანეთს ერთი მაცოდინა, ამათმა შემაყვარეს იუვე, კამორანეზიც იყო, კანავაროც, ტრეზეგეც, ძამბროტაც, გროსოც, იბრაგიმოვიჩიც, მანამდე კიდე რამდენი ვარსკვლკავი, მარა დელ პიერო, ბუფონი და ნედვედი სამუდამოდ იუვეს ეკუთვნიან და იუვე ეკუთვნით მათ :forza: :juvee: :forza: :juvee:

  5. არავინ თქვას რომ პლატინი,ნედვედი,ტრეზეგე,ძოფი უფრო დიდი ფეხბურთელები იყვნენ,შეიძლება იყვნენ უკეთესებიც ვიდრე დელპიერო,მარა დელპიერო ყველაზე მაღლა დგას და იუვეს N1 ლეგენდაა,ასეთები არ განმეორდება ისტორიაში :forza:

  6. იუვეს რომ ფანები ყავს ისეთი არც ერთ გუნდ ყავს საქართველოში… რამდენჯერ მინახავს ბარსას და რეალის საიტზე ბავშვური საუბრები… ფორცა იუვე, 2000 წლიდან იუვე მიყვარს და მეყვარება სამუდამოდ.. ჩვენი ალექსა უბერებელი კაპიტანი :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :kiss: :kiss: :kiss:

    1. იუვეს ქართველი და არამერტოქართველი გულშემატკივრები ყოველთვის ერტად ვართ ჭირშიც და ლხინშიც აი მაიტ განვსხვავდებიტ სხვა გულშემატკივრისგან იუვენტინოები!! ხან ერთს რო ბალეიშიკობენ და მეორე დღეს სხვას :lool: :forza: :forza: :forza: ფორცა იუვე :forza: :forza: :forza:

  7. Nachke

    ყოჩაღ, ძალიან კარგად გამოხატე შენი სათქმელი . მიხარია ესეთი კარგი გულშემაკივრები რომ ყავს იუვეს :kiss:

  8. გიერთდებით იუვეს სიყვარულში, აქ როგორც ვატკობ ერთ დიდი ოჯახია და მეც მიმიგეთ ამ დიდი ოჯახში

  9. ყველაფერი გასაგებია და მართლა ლამაზი სიტყვებია მაგრამ როდის მერე გახდა ნიაზ დიასამიძე “დიდი”?

    1. ამ შემთხვევაში ავტორი “დიდში” დარწმუნებული ვარ გულისხმობს უფროსს ნიაზ დიასამიძეს. ჩვენ ორი ვიცით და რომ აგვერიოს უმცროს ნიაზაში

  10. :forza: :forza: საღოლლლლ მაგარი ხარ…………………….. ეს :D იუვეს ხემძღვანელობას წავაკითხოთ იქნებ სამუდამოდ გაუფორმონ :((((((( :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  11. ორი წინადადება გამაცველევინა ალესთან და პაველთან,აი ძაან ბევრს დავთმობდი სანაცვლოდ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.