დედა, ნახე რა ფორმა გიყიდე…
იმდენად იმოქმედა ჩვენმა იუვენტინოების სტატიებმა, რომ ცრემლს ვერ ვიკავებდი, მბურძგლავდა და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დამეწერა…
ფეხბურთის გულშემატკივრობა 1998-ში დავიწყე და მაშინ ბრაზილიას ვქომაგობდი, რადგან მამა ბრაზილიის ფანია. საკლუბო ფეხბურთზე კი არაფერი არ ვიცოდი.
ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობდი და ერთხელ ხელი მოვიტეხე, რის გამოც მინი ტურნირის გამოტოვებამ მომიწია, 2000 წელი იყო, დედამ კი ჩემთვის ტელევიზორი იყიდა და ჩემს ოთახში დამიდგა, რომ ფეხბურთით დავმტკბარიყავი. ევროპის ჩემპიონატი იყო და აბა ბრაზილიას აქ რა უნდოდა? ხოდა მეც ძიება დავუწყე გუნდს, თუ ვისთვის უნდა მეგულშემატკივრა.
მე-2 დღეს დედა მოვიდა სახლში და ჩანთიდან ფეხბურთის ფორმა ამოიღო და მითხა: დედა ნახე რა ფორმა გიყიდე? – ეს იყო იტალიის 10 ნომრიანი მაისური…
იმ მომენტიდან იტალიის მატჩს ველოდი, რათა გამერკვია ვინ თამაშობდა.
10-ზე და აი გამოჩნდა დელ პიერო რომელიც იმ დღიდან ჩემი კუმირი გახდა. ეზოში ყველა რონალდოს და ოუენის ფორმებში იყო გამოწყობილი, მე კი ალექსას 10 ნომრიანი მაისური მეცვა და დამცინოდნენ. შვედეთთან ულამაზესი გოლი გაიტანა და მეც ხმა ავიმაღლე, მაგრამ ფინალურ მატჩზე რაც მოხდა აღარ გავიხსენებ, მას მერე ისევ დასაცინი გავხდი.
როდესაც ტურნირი დასრულდა 2002 წელს ველოდი, მაგრამ ერთ დღეს მეზობელმა მთხოვა ბილეთი მიწერია და თამაშს ვუყურებ შენთანო. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნმა დიდად იმოქმედა ჩემზე. დეტალებში აღარ მოვყვები და მოკლედ ვიტყვი, მეზობელმა ამიხსნა, რომ არსებობს ნაკრებები და კლუბები. გამომდინარე იქედან რომ იტალია მიყვარდა და თან თამაში იუვენტუსი-პორტუ მიმდინარეობდა მეც იუვეს დავუწყე ქომაგობა და აი ვხედავ დელპიეროს ისევ 10 ნომრიანი მაისური… ბავშვურად გამკრა გულში და ვთქვი: ,,აი სად გიპოვე” იმ დღეს იუვემ მოიგო და დელპიერომ აქაც გაიტანა. შემდეგ მთელი ისტორიები წავიკითხე დელპიეროზე და უზომოდ გამეხარდა რომ დელპოც ჰოროსკოპით მორიელი აღმოჩნდა (მე 15.11.88). გამეხარდა რომ ახალგაზრდა იყო და დიდი ხნით დავტკბებოდი მისი თამაშების ყურებით. ბედნიერი ვიყავი, რომ დელპო თავისი ისტორიით რონალდოს არამც თუ ჩამოუვარდებოდა, არამედ მასზე დიდიც იყო.
შემდეგ კი თანდათან ჩაინერგა და ჩემში გაიჟღენთა იუვენტუსის სიყვარული, რადგან ბედნიერების და წარუმატებლობის ცრემლები მდიოდა მის გამო, გეფიცებით ეხლაც ვტირი, რატომ? დიდი ბიჭი ვარ, მაგრამ იუვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. 2003 წლის ფინალი უდიდესი დარტყმა მივიღე. 1 კვირა სახლიდან ვერ გამიყვანეს მშობლებმა, იუვეს ფორმით ვიძინებდი. შემდეგ კი თავს მოვერიე და ყველას თვალებში ვუყურებდი. 2006 წელს გაგვწირეს, მაგრამ დღემდე ვერ ვივიწყებ გაზეთის პირველ გვერდზე სტატიის სათაურს ,,ჩაძირული გემი კაპიტანმა არ მიატოვა” მეც როგორც თქვენ ჩემო იუვენტინოები სერია-ბ ში გავყევი გუნდს და მისი სიყვარულის გამო ჩემპიონთა ლიგის არცერთ თამაშს არ ვუყურე, რადგან ეს ჰიმნი უზომოდ მიყვარს და აქ იუვეს ვერ დავინახავდი.
მადლობა დედას, რომ დელპიეროს 10 ნომიანი მაისური მიყიდა…
ეს რომ არა რონალდოს შემყურე დღეს ალბათ ან ბარსას ანაც რეალის ფანი ვიქნებოდი…
მე კი მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ იუვეს გულშემატკივარი ვარ, მიხარია რომ თქვენნაირი ემოციური ვარ, მიხარია რომ მეც თქვენი ნაწილი ვარ!!!
მადლობა ყველას, ვინმაც არ დაიზარა და ჩემი ცრემლიც მორწყული და გულიდან ამოსული სიტყვებით დაწერილი სტატია წაიკითხა…
ავტორი: გიორგი კასრაშვილი (Gi0vinc0)
გამარჯოოობა,ვინმემ იცის ეს საიტი ვისია?
აუუ რა მაგარია მეც მაგ თამაშის შემდეგ ვბალეშიკობ იუვეს : ))) კაპიტანი კიდე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია !!!
საღოლ ავტორ.. მაგარი სტატიაა. თან რაც ყველაზე მთავარია ზუსტად ის ეწერა რასაც მეც განვიცდი.. სტატიის სათაური და ტიტოეულ დელპოს დანახვაზე ტანში დავლილი ჟრუანტელი.. კარგია რო იუვეს გულშემატკივრებს.. ნუ ნაწილს მაინც ესმის ვის და რატო გულშემატკივრობს და არა ახალგამოჩეკილ ვითომ-გრანდებს.. უბრალოდ გიხაროდეთ და იამაყეთ რომ დიდი სიყვარულის ისტორია გაკავშირებთ ერთმანეთთანაც და იუვესთანაც :)

მაგარი სტატიაა :)) გაიხარე … იუვე და დელ პი მარადჟამს…………..
ყველაზე მაგრად ის მიხარია და მისწორდება რომ პატარებს ესე გიყვართ იუვე და ალექსა :) წავიკითხე თქვენი პოსტები ზოგი 95 წელს დაბდებულია ზოგმა 2003 წელს დაიწყეთ ბალეშიკობა გაიხარეთ დიდ გუნდს ბალეშიკობთ და უბალეშიკეთ ყოველთვის. ეხლა რო უყურებ ის იუვე მახსენდება კონტე კაპიტნის რვიანით და დღეს გასახდელში კოსტუმით. მართლა სიამაყეა გიყვარდეს ფეხბურთი და ბალეშიკობდე გუნდს რომელასაც იუვენტუსი ქვია, ქვია ახალგარზდობა, ქვია ბურთი, ქვია სტადიონი, ქვია კაპიტანი, ქვია ფეხბურთი და ქვია ალესანდრო
ეეეჰ მე მახსოვს 2008წელს იუვე რეალის თამაში. როცა ჩემი კლასელები დამცინოდნენ იუვეს დაერხევა ეხლაო რეალი გადაუვილისო. მაშინ იუვემ 2-1 მოიგო და ძალიან გახარებული ვიყავი და ამაყად მივედი სკოლაში. რათქმა უნდა რეალის ფანებმა დაიწყეს სანტიაგო ბერნაბეუზე მოგივლით თქვენო მაგრამ განმეორებით თამაშში რაც დელპიმ გააკეთა ეხლაც მახსოვს ისეთი გახარებული ვიყავი. იმის მერე აღარავის აღარ ამოუღIა ხმა მაშინ 11 წლის ვიყავი. ახლაც ყოველთვის მაქვს დელპის იმედი რო შემოდის მოედანზე სათამაშოდ
მე იუვეს 14 წლის ფანი ვარ 2006 წლიდან მახსოვს ჩემი ბიძაშვილი ამბობდა იუვე B-ში გადდაგდესო და ძალიან ნერვიულობდა მაშინ მე 8-9 წლის ვიყავი ყველა სპორტულ ჟურნალში იწერებოდა იუვეზე მამაჩემმა ალეს ფორმა მომიტანა დიდი მომივიდა მაფრამ მე ის სახელი რაც ეწერა არ დამავიწყდა და მისი სახელი გამახსენდა როცა ჩემმა ბიძაშვილმა თქვა იუვე დელ პიერომ ნედვედმა და ჯიჯიმ არ დატოვესო მე ძალიან მომეწონა დე პიეროს საქციელი და იუვეს მაშინაც ვგულშემატკივრობდი როცა B-ში იყო მართალია იუვეს თამაშEბს ვერ ვუყურებდი,შემდეგ ჩემმა ბიძაშვილმმა მახარა იუვე ბრუნდებაო და მთელი დღე მიხაროდა ყველაზე მეტად ის გამიხარდა B-დან დაბრუნებულმა იუვემ მილანი რომ დაამარცხა მოგვიანებით იუვე რომ ლიგაზე გავიდა… Read more »
შენ ვორლდსპორტზე ხაარ დარეგისტრირებული?
კი
რა ნიკით PAPOIUVE?
კი ეგრე ვარ
ძმა მე ის ვარ IAKLA1002
მივხვდი 17 ვარო რო ტქვი
ჰო ჰო აი ეგ

რამდენი წლისაც ხარ იმდენი წელია ვქომაგ იუვეს 1997 დან მეტი თუ არა
მოკლედ მე 95 წელს ვარ დაბადებული 15 აპრილს ხვალ 17 წლის ვხვდები ერთობ საინტერესოა რადგან ჩემი ტოლები ინგლისის ან ესპანეთის გრანდების გულშემატკივრები არიან მე საკლუბო ფეხბურთამდე 2002 წლის მსოფლიო ვნახე თურქეთის სენსაცია და ფენოენის გალაღება საერთოდ ბუნებით ისეთI ვარ რომ ყოველთვის თუ არა ძირითადად სუსტის მხარეს ვიჭრ ყველაფერში ამიტომაც ბრზილიის ნაკრები არ მიყვარდა მაშინ იტალიაც ნანახი არ მყავდა.. აი როცცა იმედზე დაიწყეს სერიAლის ჩვენება მეც როგორც ფეხბურთის მოყვარული ვუყურებდუ თამაშებს რათქმაუნდა საინტერესო თამაშები ღამღამობით იყო არადა ამ დროს ტველას ეძინა მე მხოლოდ 8-9 წლის ვიქნებოდი და ამიტომ მეც ვწვებოდი დასაძინებლად მაგრამ ჩემს ოთახში ჩემს უფროს დას პატარა ტელევიზორს შემოვატანინებდი და… Read more »
მე შედარებით უფრო პატარა იუვენტინო ვარ; 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან… მე და მამაჩემი ნათესავთან ვიყავით ფინალის საყურებლად; ყველას ერთად უნდა შეგვექმნა საფეხბურთო გარემო, მე კი არ ვიცოდი ვისი თამაშისთვის უნდა მეყურებინა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ კალაძე იქნებოდა და ჩვენც ეს გარემო მის საქომაგოთ უნდა შეგვექმნა. მაშინ ერთი კითხვა ამეკვიატა, რატომ უნდა მექომაგა კალაძისთვის, ქართველი რომ იყო იმიტომ, თუ სხვების აზრი უნდა გამეზიარებინა და იმიტომ? ეს კითხვა მომენტალური იყო, მალევე გაქრა, მაგრამ საოცრად ძლიერი პროტესტი ჩამინერგა, გადამაწყვეტინა, რომ იმ საღამოს კალაძის წინააღმდეგი უნდა ვყოფილიყავი, ან ჩემ გარშემო შექმნილი ერთსულოვნების. . . თამაში დაიწყო… იუვეს შეტევებზე მარტო მე ვყვიროდი, დანარჩენების ღრიალზე… Read more »
2003 წელს .15 აპრილს იყო 1 რეპორტაჯი მემგონი. და როგორ მიხაროდააა !!!
მე მგონი ასეით სტატიის დაწერა ყველას შეუძლია მეტ ეილკად რადგან ყველას აქვს განსაჯუთრებული ისტორია როგორ გახდა იუვენტინო.. ისე ხო არ გახსოვთ იმედის ტელევიზიაზე იტალიის სერია ზუსტად რომელ წლებში გადიოდა,, აი ის გეგელია რო მიყავდა ხშირად
ღმერთისგან მიმადლებულმა ქარიზმა ადამიანმა სამუდამოდ ცეცხლი დაანთო გულში, ისეთი რომ ვეზებოთ აწი ბევრი ვერსად ვიპოვით..ამაა დელ პიერო ჰქვია….ბედნიერები ვართ რომ მას მოვესწარით…ჩემთვის პელეც, მარადონაც, პლატინიც დიდი ფეხბურთელები არიან მაგრამ ალექსი ყველას მირჩევნია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში…….
იუვეს ფანების უმრავლესობას ვისაც ვიცნობ ყველას დელპიერომ შეაყვარა იუვე და ასე ცუდად ასეთი კაცის გაშვება უდიდესი შეცდომაა.სტადიონი ბოლომდე რომ ივსება მეტწილად ალექსას დამსახურებაა
მე დავიდსმა შემაყვარა იუვე… დელ პიერო არც ვიცოდი ჰოლანდიის თამაშს რო ვუყურე…
ჩემი ისტორია რო დავწერო როგორ გავხდი იტალიის და იუვეს გულშემატკივარი დაგხოცავთ სიცილით

წელს ალექსა არსადა არ მიდის და ვსიო! აი მომავალი წლიდან კი ჯოვინკო? იყოს რატომაც არა, კარგი ტექნიკა აქვს დარტყმაც და პატარა იუვენტინოა რაც მთავარია
არასდროს არ დამავიწყდება ეს დღე და წამები….
ვარ მე-7 კლასში, 1998 წლის 9 ნოემბერია, ჩვეულებრივად ჩაიარა დღის პირველმა ნახევარმა… სკოლიდან სახლში ვბრუნდები და გზად შემხვდა მეზობელი ბიჭი (ჩემზე უფროსი გაცილებით და ბაჯოს ფანი) და მეუბნება, დამელოდე ჩემ კორპუსთან რაღაცა უნდა წაგაკითხოო… გადის 2-3 წუთი და ხელში რომელიღაცა გაზეთის ერთი გვერდი უჭირავს და ღიმილიანი სახით მიუთითა ქვედა კუთხეში და მეუბნება წაიკითხეო… გაყინული სახით ვკითხულობ (ზუსტად არ მახსოვს სიტყვები მაგრამ დაახლოებით შინაარსი ასეთი იყო): იტალიის ოქროს ბიჭმა ალესანდრო დელპიერომ გუშინ უდინეზესთან შეხვედრაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიიღო ტრავმა. ექიმების ვარაუდით ძალიან გაუჭირდება დელ პიეროს აწი ფეხბურთის თამაში………………
რა ხალხი ხართ, თქვენ გენაცვალეთ…
კიდევ ერთი საერთო გვაქვს მე და შენ გიორგი… სება ჯოვინკო