დედა, ნახე რა ფორმა გიყიდე…
იმდენად იმოქმედა ჩვენმა იუვენტინოების სტატიებმა, რომ ცრემლს ვერ ვიკავებდი, მბურძგლავდა და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დამეწერა…
ფეხბურთის გულშემატკივრობა 1998-ში დავიწყე და მაშინ ბრაზილიას ვქომაგობდი, რადგან მამა ბრაზილიის ფანია. საკლუბო ფეხბურთზე კი არაფერი არ ვიცოდი.
ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობდი და ერთხელ ხელი მოვიტეხე, რის გამოც მინი ტურნირის გამოტოვებამ მომიწია, 2000 წელი იყო, დედამ კი ჩემთვის ტელევიზორი იყიდა და ჩემს ოთახში დამიდგა, რომ ფეხბურთით დავმტკბარიყავი. ევროპის ჩემპიონატი იყო და აბა ბრაზილიას აქ რა უნდოდა? ხოდა მეც ძიება დავუწყე გუნდს, თუ ვისთვის უნდა მეგულშემატკივრა.
მე-2 დღეს დედა მოვიდა სახლში და ჩანთიდან ფეხბურთის ფორმა ამოიღო და მითხა: დედა ნახე რა ფორმა გიყიდე? – ეს იყო იტალიის 10 ნომრიანი მაისური…
იმ მომენტიდან იტალიის მატჩს ველოდი, რათა გამერკვია ვინ თამაშობდა.
10-ზე და აი გამოჩნდა დელ პიერო რომელიც იმ დღიდან ჩემი კუმირი გახდა. ეზოში ყველა რონალდოს და ოუენის ფორმებში იყო გამოწყობილი, მე კი ალექსას 10 ნომრიანი მაისური მეცვა და დამცინოდნენ. შვედეთთან ულამაზესი გოლი გაიტანა და მეც ხმა ავიმაღლე, მაგრამ ფინალურ მატჩზე რაც მოხდა აღარ გავიხსენებ, მას მერე ისევ დასაცინი გავხდი.
როდესაც ტურნირი დასრულდა 2002 წელს ველოდი, მაგრამ ერთ დღეს მეზობელმა მთხოვა ბილეთი მიწერია და თამაშს ვუყურებ შენთანო. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნმა დიდად იმოქმედა ჩემზე. დეტალებში აღარ მოვყვები და მოკლედ ვიტყვი, მეზობელმა ამიხსნა, რომ არსებობს ნაკრებები და კლუბები. გამომდინარე იქედან რომ იტალია მიყვარდა და თან თამაში იუვენტუსი-პორტუ მიმდინარეობდა მეც იუვეს დავუწყე ქომაგობა და აი ვხედავ დელპიეროს ისევ 10 ნომრიანი მაისური… ბავშვურად გამკრა გულში და ვთქვი: ,,აი სად გიპოვე” იმ დღეს იუვემ მოიგო და დელპიერომ აქაც გაიტანა. შემდეგ მთელი ისტორიები წავიკითხე დელპიეროზე და უზომოდ გამეხარდა რომ დელპოც ჰოროსკოპით მორიელი აღმოჩნდა (მე 15.11.88). გამეხარდა რომ ახალგაზრდა იყო და დიდი ხნით დავტკბებოდი მისი თამაშების ყურებით. ბედნიერი ვიყავი, რომ დელპო თავისი ისტორიით რონალდოს არამც თუ ჩამოუვარდებოდა, არამედ მასზე დიდიც იყო.
შემდეგ კი თანდათან ჩაინერგა და ჩემში გაიჟღენთა იუვენტუსის სიყვარული, რადგან ბედნიერების და წარუმატებლობის ცრემლები მდიოდა მის გამო, გეფიცებით ეხლაც ვტირი, რატომ? დიდი ბიჭი ვარ, მაგრამ იუვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. 2003 წლის ფინალი უდიდესი დარტყმა მივიღე. 1 კვირა სახლიდან ვერ გამიყვანეს მშობლებმა, იუვეს ფორმით ვიძინებდი. შემდეგ კი თავს მოვერიე და ყველას თვალებში ვუყურებდი. 2006 წელს გაგვწირეს, მაგრამ დღემდე ვერ ვივიწყებ გაზეთის პირველ გვერდზე სტატიის სათაურს ,,ჩაძირული გემი კაპიტანმა არ მიატოვა” მეც როგორც თქვენ ჩემო იუვენტინოები სერია-ბ ში გავყევი გუნდს და მისი სიყვარულის გამო ჩემპიონთა ლიგის არცერთ თამაშს არ ვუყურე, რადგან ეს ჰიმნი უზომოდ მიყვარს და აქ იუვეს ვერ დავინახავდი.
მადლობა დედას, რომ დელპიეროს 10 ნომიანი მაისური მიყიდა…
ეს რომ არა რონალდოს შემყურე დღეს ალბათ ან ბარსას ანაც რეალის ფანი ვიქნებოდი…
მე კი მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ იუვეს გულშემატკივარი ვარ, მიხარია რომ თქვენნაირი ემოციური ვარ, მიხარია რომ მეც თქვენი ნაწილი ვარ!!!
მადლობა ყველას, ვინმაც არ დაიზარა და ჩემი ცრემლიც მორწყული და გულიდან ამოსული სიტყვებით დაწერილი სტატია წაიკითხა…
ავტორი: გიორგი კასრაშვილი (Gi0vinc0)
forzaaa juveee

http://www.youtube.com/watch?v=H31V2o1Z6-Y
გთხოვთ გთხოვთ გთხოვთ რა ეს ნახეთ და ბოლომდე უყურეთ ან გადაახვიეთ თუ არ გინდით და ბოლოს ნახეთ.
ისე კი გოლებს უნდა დააკვირდეთ რო რამე
მე
ჯოვინკო 
ღადაობ ტო? კვალიარელას ამაზე უკეთესები აქვს გატანილი
დელპიეროს ნუ ადარებ რა,წლები გავა და მაგრად შეგრცხვება 
საღოლ მაგარი სტატიაა

prosto mismine giovincos da delpieros shedareba aranairad ar xdeba arari ramase da mecineba magaze martla arari imdonis ro dlepieros ramit mainc sheadaro
და ვადარებ რო?
უბრალოდ ვამბობ დელპოს პოზიციის არის სებათქო. ასევე ვამბობ რომ:
1.ტექნიკა აქვს
2.სწრაფია
3.შორეულ ტარყმებს ფლობს (პარმა-იუვე გაიხსენეთ და მანამდე რა უქნა მცველებს და რამდენში გაძვრა)
4.ჯარიმებს ასრულებს
5.არსენალი-ბარსა-ინტერი-ჩელსი-მილანი არიან სებას გადაყვანის კანდიდატები
მეტი რა ვთქვა?
მე ბოდიშით თუ სებას ესე ვიცავ. უბრალოდ ყველას თავისი თვალთახედვა აქვს როგორც ცხოვრებაში, ასევე ფეხბურთში…
ნაღდი ხარ.ჯიოვინკოს საწოვარა უნდა პირში და აკვანში უნდა ეგდოს.ჯერ მარტო ის თქვი რო სულით იუვენტინო არაა და ასეთი ფეხბურთელები დელპიეროს ვერ შეცვლიან. 38 წლის ასაკში ჯობია მაგ შიბზიკას
juventino 1897
მიდი ძმა მაგრად მაინტერესებს დადე ლინკი. და რამდენი წლისაა ნეტა ის მილანელო?
დელპო წავა
სება მოვა
ალალად გეტყვით მართალია სება მაგრად მიყვარს, მაგრამ მინდა რომ 10-იანი მარკიზიოს მისცენ… უცხოელზე არ მინდა ეგ ფორმა
Gi0vinc0


იუვენტუსში ვინც შენ ყველაზე ძაან გაკლია ეს ჯიოვინკოა
ვნახოთ აბა დააბრუნებენ თუ არა ან თვითონ თუ დათანხმდება
წარმომიდგენია რა დღეში იქნები ჯიოვინკო თუ დაბრუნდა
გენაცვალე ძმა

ხო მისი გიჯ ფანი ვარ და მართლა წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნები სება რომ დააბრუნონ და მერე ნახეთ აქ ჩემი ამბები
au giovinkovo gadavyiravdi cudad var :D:D
გადაყირავდიიი???
ჯიჯიზე რომ ვთქვი?
juventino 1897 იუვეს ფანი ვარ, მაგრამ ვაღიარებ რომ ბარსა ჩვენზე ძლიერია, მაგრამ დროებით… იმ წლების მანძილზე 2006 დან სულ ჩუმად ვიყავი და მოთმინებით ველოდი ამ სანატელ დაბრუნებას. მაგალითად მარკიზიოზე ჭკუა მეკეტება მაგრამ მასზე ძლიერი ფეხბუთელებიც არიან. ჩემი ბონუჩი მაგალითად ტერის, რიოსა და მისნარებს მირჩევნია, მაგრამ იმას კი არ ვამბობ ბონუჩი მათზე ძლიერიაო? ჩემიანია და მაგიტომ მიყვარს. ფეხბურთი ფასდება თამაშინ, ტაკტიკური მონახაზებით, გუნდური სულისკვეთებით და არა იმით რომ რონალდომ გაიგდოს დაარტყას და ხიხონის მეკარეს გაუტანოს. ასევე ფასდება სტაბილურობით. რავი აბაა. იდიოტიზმია თქვა ბუფონი იგებს თამაშებს. ვინ გაიტან ჯიჯიმ თუ არ გაუშვა? მოვიგებთ? ვერა. ჯიჯიმდე თუ მიუშვეს მცველებმა 7 მეტრიან კარში 1.96სმიანი… Read more »
AI GEUBNEBI შეგიძლია ვოელდსპორტზე შეხვიდე ლინკს მოგცემთ და ჩემი და იმ კაცის ლაპარაკი ნახეთ და ბოლოს შეაფასეთ ვინ უფრო მართალია ოღონდ იუვენტუსის ფანობის გამო მხარი არ დამიჭიროთ ძალიან გთხოვთ ობიექტუყრად ვინც იქნება იმას დაუჭირეთ ოკ?
მე დგესაც ვერ ვიჯერებ რომ ეს იუვეა სერია ა-ში წაუგებლად ტამაშობს ტან პირველზეაა და ჩავარდნებიც თითქმის არააქვს…..დელ პიერო კი უნდა დატოვონ…..:-D:-D:-D
მიხარია რომ მეც თქვენი ნაწილი ვარ!!!

juventino 1897
მილანელის არაობიექტურობაზე თუ ამბობ მაგარი ვიცინე

ხო მაგაზე გეუბნები , მაგითო არცერთი ფეხბურთის მცოდნე არ აფასებსო მაშინ მითხარით კაცურად აქ ხო ბევრი ხართ აი გულზე ხელი დავიდოთ იუვენტუსის ფანობა დავივწიყოთ ცოტა ხნით და ობიექტურად ვიმსჯელოთ მაშინ რითი უნდა შეაფასო

ძალიან მომწონს იუვეს დაცვა, ზოგი რო გაიძახის ააუ ერთი კაცი კიდე გვჭირდება მცველიო მეცინება ხოლმე ლამისაა 2 მცველით რო გავიდეთ მაშინაც არ წავაგებთ მგონი
ისე ზაფხულში კიდევ უფრო გავძლიერდებით!
juventino 1897
მართალია იუვეს ფანი ვარ, მაგრამ გუნდი მაოცებს ისე ძლიერ თამაშებს, მეც მიკვირს, ნუთუ ეს იუვეათქო. მინიმუმ 10 საგოლე მომენტს ქმნიან მატჩებში.
მოკლედ ასეთი უსახელო ფეხბურთელებით ვიგებთ და გაისად 2-3 მაგაი ჩამოყალიბებული ჩემპიონი რომ დაგვემატება მილანელების ტირილი მერე ნახე

დაცვა გაუვალი გახდა და ეს ნათელია. ჯიჯის სიძლიერეს ეხლა კიარა 7-8 წელია აღიარებენ
არა შენ ისა თქვი ამან ხო ძაან სერიოზული რაღაც გააძრო აი ობიექტურად თქვი

რაც მე იუვენტუსის გულიზე ხალხი მიცემია

ხო მაგარი პრიკოლი იბაზრა თან მაგითო არცერთი ფეხბურთის მცოდნე არ აფასებსო

fci.ge…. roa :D:D
madn var daregistrirebuli D::D ra siaxleebi ideba unda naxo ra :D:D alegrim vigebt seria_a so :D:D nela qnas magan :D:D kitri CHamos bevri :D:D
:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D:-D
ხედავ თურმე რითი აფასებს გუნდის სიძლიერეს

ახლა სიძლიერეს რაც შეეხება, მთელი იუვენტუსი ამბობს მილანი ჩვენზე ძლიერიაო….მეორეც გუნდი ლამის მთელი წელია დანაკარგებით თამაშობს….და მაინც ძალიან შთამბეჭდავად….ახლა არ დამიხეთქო აქ მილანი ვინებთანაც აგებს იმას იუვე ანადგურებსო :D :D ან რამდენიც შევხვდით მილანს, მოვუგეთო….არცერთი ფეხბურთის მცოდნე კაცი გუნდის სიძლიერეს მაგით არ განსჯის…..იუვეს უპირატესობა მხოლოდ მეკარეშია სხვა არაფერში…. <—–იკაიფეთ ხალხო მილანის ფანი წერს ამას

საღოოოოოოოოლ ცოდვები არიან რა.
იმის ნაცვლად კაცურად შეხვდნენ მარცხ ქალებივით ჭორაობენ რა.
ალალად გვეკუთვნის სკუდეტო ძმაო წელს.
32 ტური არ წააგო, ასე ცოტა გაუშვა, ამდენი საგოლე შექმნა მატჩებში და იმდენი უიღბლობები გვჭირდა ომ ამდენხანს უკვე მოგებული გვექნებოდა სკუდეტო.
ეეეჰ რატომ არიან ესე შურიანები და დაუნახავები რა…
ტან დზმა მე მაბრალის ფანატიზმს ყავხარ გატაცებულიო და თან რო ამბობს მაგით არ შემიფასო რო შეგხვდით და წავაგეთო და ვისთანაც ვაგებთ იმას იუვენტუსი უგებსო და ყველაზე პრიკოლი რო ამბობს მაგითო არცერთი ფეხბურთის მცოდნე არ აფასებსო

აბა რა ძმა, აგერ წელს ვიზეიმებთ სკუდეტოს, იტალიის თასსა და შემდეგ პეკინში სუპერ თასს
ikajuve1011
ვაა მაშინ მეშლება, იმასაც იკა1011 ქონდა მახსოვს სკაიპში დამამატეო და… მაგრამნ ის ქუთაისში გავიცანი
სხვა ყოფილა მაშინ : ) ქუთაისში სამჯერ ვარ ნამყოფი და ორივეჯერ ექსკურსიაზე : )
ისე მეც მახსოვს მგონი 1011 რო ერია ერთს ნიკში, მაგრამ არ გამოჩენილა კაი ხანი ჩუვაკი : ((
ხოდა იმ ბიჭში შემეშალე ალბათ
გაიხარე გიო კარგი სტატიააა

და მადლობა ყველას ვინმაც არ დაიზარეთ და წაიკითხეთ ჩემი სიყვარული იუვესა და დელპოს მიმართ
მაგარია : )
,,ჩაძირული გემი კაპიტანმა არ მიატოვა” – აი ეს ყველა ტიტულს მერჩივნა მე :)ალეს წასვლა მთლიანად დაშლიდა იუვეს. დღეს რომ იუვე დაბრუნდა ალეს უდიდესი დამსახურებაა ეს.
კაია
იკა გახსოვს ტოტალიზატორში გაგიცანი, იუვეს ამხანაგური მატჩი იყო მაშინ
მართლაა?? რუსთაველი ხარ ძმა??
კარგია
ძალიან საინტერესოა ყოველთვის პირადი ისტორიები
ისე ნაკრებებს და გუნდებს მეც ვერ გავუგე მახსოვს
პირველ რიგში დიდი მადლობა ძმა
ხო წარმოიდგინე 12-13 წლის ვიყავი და კლუბებზე არაფეი ვიცოდი, დღეს კი 5-6 წლის ბავშვი მესის გაიძახის