ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი: ” ეს ჩემი საუკეთესო მატჩი იყო “

გუშინ არტურო ვიდალმა “იუვენტუსის” მაისურით პირველი დუბლი მიითვალა. “ფიორენტინას” კარში გატანილი გოლის ჩემდეგ ამჯერად ჩილელმა დედაქალაქელები დაამწუხრა: ” ალბათ ეს “იუვენტუსში” ჩატარებული ჩემი საუკეთესო შეხვედრა იყო. გამარჯვებით მოხარული ვარ, კმაყოფილი ჩემი თამაშითაც დავრჩი, მაგრამ მთავარი გუნდური შედეგია. მოედანზე ყოველთვის ვცდილობ მთელი გულით ვითამაშო. თუ ბურთი მეტოქეს აქვს, მე მევალება იგი დავიბრუნო. რთული შეხვედრა იყო, მაგრამ აქ იტალიაში ყველა მატჩი ინახავს ფარულ საფრთხეს. ყველა დარჩენილ ტურს ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ამას. ტიტული ჯერ არ მოგვიგია, ხუთი თამაშია დარჩენილი და გზას არ უნდა გადავუხვიოთ. გუშინ მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვით, ისეთივე, როგორიც რამდენიმე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში აქამდეც გვითქვამს. ” -აცხადებს ვიდალი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

24 thoughts on “ვიდალი: ” ეს ჩემი საუკეთესო მატჩი იყო “

  1. მე ვამბობდი უფრო და უფრო მოუმატებს მეთქი და აგერ შედეგი, გადამწყვეტ მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესოა საერთოდ მთელ ევროპაში!!!

    ბრძოლისუნარიანობით და თავდადებით ნედვედს და დავიდსს მახსენებს :love: :kenwvla:

  2. მართლაც დიდი ფეხბურთელია ვიდალი და კიდე მაგრა გაიზრდება იუვეში მსოპლიო ვარსკვლავი, დიდებული ტრიო შექმნეს ნახევარდაცვა ბრავოო

  3. მიყვარს ეს ფეხბურთელი გადმოსვლის დღიდან შემიყვარდა მაგარიხარ არტურ მიდიიიიი ბარსასთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ნახევარი გვყავს ვინ არმეთანხმება???

  4. ნუ თუ პირლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსვლას ტრანსფერს არ ვუწოდებთ, მაშინ ვიდალის ტრანსფერი უსიტყვოდ საუკეთესოა..:))

  5. “ძველებს” გემახსოვრებათ ჩემი კომენტარები ვიდალთან დაკავშირებით…

    ამაზე და შაჰინზე რომ ვიძახდი ვიყიდოთ მეთქი ბევრისთვის იუთუბის ლინეკით ვაცნობდი ვიდალს და შაჰინს…

    პ.ს. ნედვედს ნუ ადრით, იმიტო კი არა რომ ის ნედვედია და ეს ვიდალი უბრალოდ საერთოდ არ არიან ერთი პოზიციის ხალხი… ერეკლეს ხმლის ამბავია… :D :D :D

    :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  6. მთავარია, უფრო და უფრო მოუმატოს, ყველა თამაშში დუბლს არავინ თხოვს, მაგრამ ფრო და უფრო უნდა ათამაშდეს :forza: :juvee:

  7. 75% სკუდეტო ჩვენია :forza:

    ჩეზენა-იუვე მოგება +5%

    ნოვარა-იუვე მოგება კიდო +5%
    აე
    იუვე-ლეჩე +5%

    კალიარი-იუვე +5%

    იუვე-ატალანტა +5%

    ყველა თამაშშI მოგების შემთხვევაში სკუდეტოს 5-5 %-ით მივუმატოთ და სეზონის ბოლოს გვექნება 100% და სკუდეტოს ცავიხუტებთ გულში სულში :forza: :forza: :forza: :forza:

  8. 91.19% на 88.59% – так Старая Синьора была точнее соперника в передачах. 11 из 14-ти ювентийцев перешагнули порог в 90% точных передач. Лучший из них Артуро Видаль – 96,88%.
    აჰა ძმაო გუშინ ვიდალი ზუსტ პასებში საუკეთესო იყო,, დაამაზე აღარ თქვათ სწორ პასებს ვერ აკეთებსო :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.