ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია
ანტონიო კონტემ დღეს “რომასთან” დაპირისპირების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩემპიონობისათვის ბრძოლა ფოლო ფაზაშია და ყველა ქულას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომაც, “ბიანკონერები” ხვალ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ…
” რთული მატჩი იქნება. ვიცით, რომ ვუპირისპირდებით კარგ ფორმაში მყოფ გუნდს, რომელსაც ახლა ნებისმიერი კლუბისათვის შეუძლია პრობლემების შექმნა. ამასთან ერთად, თავადაც ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია და რა ფორმაში ვართ, სწორედ ამ ცოდნით გავდივართ მოედანზე. ”
” არა მგონია, ენრიკე ოდესმე მაინც დამდგარიყო გუნდიდან გაშვების საფრთხის წინაშე, რადგან ხელმძღვანელობას მისი მხარდაჭერა არასოდეს შეუწყვეტია. ეს სწორედ მისი დამსახურებაა, გუნდს და მთლიანად გარემოცვას ახალი სული შთაბერა. მისდამი უდიდესი პატივისცემა მაქვს. ”
” მოროზინის გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომელმაც ყველა დაამწუხრა. ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი უბედურებები აღარ დატრიალდება, განსაკუთრებით, ამ ასაკში. შეძრულები ვართ და პიერმარიოს ოჯახს ვუსამძიმრებთ. ”
” ჩემპიონატის ბოლო ფაზაში შევაბიჯეთ და ფაქტი, რომ აქამდე ვინარჩუნებთ იტალიის თასზე და “სერია ა” -ში წარმატების მიღწევის შანსს, სიამაყით გვავსებს. ბოლო წამამდე შესაძლებლობათა მაქსიმუმს გავიღებთ და იმედია, ეს საბოლოო გამარჯვებას მოგვიტანს. ”
” კუალიარელა? ბარძაყთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ჯერ არც კი ვიცით შეძლებს თუ არა თამაშს. არც ისაა გამორიცხული, სახლში მოუწიოს დარჩენამ. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
რომას იუვესთან რო არ ქონდეს თამაში უფრო დიდი შანსი ექნებოდა მესამე ადგილის.
ეხლა წარმატეტები რომ აქვს კონტეს უკვე ებრძვიან… ამუშავდა ისევ მილანური მაფია :-)
დაჭერით ვერ დაიჭერენ და არაც არაფერი მოყვება მაგ ამბავს, უბრალოდ ფსიქოლოგიურად მოქმედებენ ეხლა კონტეზე… უბინძირუსეი ქვეყანაა მაგ კუთხით იტალია…
საინტერესო დეტალია პეპეს შემოგდებაც და ყველამ იცის პეპეს და კონტეს დამოკიდებულება
გეთანხმები ფსიქოლოგიურად უნდათ რო ყურადგება გააფანტინონ და სხვა საქმეზე გადართოტ კონტე
სიენას ყოფილი ფეხბურთელია და პეპესაც ადანაშაულებს..აღარ მოგვასვენეს რა:D:D
სებამ შეაგდო, ნელნელა უახლოვდება იუვესაც და ნაკრებსაც
დამშვიდდით ვიღაც ერთი კონკრეტული წარაკუას აფერისტობაა. კონტემ თქვა მზად ვარ ყველანაირი დაკითხვისთვისო. თუ ვინმე არ მიიღებს გარიგებულ თამაშში მონაწილეობას ეს არის კონტე, უბრალოდ არ არსებობს მაგის მხრიდან ეგეთი რაღაც. ცოტა მოიცადეთ წარმატებს მივაღწიოთ და 11 სექტემბერსაც დაგვაბრალებენ.
გაუმარჯოს ბიჭებს..ეხლა წავიკითხე რუსულ საიტზე რო კონტეს გაყიდულ მატჩებთან დაკავშირებით ბრალს დებენ და რო დავაზუსტოთ არ შეიძლება? კიდე პეპეც ყოფილა გარეული…
maნდ მეც შევდივარ და ამ წითში წავიკითხე ეგ ამბავი და გამოვდებილდი … შეენც ბრუტუს
მიდი კონტე ჩვენ გვჯერა შენი
კვალიარელა ნოუუუუუუ
არააა ლავ;ი რატომ ტრამვა
ამ სურათში რა ძერსკია კაროჩე დიდი ხანი ვერ შემოვდიოდი
სკუდეტო უნდა მოვიგოთ აუცილებლად , დელპი უნდა დარჩეს, მოვიდეს კავანი იოვეტიჩი და რობენი. ხო კიდე ხვალ 3-0 ზე ნაკლები არ დამანახოთ
მიდი ანტონიო შენ იცი!