ქრისტე აღსდგა!
ტურინის “იუვენტუსის” ქართული ფან-კლუბი ForzaJuve.Ge გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს! ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. ამ უდიდესი სასწაულის მადლი შეეწიოს თითოეული ქართველის ოჯახს. დაესწარით მრავალს, ქრისტე აღსდგა!!! აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას წინ უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, ვნების კვირა. ესაა მესიის მოვლინების აღმნიშვნელი ზეიმი, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც უფლის ნებით ქრისტეს განკაცების სახით განხორციელდა.
ჭეშმარიტად მრავალს დაესცარით !!!!!!!!!!!!!!!!!
ჭეშმარითად!!!! მრავალს დაესწარით