ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯეკო გამოირიცხა / ვერატი ახლოსაა …

მიუხედავად იმისა , რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დროა , იტალიურ პრესაში მთავარ თემად , სწორედაც რომ გუნდების სავარაუდო საკადრო ცვლილებებია . უპირველეს ყოვლისა , საქმე ბებერ ქალბატონს და მის წინა ხაზს ეხება . ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მთავარ სალაპარაკო თემად ედინ ჯეკო გახდა , რომელიც არცთუ ისე კომფორტულად გრძნობს თავს მანჩესტერ სიტიში . მასმედიის წარმომადგენლების აზრით , სწორედ ბოსნიელი ფორვარდი გააძლიერებდა კონტეს გუნდს , მაგრამ მისმა აგენტმა ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა : ” ჯეკო ინგლისში თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და არ სურს ატმოსფეროს შეცვლა . ” იუვენტუსი ” ?  მინდა გითხრათ , რომ ჩემი კლიენტი არ არის დაინტერესებული ამ კლუბით და შესაბამისად კარიერას სწორედ ” მანჩესტერ სიტიში ” გააგრძელებს ” .

აქვე ინფორმაცია მარკო ვერატის თაობაზე . როგორც ჩანს მოლაპარაკებები ” პესკარასთან ” ბოლო ფაზაში შევიდა . ჯუზეპე მაროტა მაქსიმალურად ცდილობს ნიჭიერი ფეხბურთელის გაფორმებას , რომელზეც უკვე გამოაცხადეს ნადირობა მილანურმა და რომაულმა კლუბებმა , მაგრამ თავად ვერატის სურვილის გათვალისწინებით , ” იუვენტუსი ” ფავორიტია ამ ბრძოლაში . სავარაუდო სატრანსფერო თანხად 4  მილიონი  ევრო სახელდება .

წყარო : tuttojuve

22 thoughts on “ჯეკო გამოირიცხა / ვერატი ახლოსაა …

  1. რავიცი, ჯეგო ვოლფსბურგში კაი გამტანი ფორვარდი იყო, მისწრება იქნებოდა ეგეთი გუნდებისთვის, მარა გრანდისთვის, თან იტალიაში, თან იუვეში, არა მგონია გამოდგეს, იყოს სადაც არი…

  2. ვერატი კარგია რო მოდის ჩვენთან, მარონეს და ვერატის დუეტი მაინტერესებს მაგრად :up: ძმები აპელტები რო გადმოვიდა სად არიან ხომ არ იცით?

  3. ვერატი მომწონს მთავარი რომ ბიჭს უდა ივეში გადმოსვლა ესეიგი ნამდვილი იუვენტინოა თუ მილანელებს და რომაელებს უარრს ეუბნება აი სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე უნდა ვიჩალიჩოტ და არ ჯორკოს ნაირებზე უკვე მეორეჯერ გვითხრა უარი სირცხვლილია რატო თხოვეს მეორეჯერ გადმოსვლა თუ ერთხელ თქვა უარი ვსიო იქ იუვემ უნდა დაამთავროს ასეთი დიდი კლუბი სახვეწარი არ არის,, აი თუნდაც ვიდალი ავიღოთ ეტყობა რო იუვენტინოა კაცმა მილანს და ბავარიას უთხრა უარი არადა ისინი ლიგაზე თამაშობენ მარა იმან იუვე არჩია და აი ეს არის ბიანკონეროს სული აქვს რა :forza: :forza: :forza: :forza: :juventus:

          1. ბრმა მაროტა 30 მილიონ არ გადაიხდის ხო იცი კავანიში თორე დაგვხატავდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.