ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანტონიო კონტემ დღეს “რომასთან” დაპირისპირების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩემპიონობისათვის ბრძოლა ფოლო ფაზაშია და ყველა ქულას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომაც, “ბიანკონერები” ხვალ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ…

” რთული მატჩი იქნება. ვიცით, რომ ვუპირისპირდებით კარგ ფორმაში მყოფ გუნდს, რომელსაც ახლა ნებისმიერი კლუბისათვის შეუძლია პრობლემების შექმნა. ამასთან ერთად, თავადაც ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია და რა ფორმაში ვართ, სწორედ ამ ცოდნით გავდივართ მოედანზე. ”

” არა მგონია, ენრიკე ოდესმე მაინც დამდგარიყო გუნდიდან გაშვების საფრთხის წინაშე, რადგან ხელმძღვანელობას მისი მხარდაჭერა არასოდეს შეუწყვეტია. ეს სწორედ მისი დამსახურებაა, გუნდს და მთლიანად გარემოცვას ახალი სული შთაბერა. მისდამი უდიდესი პატივისცემა მაქვს. ”

” მოროზინის გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომელმაც ყველა დაამწუხრა. ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი უბედურებები აღარ დატრიალდება, განსაკუთრებით, ამ ასაკში. შეძრულები ვართ და პიერმარიოს ოჯახს ვუსამძიმრებთ. ”

” ჩემპიონატის ბოლო ფაზაში შევაბიჯეთ და ფაქტი, რომ აქამდე ვინარჩუნებთ იტალიის თასზე და “სერია ა” -ში წარმატების მიღწევის შანსს, სიამაყით გვავსებს. ბოლო წამამდე შესაძლებლობათა მაქსიმუმს გავიღებთ და იმედია, ეს საბოლოო გამარჯვებას მოგვიტანს. ”

” კუალიარელა? ბარძაყთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ჯერ არც კი ვიცით შეძლებს თუ არა თამაშს. არც ისაა გამორიცხული, სახლში მოუწიოს დარჩენამ. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ika1993
12 years ago

რომას იუვესთან რო არ ქონდეს თამაში უფრო დიდი შანსი ექნებოდა მესამე ადგილის.

12 years ago

ეხლა წარმატეტები რომ აქვს კონტეს უკვე ებრძვიან… ამუშავდა ისევ მილანური მაფია :-)

დაჭერით ვერ დაიჭერენ და არაც არაფერი მოყვება მაგ ამბავს, უბრალოდ ფსიქოლოგიურად მოქმედებენ ეხლა კონტეზე… უბინძირუსეი ქვეყანაა მაგ კუთხით იტალია…

საინტერესო დეტალია პეპეს შემოგდებაც და ყველამ იცის პეპეს და კონტეს დამოკიდებულება :lool:

gag100
12 years ago
Reply to 

გეთანხმები ფსიქოლოგიურად უნდათ რო ყურადგება გააფანტინონ და სხვა საქმეზე გადართოტ კონტე

Doc Doc
12 years ago

სიენას ყოფილი ფეხბურთელია და პეპესაც ადანაშაულებს..აღარ მოგვასვენეს რა:D:D

Di Francesco # 1
12 years ago

სებამ შეაგდო, ნელნელა უახლოვდება იუვესაც და ნაკრებსაც :chuvak:
:italy: :achuu: :italy:

Doc Doc
12 years ago

გაუმარჯოს ბიჭებს..ეხლა წავიკითხე რუსულ საიტზე რო კონტეს გაყიდულ მატჩებთან დაკავშირებით ბრალს დებენ და რო დავაზუსტოთ არ შეიძლება? კიდე პეპეც ყოფილა გარეული…

irakla1001 horbenadze
12 years ago
Reply to  Doc Doc

maნდ მეც შევდივარ და ამ წითში წავიკითხე ეგ ამბავი და გამოვდებილდი … შეენც ბრუტუს

dato chichinadze
12 years ago

მიდი კონტე :forza: :forza: :forza: :forza: ჩვენ გვჯერა შენი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

irakla1001 horbenadze
12 years ago

კვალიარელა ნოუუუუუუ :mad: :mad: :mad: :mad:

irakla1001 horbenadze
12 years ago

არააა ლავ;ი რატომ ტრამვა :forza:

12 years ago

ამ სურათში რა ძერსკია :lool: კაროჩე დიდი ხანი ვერ შემოვდიოდი
სკუდეტო უნდა მოვიგოთ აუცილებლად , დელპი უნდა დარჩეს, მოვიდეს კავანი იოვეტიჩი და რობენი. ხო კიდე ხვალ 3-0 ზე ნაკლები არ დამანახოთ :forza:

juventino3969
12 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

G M
G M
12 years ago

მიდი ანტონიო შენ იცი!

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x