ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დამიაო ტრანსფერთან ახლოსაა

22 წლის ლეანდრო დამიაო მომავალი სეზონიდან “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “ტუტოიუვეს” ბრაზილიელ ფორვარდთან დაახლოებული პირი ესაუბრა: ” დიახ, დამიაო ივნისიდან მართლაც “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. ბრაზილიაში ამას ყველა ადასტურებს, ასე რომ, ერთადერთი რაც დარჩა ოფიციალური გაფორმებაა. ” -აღსანიშნავია, რომ დამიაომ კარიერაში ჩატარებულ 86 ოფიციალურ მატჩში 58 გოლი გაიტანა და ბრაზილიური “სერია ა” -ს ბომბარდირის სტატუსიც არაერთხელ მოირგო. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 47 მატჩში 34 -ჯერ აიღო მეტოქეთა კარი და ცხრაჯერაც საგოლე გადაცემა მიითვალა. ამასთან სტატისტიკის მიხედვით, ლეანდროს ყოველი მესამე დარტყმა გოლით მთავრდება. ახალგაზრდა ვარსკვლავს უკვე ნაკრების ღირსების დაცვის საშუალებაც მიეცა და ბრაზილიის მაისურით ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ ხუთ შეხვედრაში მის ანგარიშზე ერთი გოლია. შეგახსენებთ, მის სახელს უკვე რამდენიმე თვეა “ბიანკონერის” უკავშირებენ.

წყარო: tuttojuve

87 thoughts on “დამიაო ტრანსფერთან ახლოსაა

  1. ასეთები არის უამრავი ბრაზილიაში, მეტალურგში რო იყო ვიღაცა ხო გახსოვთ, იმას ამაზე ბევრად ნაკლები კი არააქ შეგდებული ბრაზილიაში ან ამაზე ცუდ გუნდში კი არ თამაშობს
    ბრაზილიელი ვარსკვლავი მითხარით რომელიც მსოფლიო ფეხბურთსი რამეს წარმოადგენს და მერე ვილაპარაკოთ ამაზე, ბრაზლიაში აღარ მოდის ის თაობა რაც 10 წლის წინ იყო

  2. მე მაინც ჭორი მგონია ეს 30 მილიონს ამომავალ და პერსპეტიულ ახალგაზრდაში მაროტა არ გადაიხდის და თვითონ მაროტამაც ტქვა რო ჩვენ გვჭირდება უკვე შემდგარი ფეხბურთელი და გამოცდილი ევროტურნირებზე ნატამაშები :forza: და არც კონტეს ევასება დიდად ბრაზლიელები :givi:

  3. ვუჩინიჩის ვიდეო რატო დევს მთავარ გვერდზე? :lool: :lool: რა დამსახურება აქვს ნეტა? ვიდეო კი არა სურათი არ უნდა იდოს

  4. მე მომწონს და თქვენი არ ვიცი. არ ვარ წინააღმდეგი მე ამის ტრანსფერზე. თან ძვირიც არ უნდა იყოს :forza:

  5. კარგით რა ხალხო რა მოგეწონათ ან ამის სტატისტიკაში და ან ამის ვიდეოში,? YOUთUBE-ზე ნებისმიერ ფეხბურტელზე ნახავთ ლამაზ ვიდეოს.
    სტატისაში რაც სწერია ეგ მონაცემებიც არასწორია
    ბომბარდირი არასოდეს გამხდარა

  6. ამას მაინც სუარესი მირჩევნია.კავანი და ლავეციზე ხო ზედმეტია ლაპარაკი.ჩემი აზრით ესეც უნდა იყიდონ და კიდე ვინმე ვარსკვლავია

    1. გეგონა არა არის კიდეც მარა სათანადოდ ვერ იყენებენ და აფასებენ, სადაც დელპიეროს არ აფასაბენ ელია რა გასაკვირია :blin: :blin: :blin:

  7. ნეიმარიო რო ამბობთ ნეიმარს ნათქვამი აქვს რო სერია ა არ ხიბლავს და კარიერას ან პრემიერ ლიგაში ანაც სერია ა ში გააგრძელებს თან 30 მილიონად ნეიმარს არავინ მოგცემს წინა წელს სანტოსმა ჩელსის 45 მილიონი უარყო

  8. არც ისეთი გადასარევი სტატისტიკაა ასეთი ამბავი რომ ატეხეთ
    ბრაზილიის სერია A-ს ბომბარდირი არასოდეს ყოფილა, ეგ ტყუილი წერია, სულ 21 გოლი აქვს გატანილი 3 წელიწადში და ეგ არის მაგარი სტატისტიკა? თან ბრაზილიის ჩემპიონატში?
    გოლები ძირითადად რაგაც ტურნირზე გააქვს, რომელიც კაცმა არ იცის საქართველოს თასის გათამაშებაზე ძლიერია თუ არა
    და სულ 104 თამაშში 64 გოლი აქვს გატანილი
    ღმერთმა ქნას მაგარი გამოდგეს მაგრამ 22 წლის არის და ჯერ ვარსკვლავობის არაფერი ეტყობა

  9. ვერ ვიტყვი რომ ამას გადასარევად “ვიცნობ” მაგრამ გუშინ რონალდოს ინტერვიუ წავიკითხე სადაც ამბობდა რომ ყველაზე მეტად დამიაო მგავსო და ალბათ მართლაც კარგი ბიჭია და იმედია გაისად იუვეში ვიხილავთ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.