ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსს” არჩევანის გაკეთება მოუწევს

“იუვენტუსს” თავდამსხმელი სჭირდება. ფეხბურთელი, რომელიც სახიფათო მომენტების უმრავლესობას გოლად აქცევს, ფეხბურთელი, რომელიც დაეხმარება გუნდს, შექმნას სივრცეები შეტევის დროს, ერთი სიტყვით – უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. მისი პოვნა ძნელია, ისევე როგორც მისი ფინანსების დაზოგვით მოპოვება… ბოლო დღეებია საუბარი აქტიურად მიდის ორ ურუგვაელზე, ლუის სუარესსა და ედინსონ კავანიზე. “ლივერპულის” თავდამსხმელი სუარესი ამ ეტაპზე ინგლისში თავს შედარებით მშვიდად გრძნობს, თუმცა ევრასთან დაკავშირებული ინციდენტისა და მისი გუნდის ევროასპარეზის მიღმა დარჩენის დიდი ალბათობის გამო ფეხბურთელის ინგლისიდან წასვლის შანსი მაინც დიდია. თუ “იუვენტუსს” სუარესის გაფორმება სურს, სავარაუდოდ, სულ ცოტა 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება კავანის, აქ მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია. ფეხბურთელი “ნაპოლის” რიგებში “სამი ტენორიდან” ერთ-ერთის, ანუ ლიდერის სტატუსით სარგებლობს, ამასთან ერთად, მის გაყიდვას არც დე ლაურენტისი აპირებს, თუმცა ფეხბურთში შესაძლოა ყველაფერი ელვისებური სისწრაფით შეიცვალოს. ნეაპოლიტანური კლუბის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის ალბათობა დაახლოებით 70%-ია, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის შემთხვევაში ლავეცის, ჰამშიკსა და კავანის გუნდში დასარჩენად ნაკლები მოტივაცია ექნებათ. კავანის “იუვენტუსში” გადმოსვლის შემთხვევაში კი მას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის და ტიტულებისთვის ბრძოლის საშუალება ექნება, რაც დამატებითი მოტივაციაა. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროდან იწყება. ასე რომ, თუ “ბიანკონერის” მისი გაფორმება სურს, სულ ცოტა ამ თანხის დახარჯვა მოუწევს.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

37 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Megusta
12 years ago

ვერც სუარესი და ვერც კავანი რო ვერ გადმოიყვანონ რა გვეშველება?? :loool: :loool:

| Newsphere by AF themes.
37
0
Would love your thoughts, please comment.x