ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კავანი ან სუარესი?!

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” მომავალი სეზონისთვის სავარაუდოდ რომელიმე ურუგვაელი თავდამსხმელით გაძლიერდება. განსაკუთრებით აქტიურად მიდის საუბარი ამ ქვეყნის წარმომადგენელ ორ ფეხბურთელზე, “ლივერპულის” თავდამსხმელ ლუის სუარესსა და “ნაპოლიში” მოთამაშე ედინსონ კავანიზე… ყველასათვის კარგადაა ნაცნობი, რომ “ბიანკონერი” ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობისათვის უმაღლესი კლასის ფორვარდს ეძებს, პრესტიჟული იტალიური გაზეთების მტკიცებით კი ეს უმაღლესი კლასის თავდამსხმელი სწორედ სუარესი ან კავანი იქნება.

Tuttosport  – ის მტკიცებით, “იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის უკვე ჰქონდა კონტაქტი ედინსონ კავანის აგენტთან, ანგელუჩისთან. გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გრანდი “ნაპოლის” მე-7 ნომერს ხელფასის სახით წელიწადში 2.3 მილიონ ევროს სთავაზობს, რომელიც მისი ამჟამინდელი წლიური მონაგარის გაორმაგებული რაოდენობაა. სატრანსფერო თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება. სავსებით შესაძლებელია “იუვენტუსმა” ტრანსფერში მილოშ კრასიჩის ან ფელიპე მელოს უფლებათა პაკეტი ჩართოს. ამასთანავე, შესაძლოა “ბიანკონერიმ” ამჟამად “პესკარაში” ძალიან წარმატებულად მოასპარეზე ჩირო იმობილეს უფლებათა პაკეტის მეორე ნახევარიც დათმოს.

მეორე ვარიანტი ლუის სუარესია, რომელსაც “ლივერპულში” პრობლემები აქვს. სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, ის პრემიერ ლიგაში თავს არაკომფორტულად გრძნობს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. სუარესის გამოსასყიდ თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება, რაც შეეხება ხელფასს, სუარესის შემთხვევაში ეს შეიძლება ცოტა პრობლემატური საკითხი გამოდგეს, რადგან სავარაუდოდ ფეხბურთელი ხელფასის სახით სულ ცოტა 3.5 მილიონს მოითხოვს.

წყარო: Tuttosport; Football-Italia

74 thoughts on “კავანი ან სუარესი?!

  1. წავიდა მარჩიელობააა :lool: რას იშლით სულ ტყუილა ნერვებს ჰაა? შარშანაც ეგრე იყო საუბარი ვის არ მოედო იუვეს სახელი რომელ ფეხბურთელს არაა? დავაცადოთ ამ სატრანსფერო ფანჯირს გახსნას და კი ვნახავთ ვინ მოვა და ვინ არა :forza: მაროტას დიდი იმედი მაქ :forza:

  2. მატრის კონტრაქტი უკვე გაუხანგრძლივეს, კვალიარელას უახლოეს პერიოდში გაუგრძელებენ, ვუჩინიჩი კონტეს ერთ-ერთი რჩეული ფიგურაა ზაფხულში შანსი არაა გაუშვან..დელ პიერო ჩემი აზრით დარჩება :)) ერთ მაღალი დონის ფორვარდს მოიყვანენ..

  3. ეს სუარესი და იოვეტიჩი ერთად რო მოგყავთ მატრის, ვუჩინიჩს, კვალიარელას სად უშვებთ? 5 თავდამსხმელი ბევრია ძაან თან ძვირი დაგვიჯდება მაგათი შენახვა… 1 თავდამსხმელი და 1 ცენტრი გვინდა. ნუ სორენსენი მოაგვარებს ცენრის პროობლემას…

        1. ხო მარა სად მიგყავს, როგორც ამაური ვერ მოვიცილეთ და იაკვინტა ისე უნდა გახდნენ ვუჩინიჩიც და მატრიც და კვალიც და ეგ არ მინდა რო მოუვიდეთ მაგათ იმიტო რო კარგად თამაშობენ… არ მინდა ისე მოხდეს როგორც ანელკა შეეწირა ტორესს…

  4. აუ რა ძვირია კავანი კაი რა სულაც არ ღირს 60 მილიონად ძაან მაგარი ფეხბურთელია მაგრამ 60 გიჟები ხო არ არიან!!! მოიყვანონ სუარესი !

  5. სუარესი რომ უფრო რეალურია რათ უნდა თქმა.

    სულ რო დავდოთ ეგ 60 მილიონი, ნაპოლი იუვეს არ მიჰყიდის მაგას)

  6. სუარესი სანამ იტალიიის ჩემპიონატს გაუგებს და გემოს მანამ მილანი გახდება ჩემპიონი და ეგ გვინდა ეხა ჩვენ? კავანიმ იცის ესე ვთქვათ მოხარშულია იტალიაში და ადაპტაციის პერიოდი არ გაუხანგრძლივდება ასე რომ უეჭველი კავანიი! და მეორეც აბა თუ მილიონები არ გადაიხადე ეგრე ვერ მოიგებ სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგას, ერთი რამის მესინია ის 80 მილიონი ვითომდა ვარსკვლავებში არ გადაკარონ, არამედ ვარსკვლავში გადაიხადოს ანუ ცამოკალიბებულ ვარსკვლავში, ის ან გაამართლებს ან არა ანუ სუარესზე მაქ ლაპარაკი, მგონი მეთანხმებით?:twisted:

  7. მე პირადად სუარესის კანდიდატურას ვემხრობი, რადგან კავანის ფასი ზედმეტად გაბერილია. სავარაუდოდ 80 მილიონით გავდივართ ბაზარზე და ამდენი ფული თუ კავანის მივახარჯეთ არა მგონია სწორი ნაბიჯი იყოს

    პლიუს ამას ჟირუ იყო ნახსენები კომენტარებში და მსურს ჩემი სიმპატიაც გამოვხატო ამ ფეხბურთელის მიმართ. გაცილებით დაბალ ფასში შეგვეძლება მისი ყიდვა. სუარესი+ჟირუ ალბათ ბევრად უფრო ნაკლები დაგვიჯდება ვიდრე მარტო კავანი

    თან ციფრებსაც რომ თავი გავანებოთ, არც ის მგონია დე ლაურენტისმა კავანი რომელიმე იტალიურ გრანდში გაუშვას, თუ გაუშვებს, ალბათ საზღვარგარეთ. ისე კი უეჭველი კბილებით დაიჭერს ბოლო წამამდე კავანის და ბოლომდე ეცდება რო შეინარჩუნოს

  8. 60 კავანიში მართლა ბევრია ნუ თუ უყიდიან არც მაგიი არაა პრობლემაა შეიზლება მაროტამ კრასიჩი მისცეს როგორც ამბობენ და ასე 45 მილიონი მისცეს კიდე.მარა მე NACHKE გეთანხმები ბრატ სუარეზი იოვეტიჩი ორივე მართლა გაასცორებს რა ტავდასხმა, ვუჩი სუარეზი იოვეტიჩი :D .D :D :love: :love: :love:

  9. თუ არჩევანია, უპირობოდ სუარესი-რამეთუ ჩვენ რეაქტიული სისწრაფის ფორვარდი გვჭირდება, თანაც 60 მილიონი კავანიში ცოტა არ იყოს ძვირია, ხელფასის კუთხით კი აიღებს კავანი სუარესზე ნაკლებს, მაგრამ სატრანსფერო ფასია ძალიან მაღალი-მაინც ვფიქრობ მიუხედავად ყველაფრისა სუარესის კანდიდატურა უფრორე გვჭირდება!!

    მარად და ყველგან ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!! :juvee:

  10. რომელიც მაროტას გულს გაუხარდება :mrgreen: ორივე უმაღლესი დონის ფორვარდია..მე პირადად კავანისკენ ვიხრები, მაგრამ ერთი წამით უარს არ განვაცხადებ სუარესზე

  11. სუარესი მაგრად კი მინდა მაგრამ ეგ ცოტა უკნიდან თამაშობს , მირკოს და აგუეროს და ტევესის სტილისაა ხოლო იუვეს ეხლა დაბოლოების სტილის თავდამსხმელი უფრო ჭირდება : კავანი, იგუაინი , ტორესი ესეთი სტილის

  12. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” მომავალი სეზონისთვის სავარაუდოდ რომელიმე ურუგვაელი თავდამსხმელით გაძლიერდება.

    ბოლოს იმას იყიდიან პალერმოში როაა აბელ ერნანდესი , ეგეც ურუგვაელია :lool: :lool: :lool:

  13. სუარესი ჯობია ჩემი აზრით :chuvak: 60 მილიონი ძალიან ბევრია კავანიში… სუარესი 30 მილიონი და იმ დარჩენილი 50 მილიონით კიდევ 2 კლასნი ფეხბურთელი მოგვივა :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.