ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta : “იუვენტუსი” ზაფხულისთვის ემზადება

გასულ უქმეებზე La Gazzetta Dello Sport – ის რედაქტორებმა ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო გეგმების შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნეს.გთავაზობთ ბებერი ქალბატონის საზაფხულო გეგმების დეტალურ განხილვას.

1.ჯუზეპე მაროტას მთავარი პრიორიტეტი წინახაზის გაძლიერება, ანუ გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელის მოყვანაა.კანდიდატებს შორის სახელდებიან : ლუის სუარესი, გონსალო იგუაინი, ლეანდრო დამიაო, ედინ ჯეკო, ედინსონ კავანი და კარლოს ტევესი.სუარესმა გუშინ განაცხადა, რომ ნისლიანი ალბიონიდან აბარგებას არ აპირებს, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ზაფხულში.ბრაზილიელი დამიაოს ხელში ჩასაგდებად ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ლეანდრომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეაპოლურ გრანდში ძალებს სიამოვნებით მოსინჯავდა.იგუაინის ტრანსფერის გამოსყიდვა არცთუ ადვილია, რამეთუ ბლანკოსი არგენტინელის გაშვებას არ აპირებს, ედინ ჯეკო კი ფაქტია, “მანჩესტერ სიტიში” თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობს.ტევესის მომავალი გაურკვეველია, არგენტინელი ბოლო მატჩების საგრძნობლად ათამაშდა, თუმცა მისი ხასიათის შესახებ თითოეულმა თქვენთაგანმა კარგად იცის.ანტონიო კონტეს განსაკუთრებით ედინსონ კავანი ესიმპატიურება, ამავდროულად ურუგვაელიც აცხადებს, რომ ბავშვობაში ბიანკონერების გულშემატკივარი იყო.”ელ მატადორის” სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალია, მითუმეტეს, არც დე ლაურენტისი დათანხმდება გუნდის წამყვანი ფიგურის გასხვისებას ასე ადვილად.

2.მარკო ბორიელოსა და ალესანდრო დელ პიეროს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ამიტომ ჯუზეპე მაროტა აპირებს, გუნდში ახალგაზრდა ფორვარდი აუცილებლად მოიყვანოს.Gazzetta – ს ინფორმაციით, ბიანკონერები ზაფხულში გასტონ რამირესის, მატიას დესტროს ან მანუელ გაბიადინის დამატებას შეეცდებიან.

3.რაც შეეხება შუახაზს, ამ პოზიციაზე ტურინელები 1-2 ფეხბურთელს აუცილებლად დაიმატებენ, კანდიდატები : კვადვო ასამოა ( “უდინეზე” ), რაჯა ნაინგოლანი ( “კალიარი” ), მარიანო ისკო ( “კატანია” ), მარკო ვერატი ( “პესკარა”, ე.წ ვიცე – პირლო )

4.დაცვის ხაზის გაძლიერების უმთავრეს კანდიდატად ბრაზილიელი დედე რჩება, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ მაღალია.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდები მოლაპარაკებების მაგიდას სულ მალე მიუსხდებიან.კანდიდატებს შორის იმყოფებიან : დევიდე ასტორი ( “კალიარი” ), ვერტონგენი ( “აიაქსი” ), ალესანდრო ნესტა ( “მილანი” ), პელუზო ( “ატალანტა” ).

5.გარდა პირველი გუნდის გაძლიერებისა, ფეხბურთელები დაემატებიან პრიმავერასაც.მთავარ კანდიდატად “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ტალანტი, პოლ პოგბა სახელდება, რომლის შენარჩუნებასაც სერ ალექს ფერგიუსონი მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ თავად ფრანგს, ბიანკონერებში თამაშის უდიდესი სურვილი აქვს.

6.და ბოლოს, გუნდი ანტონიო კონტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.იტალიელი სპეციალისტი გაუმჯობესებული ხელშეკრულებით წელიწადში სამ მილიონ ევროს გამოიმუშავებს და აპენინებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

წყარო : La Gazzetta Dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

29 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

კავანიი….ტევესიი..დესტროო :juvee:

| Newsphere by AF themes.
29
0
Would love your thoughts, please comment.x