ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეტრალიტო: “რობენის “ბაიერნიდან” წასვლა რეალურია”

ფიფას აგენტი, ჯაკომო პეტრალიტო, რომელიც გერმანული სატრანსფერო ბაზრის ექსპერტად ითვლება, Calciomercato – ს გაესაუბრა და არიენ რობენის ტრანსფერთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განცხადებაც გააკეთა…

ბოლო დღეებში რობენის “იუვენტუსში” გადასვლასთან დაკავშირებით სერიოზული საუბრები მიდის. რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი?

იმის გათვალისწინებით, რომ არიენ რობენის მიერ მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტის გახანრძლივებაზე უარის თქმის შესაძლებლობა არსებობს, მისი გერმანიიდან წასვლის შანსებიც არც თუ ისე ცოტაა, მითუმეტეს, რომ ფეხბურთელს ხელშეკრულება 2013 წელს უმთავრდება და თუ სეზონის ბოლომდე ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა, დიდი შანსია, “ბაიერნმა” რობენი გაყიდოს. რა თქმა უნდა, “იუვენტუსი” მისი გაფმორმებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იქნება, მაგრამ რობენის საკუთარ რიგებში ხილვა ბევრ გუნდს სურს. ასე რომ, კონკურენცია დიდი იქნება.

თქვენი აზრით, გააფორმებს რობენი ახალ კონტრაქტს “ბაიერნთან”?

სათქმელად ძალიან რთულია, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ახალი ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ დადებულა. თუ ამის რაიმე მიზეზი არსებობს, ის უნდა მოძებნოთ და გამოიყენოთ.

წყარო: TuttoJuve

26 thoughts on “პეტრალიტო: “რობენის “ბაიერნიდან” წასვლა რეალურია”

  1. ფლანგზე მართლა ძაან მაგარი ფეხბურთელია.. მაგრამ ტრავმები მართლა საშიშიაა.. იყიდონ და ნახევარი სეზონი ლაზარეთში იწვეს და ნახევარი ფორმაში შედიოდეს არც ესაა კარგი.. და ვნახოთ რა იქნება.. იმედია აეწყობა.. და ამ გარემარბებს რო მიახტნენ ჯერ წესიერი შემსრულებელი ფორვარდი ეყიდათ.. სუარესი კარგია უბრალოდ ურუგვაელი უფრო შემქმნელია და შემსრულებლად მე პირადად ტორესი და იგუანი მირჩევნია ზოგადად ტორესი უფრო მაგრამ იგუაინი 4-5 წლიტ უფრო ახალგაზრდაა და აშკარად უფრო პერსპექტიულიც და 3 დან 2 მომენტს იყენებს ფაქტობრივად.. იმედია რამე იქნება და კიდევ ძველებურად პატარა ვიტომ ტრანსფერებით და ფულის ზოგვით არ გაძვრება მაროტა და ანიელი და რაგაცას მნიშვნელოვანს გააკეთებენ.. ამ ზაპხულის ტრანსფერებმა მაინც მაგრა გაუმართლეს საერთოდ რო არ ელოდნენ ისე… ნუ პირლო იყო და არი და ვიდალიც შეეჩვია იტალიას და ესტიგარიბიამაც და ჯაკერინიმაც 7 მეტრიან კარებს ვერ გაუსწორეს ჯერ ბურთი :D :D :D იმედია ყველაფერი კარგად იქნება :) Forza Juve :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

    1. არ შეიძლება რა ესე ძმაო, სატრანსფერო პოლიტიკას რას ერჩი, გუნდი გუნდს დაემსგავსა ცენტრი ჩამოყალიბდა და გუნდის ხერხემალი იქმნება სწორად, ფული დაიზოგა და 6 ტურია დარჩენილი და 1 ადგილზე ვართ, მეტი კაი შედეგი რა გინდა, ან ვითომ ტრანსფერი იყო პირლო, ვუჩინიჩი, ვიდალი, ლიხტშტაინერი, კასერესი, ჯაკერინი, ესტიგარიბია. ელიამ არ გაგვიმართლა მარტო, ნუ ჯერ-ჯერობით, არა მგონია გაუშვან ელია. რომელი ჯობია, და მაღალი დონის ვარსკვლავებიც კიდე სამომავალსეზონოდ იქნება, არ მიყვარს დაუფასებლობა, გუნდი გუნდს აღარ გავდა და დაამსგავსეს და კიდე უმადურობა ტო?

  2. ვააჰ, ძალიან საინტერესო სიტუაციაა..რობენის დონის ფეხბურთელი ზედგამოჭრილია ჩვენთვის, მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია პირადად ჩემთვის, ნუ მესის და რონალდოს გარემარბებად არ ვთვლი

  3. NEDVEDA11..

    თან თუ რიბერი ვახსენეთ, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიბერისთან შედარებით რობენი გაცილებით შეზღუდული სათამაშო არეალის მქონე ფეხბურთელია, არ მინდა ვთქვა სწორხაზოვანიათქო, მარა რასაც ვამბობ იმედია სწორად გამიგებთ

    მე ასე ვფიქრობ

    ოღონდ იმას არ ვამბობ რობენი არ მინდათქო :mrgreen: მევასება რობენიც, მარა ამის ტრავმიანობა მაშინებს

    1. მეც ეგ მაშინებს (ტრავმიანობა)
      და ისე დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად სუარესი მინდა :oldman:

  4. თუ ლიგა ვერ მოიგეს აუცილებლად წავა რობენი თუ გაახანგრძლივა კონტრაქტი მატრო ეერთი მიზეზით რომ ფასი აიწიოს

  5. შუშის ფეხები აქვს. ისე რა თქმა უნდა კლასნია.
    გადამწყვეთ თამაშებზე იცის კიდე შებოჭვა.

    მე პირადად რიბერი უფრო გამისწორდებოდა.
    + სუარესი

  6. ეს ტუ მოვიდა იფ იფ იფ… მირკო და არიენი ფლანგებს აიკლებს რაა :forza: რობენს ტუ კაი თავდამსხმელი დაემატა :achuu:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.