ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სუარესი: ” “ლივერპულში” დარჩენა მსურს “

ლუის სუარესი ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციების საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. როგორც ჩანს, ურუგვაელ თავდამსხმელს “ლივერპულში” სურს კარიერის გაგრძელება. ფეხბურთელმა ინგლისურ Express.co.uk – თან ისაუბრა:“მსურს, კარიერა “ლივერპულში” განვაგრძო. კონტრაქტი გუნდთან კიდევ ოთხი წლით მაკავშირებს და ვიმედოვნებ, რომ მოვლენები ამის შესაბამისად წარიმართება. ევრასთან დაკავშირებული ინციდენტი ჩავლილი ამბავია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის თანადგომაა. ამ თემაზე საუბრის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ის ფაქტი უკვე წარსულს ეკუთვნის.” – აცხადებს სუარესი.

წყარო: Tuttosport

17 thoughts on “სუარესი: ” “ლივერპულში” დარჩენა მსურს “

  1. ჯიგარი ხარ სუარეს, აი ამას ჰქვია ნამდვილი ფეხბურთელობა გასაჭირში, რომ არ დატოვებ გუნდს და ვირთხასავით არ გაიქცევი ჩაძირული გემიდან. რათქმაუნდა საწყენია იუვეში რომ ვერ ვიხილავთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს, მაგრამ კაცი ღირსეულად იქცევა რაც ნამდვილად დასაფასებელია მითუმეტეს დღევანდელ “ფულბურთში”.

  2. რა ჯანდაბათ გინდათ ასეთი უზრდელი ფეხბურთელი, დელ პიერო წავიდეს და ეგ მოვიდეს, გეფიცებით ჩემი ფეხბურთის მიმართ სიყვარულს, თუ თავი არ დავანებო იუვეს გულშემატკივრობას, ჯერ კაცი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი მაგ: ბუფონი, ალექსა, ნედვედი, ზიდანი და ა.შ.

    1. ბაჯო გეთანხმები აბსოლიტურად……….. რითია სუარესი თუნდაც მატრიზე უკეთესი და თუნდაც კვალიაზე არც არაფრით………..!

  3. ორივეს თუ არა ერტერთი მაინც იყიდოს ანუ კავანი სუარესზე მაქვს საუბარი ისე კი ეს ორივე + რობენი ან ლავეცი კოლაროვი, ჰუმელსი, ლეალი და გაბიადინი მეტი არარავინ დაგვჭირდება
    შემდეგ გავუშვათ მანინგერი, მელო, მარტინესი, ამაური, კრასიჩი, ელია, ესტიგარიბია, პეპე, პადოინი, ბორიელო, კვალი მატრიდან ერთერთი.

  4. აბა რას იტყვის ახლა-არიქა და იუვეში მინდა და დავაი მიყიდეთო????

    არა რა-ეს ბიჭი აუცილებლად გვჭირდება-ახალ გუნდთან ადაპტირება არ უჭირს, დრიბლინგიორია, სწრაფი მანევრირება მისი კოზირია, გადაწყვეტილების მომენტალური მიღების ნიჭი აქვს, დამაგვირგვინებელ ფაზაშიც არაფერი დაეწუნება-მოკლედ, ესეთი ტიპის იგროკი გვინდა, ერთის კოლაროვი და რიბერი და გავარღვევთ ნებისმიერს!!

    მარად და ყველგან ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!
    :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  5. კაროჩე უნდა დაითრიონ კავანი,დესტრო,ასამოა,დედე,ლეალი,ვერატი და პოგბა.და წავლენ ალბათ კრასიჩი,ბორიელო,მელო,ამაური,იაკინტა,ელია,მანინგერი,მოტა.
    ბუფონი
    ბარძალი ბონუჩი კიელინი
    ლიხშტა(კასერესი) დე ჩელიე
    მარკიზიო ვიდალი
    პირლო

    კავანი ვუჩინიჩი

    ზამენა:სტორარი(ლეალი),ასამოა,დესტრო,კვალი,მატრი,დედე,ჯაკე,ესტი,ვერატი :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.