ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კლაუდიო მარკიზიო – ლიდერის სიტყვა …

გუნდის ძალა – ბრძოლა ბოლო წამამდე ,   ცალკეული ფეხბურთელების საშემსრულებლო ოსტატობა და  კონტეს მიზანდასახულობა . ეს სამი ფაქტორი გახდა ” იუვენტუსისთვის ” გამარჯვებების მომტანი მიმდინარე სეზონში . კლაუდიო მარკიზიო სწორედ ამ თემაზე საუბრობს Sky 24 – ის ჟურნალისტთან : ” პირველივე დღიდან კონტემ საოცარი მუხტი მოიტანა გუნდში . მან დაგვიბრუნა რწმენა საკუთარ ძალებში , რამაც მოგვცა საშუალება პროგრესირება გაგვეგრძელებინა როგორც გუნდურ საკითხში ასევე ინდივიდუალურადაც . ეს ყოველივე მშვენივრად გამოჩნდა ” ლაციოსთან ” დაპირისპირებაში , სადაც ერთი შეხედვით დიდი ანგარიშით უნდა გაგვემარჯვა , მაგრამ მატჩი 1-1 -ისკენ მიდიოდა . სხვა გუნდს შესაძლოა ხელები ჩაექნია , მაგრამ არა ჩვენ . ეს ყველაფერი იმ მენტალიტეტის დამსახურებაა , რაც კონტემ შეგვძინა “ .

” განუმეორებელი გუნდია . ის მუხლჩაუხრელად მუშაობს და 100 % – ით იხარჯება , რაც კარგად ჩანს უიკ ენდზე ჩვენს მიერ ჩატარებულ მატჩებში .  შრომა დადებითათ გვიფასდება , ხოლო სურვილი მუშაობის გაგრძელებაზე შეუცვლელია ” .

რამდენიმე სიტყვა ჩემპიონებზე …

” მიუხედავად იმისა , რომ ” ლაციოსთან ” შეხვედრა ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა , მხოლოდ და მხოლოდ დელ პიეროს დარტყმის წყალობით მოვახერხეთ უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება . კონტრაქტი ? ალესანდროს დიდი ხანია ვიცნობ და მინდა გითხრათ , რომ ბედნიერნი ვართ დღევანდელი დღით . რაც შეეხება მომავალს , ორივენი ” ჩეზენასთან ” დაპირისპირებაზე ვფიქრობთ ” .

იგივე აზრებია მარკიზიოს თავშიც …

” რა თქმა უნდა სამუდამოდ მსურს ტურინში დარჩენა ,  მაგრამ დღეისათვის მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ მალე დავაბრუნოთ კლუბი ჩვეულ პოზიციაზე . სიმართლე გითხრათ , დღევანდელი გამარჯვებები უფრო მაფიქრებს , ვიდრე მომავალი ” .

დღევანდელი დღე – ბრძოლა ” მილანის ” წინააღმდეგ …

” საინტერესო დაპირისპირებაა . მათ რიგებში უამრავი ისეთი ფეხბურთელი ირიცხება , რომელთაც ძალუძთ მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე . პლიუს ამასთან როსონერი ჩემპიონთა ლიგაზე აღარ ასპარეზობს და თავისუფლად შეუძლიათ კონცენტრაციის გაკეთება უშუალოდ სერია ა-ზე . სეზონის მანძილზე არა ერთი საჭირო ქულა დავკარგეთ ეგრეთ წოდებულ საშუალო დონის კლუბებთან , რასაც განვიცდით   ბუნებრივია , თუმცა მოვახერხეთ და დავიბრუნეთ პირველი პოზიცია და ჩამორჩენის აღმოფხვრა . დღეისათვის კი მოგვიწევს იგივე ტემპში გაგრძელება როგორც სკუდეტოსთვის ბრძოლაში , ასევე იტალიის თასსზეც . ჩეზენაში გვექნება შანსი შევინარჩუნოთ პირველი პოზიცია , მაგრამ ეს დაპირისპირება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ადვილი . ბოლო მატჩებში , ” ჩეზენა ” არავისთვის იყო იოლი მეტოქე ”

ლიდერის სიტყვები …

” ასეთად თავს მხოლოდ იმიტომ ვგრძნობ , რომ ბოლო წლების მანძილზე შესაშურ გამოცდილებას ვეზიარე . ვფიქრობ კლუბმა მეც და კიელინისაც იმიტომ მოგვცა ამისი საშუალება , რომ სხვებს ვუთხრათ თუ რას ნიშნავს ატარებდე ” იუვენტუსის ” მაისურს .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
12 years ago

დათკა

აქ რაც წერია: forzajuve.g@gmail.com

Giorgi kasrashvili
12 years ago
Reply to  Dutch

და საიტის მაილზე რატომ არ იგზავნება?

Giorgi kasrashvili
12 years ago

დათკა

მაილზე მივიღე დილივერედ რეპორტი არ გაიგზავნაო :loool:
სკაიპში გადმოგიგზავნი…

Giorgi kasrashvili
12 years ago
Reply to  Dutch

დათკა სტაია ჩვენი საიის მაილზე გავაგზავნე და ეგე უნდა მექნა ხო?
პლლლლლლზ დადეთ რა… :love: :kiss:

Giorgi kasrashvili
12 years ago

მატჩი 1-1 -ისკენ მიდიოდა. სხვა გუნდს შესაძლოა ხელები ჩაექნია, მაგრამ არა ჩვენ. ეს ყველაფერი იმ მენტალიტეტის დამსახურებაა, რაც კონტემ შეგვძინა“

გეთანხმები კლაუდიო, მაგრამ დელპიერო უნდა გეხსენებია… :loool:

Giorgi kasrashvili
12 years ago

უი, სორი კლაუდიო, სტატიის გაგრძელება არ დამინახია :chuvak:
გენაცვალე აბა რა დელპიერო ყველას უნდა გიყვარდეთ გუნდში. ის თქვენი ცოცხალი მაგალითია… :kiss: :love:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x