ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსს” არჩევანის გაკეთება მოუწევს

“იუვენტუსს” თავდამსხმელი სჭირდება. ფეხბურთელი, რომელიც სახიფათო მომენტების უმრავლესობას გოლად აქცევს, ფეხბურთელი, რომელიც დაეხმარება გუნდს, შექმნას სივრცეები შეტევის დროს, ერთი სიტყვით – უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. მისი პოვნა ძნელია, ისევე როგორც მისი ფინანსების დაზოგვით მოპოვება… ბოლო დღეებია საუბარი აქტიურად მიდის ორ ურუგვაელზე, ლუის სუარესსა და ედინსონ კავანიზე. “ლივერპულის” თავდამსხმელი სუარესი ამ ეტაპზე ინგლისში თავს შედარებით მშვიდად გრძნობს, თუმცა ევრასთან დაკავშირებული ინციდენტისა და მისი გუნდის ევროასპარეზის მიღმა დარჩენის დიდი ალბათობის გამო ფეხბურთელის ინგლისიდან წასვლის შანსი მაინც დიდია. თუ “იუვენტუსს” სუარესის გაფორმება სურს, სავარაუდოდ, სულ ცოტა 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება კავანის, აქ მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია. ფეხბურთელი “ნაპოლის” რიგებში “სამი ტენორიდან” ერთ-ერთის, ანუ ლიდერის სტატუსით სარგებლობს, ამასთან ერთად, მის გაყიდვას არც დე ლაურენტისი აპირებს, თუმცა ფეხბურთში შესაძლოა ყველაფერი ელვისებური სისწრაფით შეიცვალოს. ნეაპოლიტანური კლუბის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის ალბათობა დაახლოებით 70%-ია, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის შემთხვევაში ლავეცის, ჰამშიკსა და კავანის გუნდში დასარჩენად ნაკლები მოტივაცია ექნებათ. კავანის “იუვენტუსში” გადმოსვლის შემთხვევაში კი მას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის და ტიტულებისთვის ბრძოლის საშუალება ექნება, რაც დამატებითი მოტივაციაა. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროდან იწყება. ასე რომ, თუ “ბიანკონერის” მისი გაფორმება სურს, სულ ცოტა ამ თანხის დახარჯვა მოუწევს.

წყარო: TuttoJuve

37 thoughts on ““იუვენტუსს” არჩევანის გაკეთება მოუწევს

  1. აუ კავანი დაგვხატავდა ! რა ჯანდაბა უნდა ნაპოლიში წამოვიდეს ტო. აი თქვენ რომ იყოთ არ წახვიდოდით ტურინში?

  2. მაგარი სტილის ფორვარდია,იუვეს მაგრად მოუხდება. თან სერია ა ზე მორგებულია უკვე. თავითაც მაგრად თამაშობს, ჯარიმასაც ურტყავს. თან საკაიფო კლიჩკა აქვს :mrgreen:

        1. ერტ ჯარიმას ბაბუაჩემიც გაიტანს ეგრე შენ ისე თქვი თითქოს სისტემსტიური გამტანი იყოს როგორც მაგალითად ალეა ან პირლო

          1. ალე როცაა პირლო არ უტყავს, იქაც ეგრეა, ჰამშიკი ურყავს სულ..შენ მაგრად არ გევასება კავანი ხო? :mrgreen:

          2. არა რა სისულელე ვინ თქვა არ მევასებაო თუ მოვა მშვენიერი იქნება მარა მე ვფიქრობ მხოლოდ ასეტი სტილი ფორვარდი არ გვინდა აი ისეთი გვინდა რომესაც ფინტი ფაფხური თავისით მოფიქრება შეეძლება რაღაცის და მე სუარესს ამიტომ ვამჯობინებ თორე კავანი რომკარგი და ძლიერი ფორვადია მაგაენ ეგ უკვე დაამტკიცა

          3. იუვეს გამტანი ჭირდება უფრო მეტად ვიდრე შემქმნელი.100 მომენტიდან ერთს ვერ იტანენ ხოლმე და ამიტომ ჯობია კავანის ყიდვა.ჯარიმას თუ ვერ ურტყამს მაგის გულისთვის უარის თქმა სისულელეა

          4. მერე მე ვთქვი მაგის გამო უარი უნდა ვთქვათ მეთქი ტუ მოიყვანენ ძალიანაც კარგი იქნება ოღონდ შესაბამის ფასში :forza: :forza: :forza:

  3. ეგ რომ თქვა სუარესმა ვორლდსპორტის იქით სადმე წერია? დეილი ტელეგრაფს უტხარო და დეილი ტელეგრაფის ვერბ-გვერდზე ეგეთი არაფერი წერია.

  4. იუვეში სუარესის გადმოსვლის შანსები შემცირდა რადგან თქვა რომ ლივერპულში რჩება და კავანის რაც შეეხება იუვეს 60 მილიონი ფეხბურთელში არასდროს არ მიუცია და არც მიცემს უახლოეს მომავალში. ისე მე მაინც სუარესი მომწონს იუვესთვის :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza:

  5. მაროტას რო სცოდნოდა რო კრასიჩი ასე გასაშვები გაუხდებოდა აირჩევდა კავანის თავის დროზე და თან ძალიან იაფიც დაუჯდებოდა. არ ვიცი რამდენად იყიდა ნაპოლიმ ეგ ბიჭი მარა არამგონია 20 მილიონზე მეტი მიეცათ …

  6. სუარესიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!

    მარად და ყველგან ფპრცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!

    :juvee:

  7. დღევანდელ იუვეს კავანი უფრო მოუხდება.კავანი არი გაუმჯობესებული მატრი.მატრიც მშვენიერი დამსვენებელი იქნება კავანისთვის.იქ მირკო კვალი პეპე იმედია დელ პიეროც . მეტი ეხა რონალდოს მესის და რუნის არავინ მოგცემს და კავანიზე ტოპ კლასი რაღა გინდა 20 გოლს კაკ მინიმუმ დადებს შემდეგ სეზონში თან სუარესიზგან განსხვავებით იმის რისკი არაა სერია ას მოერგება თუ არა :juvee:

  8. 2ვე მაღალი დონის მოთამაშეა, სუარესი უფრო შემქმნელია მომენტის, კავანი დამსრულებელია, მემგონი ჩვენ უფრო კავანი მოგვიხდება, შემქმნელი გვკავს ბევრი, თან სუარესის ცუდი ხასიათის გამო მემგონი მაინც კავანი ჯობია.

  9. სუარესი ჩემი აზრით არ არის ის დონე რასაც იუვე ეძებს.. კავანი თვიტონ იუვეს ბალეშიკია.. ადრე აქვს ნათქვამი დელ პიეროს და იუვეს ბალეშიკი ვიყავიო.. და ეგეთი ფეხბურთელი უფრო გამოადგება იუვეს…

  10. მაროტამ თუ მოინდომა კავანის გადმოიყვანს ! აუ კავანი ძალიან მაგარია იმენა იუვესთვის არის ზედ გამოჭრილი :D

  11. სუარესის გაფორმებაში მეტი შანსი გვაქვს, მარა თუ თავად კავანიმ მოინდომა წასვა ( რაც ნაკლებად სავარაუდოა ), დე ლაურენტისი ალბათ ვეღარ დაიჭერს, თან 30 მილიონად თუ ვითრიეთ, მისაღებია :up: აბა დე ლაურენტისმა რო დაგვიხეთქა 60 მილიონი ის რა იყო :loool: რავი ჩემი აზრით კავანის გაფორმება ძააალიან გაგვიჭირდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.