ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კავანი ან სუარესი?!

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” მომავალი სეზონისთვის სავარაუდოდ რომელიმე ურუგვაელი თავდამსხმელით გაძლიერდება. განსაკუთრებით აქტიურად მიდის საუბარი ამ ქვეყნის წარმომადგენელ ორ ფეხბურთელზე, “ლივერპულის” თავდამსხმელ ლუის სუარესსა და “ნაპოლიში” მოთამაშე ედინსონ კავანიზე… ყველასათვის კარგადაა ნაცნობი, რომ “ბიანკონერი” ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობისათვის უმაღლესი კლასის ფორვარდს ეძებს, პრესტიჟული იტალიური გაზეთების მტკიცებით კი ეს უმაღლესი კლასის თავდამსხმელი სწორედ სუარესი ან კავანი იქნება.

Tuttosport  – ის მტკიცებით, “იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის უკვე ჰქონდა კონტაქტი ედინსონ კავანის აგენტთან, ანგელუჩისთან. გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გრანდი “ნაპოლის” მე-7 ნომერს ხელფასის სახით წელიწადში 2.3 მილიონ ევროს სთავაზობს, რომელიც მისი ამჟამინდელი წლიური მონაგარის გაორმაგებული რაოდენობაა. სატრანსფერო თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება. სავსებით შესაძლებელია “იუვენტუსმა” ტრანსფერში მილოშ კრასიჩის ან ფელიპე მელოს უფლებათა პაკეტი ჩართოს. ამასთანავე, შესაძლოა “ბიანკონერიმ” ამჟამად “პესკარაში” ძალიან წარმატებულად მოასპარეზე ჩირო იმობილეს უფლებათა პაკეტის მეორე ნახევარიც დათმოს.

მეორე ვარიანტი ლუის სუარესია, რომელსაც “ლივერპულში” პრობლემები აქვს. სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, ის პრემიერ ლიგაში თავს არაკომფორტულად გრძნობს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. სუარესის გამოსასყიდ თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება, რაც შეეხება ხელფასს, სუარესის შემთხვევაში ეს შეიძლება ცოტა პრობლემატური საკითხი გამოდგეს, რადგან სავარაუდოდ ფეხბურთელი ხელფასის სახით სულ ცოტა 3.5 მილიონს მოითხოვს.

წყარო: Tuttosport; Football-Italia

74 thoughts on “კავანი ან სუარესი?!

  1. კავანის სუარესი ასი ტავიტ ჯობია კარგი გუნდი არ აკვს რომ გვანახოს მისი ტავი რისი გაკეტება იცის ლივერპული არაპერი გუნდი არა მიდიტ სუარესი გვინდა

  2. აუ რამდენი ხანია კავანი მინდა მეთქი ვყვირივარ…ალბთ ისმინა მაროტამ ჩემი თხოვნა… :lool: :lool: :lool: …რადგან საუბარი დაიწყო ამაზე ესეიგი რეალურია…

  3. კავანი 40 მილიონი + სუარესი 25 მილიონი დაგვრჩა 15 მილიონი და ერთი მცველი მაგ ფასად ,ჯოვინკო დავიბრუნოთ და მეტი არ გვინდა ამ ეტაპზე. ჰა როგორია ვერსიაა მაროტააა? წამიყვანე ისეთი გუნდი გაგაკეთებინო გადაირიო : )))))))))

    1. შეიძლება მთლად 60 მილიონი არ ღირდეს მაგრამ კავანი იუვესთვის ყველაზე იდეალური ვარიანტია…სერია ა ში მასზე ძლიერი არავინაა….ეგ ზლატანსაც ჯობია…ზლატანი უგულო ფეხბურთელია…როცა უსწორდება მაშინ თამაშობს…ეს კი ნამდვილი ლიდერია

  4. ამ 2 ფეხბურთელს შორის თუა მაშინ 70%სუარესის დათრევის შანსი უფროა ვიდრე კავანის30%…. კავანი&ლავეცი ესენი თუ წავა ნაპოლიდან წავა იტალიის ფარგლებს გარეთ და არა იტალიის რომელიმე კლუბშI 0-ის ტოლია ამ 2 ფეხბურთელის ყიდვის… სუარეს უფრო დაითრევს მაროტა ვიდრე კავანის მესე მჯერა :forza:

  5. გადაიდო დღევანდელი იტალიის მატჩები და სავარაუდოდ ხვალინდელიც…

    ფეხბურთელი გარდაიცვალა :loool:

    უკვე მერამდენედ :euf:

  6. საცყალი პეგბურტელი მომკვდარა სერია B და მიტომ გადადებულა პესკარა ლივორნოს თამაშზე ლივორნოს პეგბურტელი მოკვდა 25 წლის ყოპილა გული გაუსკდაააა

  7. კაროჩე,ბორიელო მიდის და მოდის: კავანი,სუარესი და იოვეტიჩისგან ერთ-ერთი!!! ნებისმიერი მათგანის მოყვანისთვის მადლიერი ვიქნები მაროტასი… გვეყოლება:მატრი,კვალი კავანი,ვუჩი და დელპო …. კავანი მირჩევნია ამათ, მაგრამ ცოტა ძვირია :juvee:

  8. ორივე ძაან მაგარი იქნება რავიცი რავიცი ეხა ვერაფერს დავიჯერებ ეხა ეგრე იციან ხომე და ბოლოს ისე არ იყოს ვიღაც კატანზაროს ფეხბურთელი არ მოიყვანონ ისევ :blin: :lool: :chuvak:

  9. ამ 80 მილიონს 20 წაამატონ თან გასაყიდი ფეხბურთელებიც ბევრია და აქედანაც შეიძლება კარგი თანხა ამოვიღოთ ან ბარტერში გამოვიყენოთ ასე მაგალითად
    აი ეს ხალხი მინდა რომ მოვიდეს
    მეკარეები: ნიკოლა ლეალი
    მცველები: ჰუმელსი ან ვერტონგენი, კოლაროვი
    ნახევარ მცველები: რობენი, ლუკას მოურა
    ტავდამსხმელები: კავანი, სუარესი, გაბიადინი
    კავანში 30 + პეპე, კვალიარელა
    სუარესი – 30
    ლუკას მოურა – 17
    რობენი 20 + ელია, მელო
    ჰუმელსი – 15
    კოლაროვი – 15
    ამას გარდა გუნდიდან უნდა გაუშვან გროსო, მანინგერი, ესტიგარიბია, ბორიელო, პადოინი
    აბა როგორი გამოვიდა ხომ კარგია მტავარია მაროტამ გაჩარხოს რობენის მაგივრად ლავეციც კარგი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.