ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რამირესი : ” მომავალზე სეზონის ბოლოს ვიფიქრებ ”

” მილანი ” – ” ბოლონიას  ” დაპირისპირებამდე , ჯუზეპე მაროტას დაინტერესება გასტონ რამირესისადმი საკმაოდ სერიოზული იყო , ხოლო ამ უკანასკნელი მატჩის დასრულების შემდეგ იტალიურ პრესაში ერთხმად აღნიშნავენ , რომ ურუგვაელი მოთამაშის მომავალი კლუბი ბებერი ქალბატონი იქნება : “ იუვე ? ბოლონიაში თავს ბედნიერად ვგრძნობ , მაგრამ მომავლის შესახებ არაფერი ვიცი … ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკდებული . ვისარგებლებ შემთხვევით და მეგობრებს მადლობას გადავუხდი . ადამიანები რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან და მეხმარებიან . ისინი მზად არიან გამომიწოდონ დახმარების ხელი , რათა კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშო . ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის , რომ თავი გადავირჩინოთ . ვფიქრობ , მიზანთან საკმაოდ ახლოს ვართ ” …

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
delpieronedved
12 years ago

კაი ტრანსფერია

nika kakabadze
12 years ago

კარგი ტრანსფერია :forza: :forza: :forza:

alexandre intskirveli
12 years ago

აუ ეს ურუგვაი მაოცებს მოსახლეობით ჩვენზე ნაკლებია და რა ფეხბურთელებს ზრდიან, რა ნაკრები ყავთ + ორგზის მსოფლიო ჩემპიონები, ჩვენ კიდევ ვამბობთ მაგარი ნიჭიერი ერი ვართ ფეხბურთშიო და ჩვენს წარუმატებლობას ხან რას ვაბრალებთ ხან რას. გასტონიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, შესანიშნავი მოედნის ხედვით, ტექნიკით, გამჭოლი გადაცემებით, ერთი სიტყვით შემქმნელი, იუვენტუსს კი სწორედ შემქმნელები აკლია, რადგან კოლექტივურ და გუნდურ თამაშში გვიჭირს კი არა ერთ-ერთი საუკეთესო ვართ რისთვისაც უდიდესი მადლობა კონტეს.

12 years ago

მცველები საჭიროა, 2 მცველი მაინც.

d a v i d
12 years ago

პეპეს ადგილას იდეალური ვარიანტია კაცის მოყუებაც იცის და საკაიფო დარტყმებიც აქ რაც მთავარია ცაწოდებაც აქ მშვენიერი :up: ციდან ვარსკლავებს არ წყვიტავს მარა ძაან პროდუქტიული იქნება იუვეში ამის ხილვა :up:

mishka berianidze
12 years ago

კარგი ვარიანტია მაგრამ ძირითადში ამის ადგილს ვერ ვხედავ და არამგონია თვითონ გასტონმაც ისურვოს სკამზე ჯდომა ეხლა ისეთ ასაკშია რომ თამაში წყურია ანუ მე წინააღმდეგი არ ვარ ამ ტრანსფერის
მე მაინც ჩემ აზრზე ვდგები
აი ეს ხალხი მინდა იუვეში
კოლაროვი, დედე, ჰუმელსი ან ვერტონგენი
რობენი ან ლავეცი, ლუკას მოურა
კავანი ან ლუის სუარესი, მატიას სუარესი ან დამიაო
შემდეგ კი მანინგერი, გროსო, მელო, მარტინესი, ამაური, პეპე, ესტიგარიბია, კრასიჩი, ელია, ბორიელო ესენი უნდა გავყიდოთ.

d a v i d
12 years ago

მცველები რაღად გვინდა ძმა? შემტევი სტილის ფეხბურთელი გვინდა ჩვენ ლავეცი კავანი გამორიცხულია ჩვენტან :roll: 5 %-ია მაგენის იუვეში ხილვის :forza:

mishka berianidze
12 years ago
Reply to  d a v i d

გეთანხმები ადვილი არ იქნება მაგრამ არა შეუძლებელი მთავარია კონტე მაროტამ მოინდომონ და იყიდიან ოღონდ ლაურენტისმა ასტრონომიულითანხა არ უნდა დაადოს ჩემი აზრით ანუ მე რომ მაროტას ადგილას ვიყო ასეთ შეთავაზებას დავუდებდი ნაპოლის
20 + კრასიჩი, მოტა = ლავეცი
20 + ელია, მელო = კავანი
სეიძლება მოგებაშიც დარჩნენ მაგრამ მე მიღირს ამ ორიკაცისთვის.

12 years ago

იმედია არ გადმოვა.. ამის ტალანტი მე ვერ ვნახე.. ერთადერთი რაც დამამახსოვრდა ეგ არის მსაჯებთან გაუთავებელი კამათი

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

კარგი ფეხბურთელია. თუმცა არა ისეთი, რომ თამაში თავისთავზე აიღოს. გუნდურ თამაშში ადვილად ჩაერთვება. კონტესაც ეგეთები სჭირდება. მაგრამ მე ამას რობენი ან ნანი მირჩევნია.
თუმცა ეგ მომავლის ფეხბურთელია და კონტე როგორ ფეხბურთელად აქცევს ამ ფეხბურთელს კცმა არ იცის. ამიტომ ეგეც იყიდოს და ვარსკვლავიც

bacho kochlashvili
12 years ago

რახაც არა მგონია იუვენტუსში რამე განსაკუთრებული ქნას

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x