დელ პიერო: ” … სახლიდან მივდივარ “
ალესანდრო დელ პიერომ გამოცემა “ვანიტა ფეარს” ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა. “ბებერი ქალბატონის” კაპიტანი თავის წარსულსა და მომავალზე საუბრობს…
” ადრე მრცხვენოდა ჩემი პროფესიის, ჩემი ოცნებების, საბოლოოდ კი ფეხბურთელობა ნამდვილი პროფესია აღმოჩნდა. ამიტომაც ადრე მამაჩემის მსგავსად ელექტრიკოსობა, სატვირთო მანქანის მძღოლობა ან მზარეულობა მინდოდა. ახლა ერთ რამეს ვხვდები, ჩემი კარიერა ჯერ არ დასრულებულა. როცა ეს წამი დადგება, ამის შესახებ პირველი მე ვიტყვი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემში ჯერაც ანთია ცეცხლი. ”
” უდიდესი მწუხარება? ეს ალბათ მამაჩემის სიკვდილია. მხოლოდ ამის შემდეგ ხვდები, რომ შეგეძლო უფრო ხშირად გეთქვა მისთვის “მიყვარხარ”. ისე კი, ჩვენი ოჯახი არც ისე ღარიბი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფულის დაზოგვა გვიწევდა. ეს თვისება დღემდე გამომყვა. ”
” კარიერის “იუვენტუსში” დასრულებაზე ვოცნებობდი. ეს ოცი წელი საოცრად დატვირთული იყო ემოციებით, მძიმე და ბედნიერი წამებით. ახალი რეკორდების მიჯნაზე ყოველთვის დიდ წნეხს ვგრძნობდი. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, სხვა მდგომარეობაში აღმოვჩნდი, პირველად შევხედე თამაშს სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ფეხბურთელის პოზიციიდან, რომელსაც იშვიათად ეძლევა თამაშის საშუალება ანაც საერთოდ ბურთის გარეშეა. არა, იმას სულაც არ ვამბობ, რომ გუნდში რაიმე გამონაკლისი უნდა არსებობდეს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ მოედანზე ჩემს ნაცვლად სხვა არის, ე.ი ჩემზე დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამასთან, მიუხედავად ყველაფრისა სათამაშო დროისათვის ბრძოლა არასოდეს შემიწყვეტია. ”
” რაც შეეხება ანიელის განცხადებას, ამან ძალიან გამაკვირვა. თუმცა კაპიტანმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ვინ არის და რა ვალდებულებები აქვს. ახლა გუნდი “სკუდეტოსა” და იტალიის თასის მოგებისთვის იბრძვის და მოდით, ამ თემაზე პოლემიკას ნუ გავმართავთ. მით უმეტეს, რომ მთელი ჩემი კარიერა სწორედ ამგვარი დებატების გარეშე გავლიე. 30 რიცხვში კონტრაქტი მიმთავრდება, ჩემი მომავალი ჯერ არ წარმომიდგენია. ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება ეს კი მაშინებს, მე ხომ სახლიდან წასვლა მომიწევს. ”
” მოროზინი? ასეთი სიკვდილი ჩემში შიშს ნერგავს. ყველაფერს პიერმარიოს პირადი ცხოვრებაც ემატება, ეს იმაზე გვაფიქრებს, თუ რამხელა უბედურება შეიძლება ჩვენს ირგვლივ ტრიალებდეს. პირადად მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ მეგობრები მას კარგ ახალგაზრდად ახასიათებენ, რომელიც ყველა სირთულის გადალახვას ფეხბურთის მეშვეობით ახერხებდა. სპორტის ამ სახეობას მხოლოდ ბედნიერება უნდა მოჰქონდეს. ”
1 წელიწადი უნდა მეტი ხო არა და რა გახდა ასეთი.. 1 წელი ტრამვიან და ნაგავ ფეხბურთელებს აჩერებენ და დელპიერო რა გახდა ასეთი პრობლემა… იმედია ანიელიმ მარკეტინგზე გატვალა და არც აპირებს გაშვებას თორე მაგრა ტეხავს.. და უბრალოდ არ შეიძლება კლუბის ყველა დროის საუკეტესო ფეხბურტელის ასე გაგდება..
ისე კონტემაც უნდა თქვასე ერთი – ორი სიტყვა, თუ კონტე იტყვის რო უნდა დარჩესო დატოვებენ
მარა ამას სასტავში თამაში უნდა და ეტყობა მაგის გამო უშვებენ
ისე 38 წლის კაცი რაცარუნდა დელპიერო იყო სასატვს მაინც არუნდა ითხოვდეს
NEDVEDA11..
შეგეხმიანე
არ უნდა წავიდეს
“რაც შეეხება ანიელის განცხადებას, ამან ძალიან გამაკვირვა”
რა განცხადებაზე ამბობს?
სანამ სეზონი დაიწყებოდა ტქვა რომ ალექსა დატოვებს გუნდსო…
ეგ კი ვიცი მეთქი კიდე რამე ახალი განცხადება ხო არ გააკეთათქო
მინდა რო ლიგაზე ითამაშოს და მოიგოს მომავალ წელს!
რაც რა თქმა უნდა ურთულესი იქნება! დატოვეთ ალე
პ.ს.
1Juve შემეხმიანე დღეს
აუ ეს ანიელი ვინ ყოფილა ფუუ
უნდა დარჩეს !!! ყველა ვარიანტში…
დღეს დელ პიეროს 1 მილიონი აქ ხელფასი წელიწადში…ფინანსების დაზოგვა არაფერს შუაშია აქ…უბრალოდ კვერცხები არიან და ვსიო
ალექამ თქვა უფასოდაც ვითამშებო მაგრამ
ამ სტატის მერე იუვეს ხელმძღვანელებზე ცენზურა უნდა დაუშვათ სხვანაირად არ გამოვა : )
ოჰ ტქვენი
აუ კინაგამ ვიტირე იმენა.

მგონია დატოვებენ. ჯერ ნუ შეაგინებთ ანიელის, წლის ბოლოსთვის შემოინახეთ:) დელპიერო რომ გუნდიდან ასე უბრალოდ გაუშვან ამდენი წლის მერე…..იუვეს ულტრასები არ დაუშვებენ მაგას. არამგონია გუნდიდან წავიდეს,მითუმეტეს ასე გულდაწყვეტილი.
მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ გავიგო მენეჯმენტის მოტივაცია (მაქსიმალურად ოპტიმიზაცია გაუკეთონ ფინანსურ რესურსებს, არ უნდათ სკამზე მჯდომ ფეხბურთელს უხადონ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელფასი) არსებობენ ფეხბურთში და არა მარტო იქ გამონაკლისები რომლებიც არცერთ ფინანსურ თუ სხვა პოლიტიკაში არ ჯდებიან და არც უნდა ჩაჯდნენ.
გენიალურო დელ პიერო
როგორც ადამიანი გარდაიცვლება და გგონია რომ ის მაინც ისევ იქ არის სადაც ხშირად იყო ზუსტად ესეთი წარმოდგენა დამრჩება ალექსზე მე მეგონა დელპიეროს ფეხბურთელებთან შედარებით უფრო მეტი პრივილეგიები ჰქონდა :|

რაც შეეხება ანიელის განცხადებას, ამან ძალიან გამაკვირვა. თუმცა კაპიტანმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ვინ არის და რა ვალდებულებები აქვს,,,,,ეჰ ერთი წელი ჯაკერინის და ეგეთებისთვის ხელფასის გადახდას ეგ გააჩერეთ

მე
ეჰ მოვიწყენ უშენოდ რო ვუყორებ იუვეს ტამაშებს
ამათი საკადრო პოლიტიკა შევარცხვინე მე რა,ბორიელო მოათრიო გუნდში და დელპიერო არ ათამაშო,სტატისტიკა მაინც ნახონ ამ ჩემისებმა,10 თამაშში ბორიელოს 0 გოლი და 2 კარში დარტყმა ალბათ
ეხლა ვიტირებ …
დიდი ფეხბურთელის გარდა დიდი ადამიანიცაა
სადაც ბორიელო ყავთ ესეც რო დატოვონ 1 წელი რა დაშავდება რაა
