ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta : “იუვენტუსი” ზაფხულისთვის ემზადება

გასულ უქმეებზე La Gazzetta Dello Sport – ის რედაქტორებმა ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო გეგმების შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნეს.გთავაზობთ ბებერი ქალბატონის საზაფხულო გეგმების დეტალურ განხილვას.

1.ჯუზეპე მაროტას მთავარი პრიორიტეტი წინახაზის გაძლიერება, ანუ გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელის მოყვანაა.კანდიდატებს შორის სახელდებიან : ლუის სუარესი, გონსალო იგუაინი, ლეანდრო დამიაო, ედინ ჯეკო, ედინსონ კავანი და კარლოს ტევესი.სუარესმა გუშინ განაცხადა, რომ ნისლიანი ალბიონიდან აბარგებას არ აპირებს, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ზაფხულში.ბრაზილიელი დამიაოს ხელში ჩასაგდებად ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ლეანდრომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეაპოლურ გრანდში ძალებს სიამოვნებით მოსინჯავდა.იგუაინის ტრანსფერის გამოსყიდვა არცთუ ადვილია, რამეთუ ბლანკოსი არგენტინელის გაშვებას არ აპირებს, ედინ ჯეკო კი ფაქტია, “მანჩესტერ სიტიში” თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობს.ტევესის მომავალი გაურკვეველია, არგენტინელი ბოლო მატჩების საგრძნობლად ათამაშდა, თუმცა მისი ხასიათის შესახებ თითოეულმა თქვენთაგანმა კარგად იცის.ანტონიო კონტეს განსაკუთრებით ედინსონ კავანი ესიმპატიურება, ამავდროულად ურუგვაელიც აცხადებს, რომ ბავშვობაში ბიანკონერების გულშემატკივარი იყო.”ელ მატადორის” სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალია, მითუმეტეს, არც დე ლაურენტისი დათანხმდება გუნდის წამყვანი ფიგურის გასხვისებას ასე ადვილად.

2.მარკო ბორიელოსა და ალესანდრო დელ პიეროს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ამიტომ ჯუზეპე მაროტა აპირებს, გუნდში ახალგაზრდა ფორვარდი აუცილებლად მოიყვანოს.Gazzetta – ს ინფორმაციით, ბიანკონერები ზაფხულში გასტონ რამირესის, მატიას დესტროს ან მანუელ გაბიადინის დამატებას შეეცდებიან.

3.რაც შეეხება შუახაზს, ამ პოზიციაზე ტურინელები 1-2 ფეხბურთელს აუცილებლად დაიმატებენ, კანდიდატები : კვადვო ასამოა ( “უდინეზე” ), რაჯა ნაინგოლანი ( “კალიარი” ), მარიანო ისკო ( “კატანია” ), მარკო ვერატი ( “პესკარა”, ე.წ ვიცე – პირლო )

4.დაცვის ხაზის გაძლიერების უმთავრეს კანდიდატად ბრაზილიელი დედე რჩება, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ მაღალია.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდები მოლაპარაკებების მაგიდას სულ მალე მიუსხდებიან.კანდიდატებს შორის იმყოფებიან : დევიდე ასტორი ( “კალიარი” ), ვერტონგენი ( “აიაქსი” ), ალესანდრო ნესტა ( “მილანი” ), პელუზო ( “ატალანტა” ).

5.გარდა პირველი გუნდის გაძლიერებისა, ფეხბურთელები დაემატებიან პრიმავერასაც.მთავარ კანდიდატად “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ტალანტი, პოლ პოგბა სახელდება, რომლის შენარჩუნებასაც სერ ალექს ფერგიუსონი მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ თავად ფრანგს, ბიანკონერებში თამაშის უდიდესი სურვილი აქვს.

6.და ბოლოს, გუნდი ანტონიო კონტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.იტალიელი სპეციალისტი გაუმჯობესებული ხელშეკრულებით წელიწადში სამ მილიონ ევროს გამოიმუშავებს და აპენინებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

წყარო : La Gazzetta Dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

29 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio markoza
12 years ago

კავანი,ვერტონგენი,გასტონ რამირესი..აუ რა მაგარი იქნება….ვერტონგენი ძალიან მაგარი მცველია..

12 years ago

კომენტარებში თქვეს, რომ ის ლიგა თუ ვერ მოიგებს წამოვაო, იმას არ უნდა თავის გუნდში დარჩენა, მაგრამ მაინც წამოვაო, ესეთი ფეხბურთელი იუვეს არ სჭირდება, იუვეს ნამდვილი იუვენტინო და მონდომებული ფეხბურთელი სჭირდება, ვინც ზუსტად აყვბა კონტეს რიტმს

12 years ago
Reply to 

:forza: :juvee: :forza: :juvee:

valeri oqropilashvili
12 years ago

kavani davitriot ra uechveliiii

seba
12 years ago

იმობილეს აღარც ახსენებენ. მაროტა სად გაქვს თვალები?!

Nikusha Mindiashvili
12 years ago

აუ ჰალკს რატო არ აქცევენ ყურადგებას :mad: :mad: :mad:

delpieronedved
12 years ago

ასე ამბობენ და საქმე საქმეზე რომ მივა იყიდიან ვიღაცა უცნობს :lool: :lool: :lool: :mad: :mad: :mad:

Vaxooo
12 years ago

კავანი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ დე ლაურენტისი სანამ ცოცხალია იუვეში არ გამოუშვებს!
სუარესს დარჩენა უნდა და ვნახოთ რა იქნება. იმედია “ტირიბოკის” და მსგავს ფორვარდებს არ მოიყვანენ :lool:

sandro ediberidze
12 years ago

ტევესსზე კარგი ვარიანტი არ არსებობს კავანის მაინც არ მჯერა ისე როგორც ტევესის

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ ესენი თუ ძვირია ძვირია გაიძახეს ბოლონიების კალიარებისა და კიევოს ფეხბურთელებით გამოგვტენიან ტო

lasha naxucrishvili
12 years ago

კავანი მაგარია მაგრამ ძაან ძვირი ღირს როგორც მე ვიცი და საერთოდ ნაპოლის პრეზიდენტს მგონი არც უნდა მაგის გაშვება.

snuff-juve
12 years ago

კავანი კაი იქნებოდა აი ვერატი მაინტერესებს მაგრად ნეტა გადმოიყვანონ რას იზამს;))ვაბშე მე ჰუმელსი მინდა დაითრიონ ამ ზაფხულში და ლავეცი :love:

gio bgjhgjhg
12 years ago

აუუუ კავანი როგორ მინდააა, ვოცნებობ იმენა

Lasha chachava
12 years ago

ბენზემა მოვიდეს ლავეცი და სუარესი და ვინმე ისეთი პეპეს მხარეს რო არ გაააკარონ 5 წუთიც კი თამაშს

mishka berianidze
12 years ago
Reply to  Lasha chachava

პეპეს მხარეს ასეთად მე რობენი მიმაცნია მაგრამ ზალიან დიდი შრომის ფასად დაგვიჯდება მისი გაფორმება წელს თუ ლიგა ვერ მოიგო შეიძლება გუნდიდან წამოვიდეს ეს კი ჩვენი შანსი იქნება.

Del Piero 10+
12 years ago

იმედია ეგრე იქნება და აგვისტოს ბოლოს ყველა კმაყოფილი ვიქნებით ….. ეგ აგუერო :love:

ilo razmadze
12 years ago

მაგალი კლასისო და ცჰ დედე და კავანი იტრიონ კაცო და საკმარისია
ეზენა კატანი ატლანტას ცერე იკ მაგალი კლასის ვერავის ვხედავ:))))) დედე და ცავანი იტრიონ და საკმარისია :)

valeri elisabedashvili
12 years ago

:juventus: მალე მოვიდეს სატრანსფერო ფორთოჩკა რააა :givi: :lool:

giorgi-10
12 years ago

დღეს რომ 1–ზე ვართ ამაში უჩინიჩის “წვალების” მნიშვნელოვანი როლი ასე რომ უჩინიჩი უნდა დარჩეს ჩემი აზრით. და მე პირადად მაგრად მინდა კავანის ხილვა იუვეში ნეტავ! :forza:

irakla1001 horbenadze
12 years ago
Reply to  giorgi-10

მე იმას კი არ ვამბო რო ეგ ფეხბურთელები გავაგდოთ მეთქი უბრალოდ ზამენაზე დაჯდება რადგან იუვეს ზამენის დონიაა მე ასე ვთვლი რა, მაგას მარცხნივ ჩემი აზრით სებაც აჯოებს, ზამენაზე დაჯდება ვუჩინიჩი მატრი კვალი და პეპე და მოჟნა ძაან ღრმა ზამენაში ჯოკერინი (დელ პიერო არ ვიცი რა გადაწყდება)და უნდა მოვიყვანოთ 3 ძლიერი შემტევი 4-3-3 წყობისთვის ისე კი თუ 3-5-2 გადაერთვება დრო და დრო კნტე იქაც გაუადვილდება ეგრე ფეხბურთელების არჩევა თავდასხმაში….

kaxa dvali
12 years ago

ბიჭებო ხოარ იცით იმობილეს ამბავი როგორააა?

valeri elisabedashvili
12 years ago

კავანი დედე მომწონს )) ისე წინ კაი იქნება კავანი სუარესი :P

McCa1N
12 years ago

ნაინგოლანი კარგი ვარიანტია, კავანი არარეალურად მეჩვენება, უფრო ტევესს მგონია რომ დაითრევენ ფასისა და სიტუაციდან გამომდინარე … ცენტრალური მცველად პეპეზე უკეთეს ვარიანტს ვერ ვხედევ … ჩვენი აქილევსის ქუსლი მარცხენა ფლანგია, ერთი ცაცია ლიხშტაინერი უნდა გვიპოვოს რა მაროტამ ))))))))))))) მე ბელჰაჯი მინდა მარა ვინ მისმენს )))))))))))))))

irakla1001 horbenadze
12 years ago

მე ვთვლი რომ თავდასმაში სამივე ფეხბურთელი გამოსაცვლელია ვგულისხმო პეპეს(მარჯვნივ) ვუჩინიჩის(მარცხნივ) და ცენტრშიც მაგარია ვინმე საყიდი ტიპა კავანი თუნდაც და მერე გავძლიეროთ სხვა რგოლები :juvee: :juvee:

juventus28
12 years ago

კავანი, ვერტოგენი, ვერატი, კოლაროვი :forza: :forza: :forza: :forza:

irakla1001 horbenadze
12 years ago

ისე კონტე როგორც მოვიდა თქვა რომ მე სანჩესი მინდაო. და წარმოიდგინეთ ახლა გუნდში კავანი და სანჩესი ერთად რო გვავდეს…ეს ოცნებებიისე კი..დავიწყებ 3) მემინდა მოვიდეს ვერატი ანუ ვიცე პირლო ძაან კარგი ბიჭია…4) აქ მათაც შეარჩევენ კაი ვინმეს ისე კი ცემი აზრით მარცხენ მცველია საჭირო..2) გაბიადინი ან დესტრო კარგი იქნება რამირესი ძვირი დააფასეს.6) პოგბა პრიმავერაში არ წამოვა ეგ მანჩესტერში იმიტომ არ ჩერდება რო მთაფარ გუნდში არ ათამაშებენ და ჩვენ პრიმავერაში მოვა? :forza:

mishka berianidze
12 years ago

აქ ჩემი ვერსია ასეთია
ანუ ეს ფეხბურთელები მინდა რომ დავიმატოთ
მცველები: ვერტონგენი, დედე
ნახევარ მცველები: ნაინგოლანი
თავდამსხმელები: კავანი
ისე კი ამ სიას კიდევ 2-3 კაცს დავამატებ და მეტი მართლა აღარ გვინდა არავინ
ლავეცი ან რობენი, კოლაროვი, მატიას სუარესი.

12 years ago

კავანი (დამიაო) რამირესი (დესტრო) ნაინგოლანი და ვერატი. დედე (ვერტონგენი) ან ორივე

| Newsphere by AF themes.
29
0
Would love your thoughts, please comment.x