ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კავანი ან სუარესი?!

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” მომავალი სეზონისთვის სავარაუდოდ რომელიმე ურუგვაელი თავდამსხმელით გაძლიერდება. განსაკუთრებით აქტიურად მიდის საუბარი ამ ქვეყნის წარმომადგენელ ორ ფეხბურთელზე, “ლივერპულის” თავდამსხმელ ლუის სუარესსა და “ნაპოლიში” მოთამაშე ედინსონ კავანიზე… ყველასათვის კარგადაა ნაცნობი, რომ “ბიანკონერი” ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობისათვის უმაღლესი კლასის ფორვარდს ეძებს, პრესტიჟული იტალიური გაზეთების მტკიცებით კი ეს უმაღლესი კლასის თავდამსხმელი სწორედ სუარესი ან კავანი იქნება.

Tuttosport  – ის მტკიცებით, “იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის უკვე ჰქონდა კონტაქტი ედინსონ კავანის აგენტთან, ანგელუჩისთან. გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გრანდი “ნაპოლის” მე-7 ნომერს ხელფასის სახით წელიწადში 2.3 მილიონ ევროს სთავაზობს, რომელიც მისი ამჟამინდელი წლიური მონაგარის გაორმაგებული რაოდენობაა. სატრანსფერო თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება. სავსებით შესაძლებელია “იუვენტუსმა” ტრანსფერში მილოშ კრასიჩის ან ფელიპე მელოს უფლებათა პაკეტი ჩართოს. ამასთანავე, შესაძლოა “ბიანკონერიმ” ამჟამად “პესკარაში” ძალიან წარმატებულად მოასპარეზე ჩირო იმობილეს უფლებათა პაკეტის მეორე ნახევარიც დათმოს.

მეორე ვარიანტი ლუის სუარესია, რომელსაც “ლივერპულში” პრობლემები აქვს. სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, ის პრემიერ ლიგაში თავს არაკომფორტულად გრძნობს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. სუარესის გამოსასყიდ თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება, რაც შეეხება ხელფასს, სუარესის შემთხვევაში ეს შეიძლება ცოტა პრობლემატური საკითხი გამოდგეს, რადგან სავარაუდოდ ფეხბურთელი ხელფასის სახით სულ ცოტა 3.5 მილიონს მოითხოვს.

წყარო: Tuttosport; Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

74 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

რამდენი არაპრაგმატული კომენტარია–ეეეეჰ…

თუმც ყველას აზრს პატივს ვცემ….

დაე, დაველოდოთ პროფესიონალების გადაწყვეტილებას!!~~

მარად და ყველგან ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!

:juvee:

gocha khalvashi
12 years ago

1. “ბარსელონა” – 69.5%.
2. “ბაიერნი” – 63.9%.
3. “იუვენტუსი” – 61.2%.
4. “რომა” – 60.4%.
5. “რეალი” – 59.5%.
6. “არსენალი” – 59.5%.
7. “ლილი” – 59%.
8. “მილანი – 58.8%.
9. “მაჩესტერ სიტი” – 57.7%.
10. “სუონსი” – 57.5%.
11. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 57.3%.
12. ბილბაოს “ატლეტიკი” – 56.3%.
13. “მარსელი” 55.9%.
14. “ჩელსი” – 55.7%.
15. “ტოტენჰემი” – 55.6%.
16. “ვალენსია” – 55.6%.
17. “ლივერპული” – 55.3%.
18. მიუნხენგლადბახის “ბორუსია” – 54.8%.
19. “პარი სენ-ჟერმენი” – 54.6%.
20. “ესპანიოლი” – 54.1%.

ბურთის ფლობის მაჩვენებელი… :forza:

giorgi jomidava
12 years ago

:forza:

giorgi jomidava
12 years ago

კავანი ჯობია სუარესს

giorgi mchedlishvili
12 years ago

ახლა წავიკითხე რუსულ საიტზე,აბრამოვიჩმა ჩელსის 248 მილიონი ევრო გამოუყო ზაფხულის ტრანსფერებისთვის.აფსუს ჩვენ გვქონდეს ეგ თანხა და რა სასტავს დავაყენებდით.თუნდაც მაგის ნახევარი მოგვცა.ასტრონომიულ თანხებს ხარჯავენ გუნდები,მაგრამ ჩვენი იუვესნაირი გუნდი მსოფლიოში არაა და არც იქნება.

delpieronedved
12 years ago

კავანი

irakli kobe
12 years ago

კავანი უკეთ გამოადგება იუვეს ვიდრე რასისტი სუარესი DDDDDDDD

Z u R a noniashvili
12 years ago

:forza: კავანი

DeL_PieRoOo
12 years ago

:forza: არა რა კავანიიი მაწა რა ამ სეზონზე შეაგდო და ეხა :D:D დამთავრდება მისი კარიერა სუარესი უფრო ტეხნიკურია კავანი :D:D ბიზონივითააა :D

| Newsphere by AF themes.
74
0
Would love your thoughts, please comment.x