ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ზემანი: ” “იუვენტუსი” სკუდეტოს იმსახურებს “

დღესდღეობით “პესკარას” მთავარი მწვრთნელი და ზოგადად უხეში კრიტიკით სახელგანთქმული ზდენეკ ზემანი ტურინის “იუვენტუსზე” საკმაოდ კარგად საუბრობს. მან ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტო ANSA – ს მისცა:” “იუვენტუსი” გამარჯვებებსაა მოწყურებული. რამდენიმე კვირის წინ ვფიქრობდი, რომ “მილანი” უფრო ძლიერი იყო, თუმცა “ბიანკონერი” შესანიშნავად ასპარეზობს. ტურინელებს შედარებით ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და შეიძლება სკუდეტოს მოგების უფრო დიდი სურვილიც მათ აქვთ. ბოლო მატჩებს თვალს აქტიურად ვადევნდებდი და “იუვეში” უდიდესი მონდომება დავინახე. ისინი პირველ ადგილზე ყოფნას იმსახურებენ. რაც შეეხება “მილანს”, ამ კლუბს ტრავმებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს და მათ ამის გამომწვევი მიზეზების გარკვევა სჭირდებათ.” – აცხადებს ზემანი.

წყარო: Football-Italia

3 thoughts on “ზემანი: ” “იუვენტუსი” სკუდეტოს იმსახურებს “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.