ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” თავგანწირვა, შრომა, ერთიანობა “

ანტონიო კონტე ბოლო მატჩებში თავისი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმ კონცენტრაციას მოითხოვს. “რომასთან” მოპოვებული გამარჯვებით “ბიანკონერები” პირველ პოზიციაზე გამტკიცდნენ და სამი ქულითაც უსწრებენ უახლოეს მდევარს. ხვალ კი “ბებერი ქალბატონი” “ჩეზენას” ესტუმრება. შეგახსენებთ, 33 -ე ტურის ეს მატჩი პიერმარიო მოროზინის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გადაიდო…

” ახლა ყველა საგაზეთო გამოცემა ჩვენ გვაქებს, მიღწეულის გათვალისწინებით, ეს გასაგებიცაა. მაგრამ ამას ჩვენი განწყობა არ უნდა შეცვალოს. უნდა გვახსოვდეს, რისი დამხარებით ვატარებთ ასეთ სეზონს: თავგანწირვა, უდიდესი შრომა და გუნდური ერთიანობა. ”

” ვიცით, რომ სატურნირო ცხრილში უპირატესობა გვაქვს, მაგრამ წინ რთული გამოცდები გველოდება. ამასთან ვფიქრობ, წელს არაფერი გვაქვს დასაკარგი. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები არცერთ დარჩენილ მატჩში არ დაზოგავენ ძალებს, ისე ჩავამთავრებთ სეზონს, რომ სანანებელი არაფერი გვექნება. ”

” თავადაც გვაინტერესებს, როგორ ვითამაშებთ ხვალ. აქამდე ბიჭებს კონკრეტული დავალებების გადაჭრა უწევდათ, საჭირო იყო ერთ, ხუთ და ზოგჯერ შვიდქულიანი დეფიციტების აღმოფხვრა. ვგრძნობდით, რომ ვალდებულები ვიყავით ამისთვის მიგვეღწია და ამიტომაც გამოგვდიოდა. მტკიცე ხასიათის ჩვენება შევძელით. ”

” რაც შეეხება დაცვას, ის ჩვენი თამაშის სტილს ქმნის. იდეა იმაშია, რომ ბოლომდე წავართვათ მეტოქეს თამაში, ვაკონტროლოთ ბურთი იმდენ ხანს, რამდენადაც შეიძლება. ვფიქრობ, ამგვარი სქემა ზუსტად ერგება ჩვენი მცველების სათამაშო თვისებებს. არ დაგვავიწყდეს, რომ დაცვა გუნდის ნაწილია და ის სამუშაოს ნახევარმცველებსა და ფორვარდებთან ერთად ასრულებს. ”

” ბერნარდინის, კაპელოსა და ლიპისთან შედარება ნამდვილად საიამაყით მავსებს. მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები გადიან, თუ ისინი ტრიუმფის მიღწევას შეძლებენ, ისტორიაში ჩვენს ადგილს დავიკავებთ. საბოლოოდ მხოლოდ ერთ რამეს აქვს მიშვნელობა: ეს გამარჯვებაა. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

20 thoughts on “კონტე: ” თავგანწირვა, შრომა, ერთიანობა “

  1. ზუსტად ეს მინდა, ემოციები მოთოკონ და გაანალიზონ, ყველა შეხვედრა მაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ :forza: :juvee: :forza: :juvee:

  2. სებას რო პეპეს ადარებთ ეგ ვაფშე ეპიკია ))

    ჯერ პეპე ვაფშე რა შესადარებელია ვინმეზე ) კანეშნა სება პეპეს ჯობია ) ) მაგრამ მაგითი არაფერი იცვლება

    ზაფხულში მარკო ვერატი მინდა პესკარადან ) კოჭებში ეტყობა მაგ ბიჭს დიდი იგროკი გაიზრდება )

  3. არანაირი პატივისცემა იუვენტუსის მიმართ სებას არ აქვს. პირიქით, უარყოფითი განწყობა აქვს, ეტყობა განცხადებებში, გოლის აღნიშვნებში და ა.შ. შორს ჯოვინკო.

    1. კაი რა სება, იუვეს უკვე მსოფლიო დონის თავდამსხმელი უნდა, და მერე ნახეთ თქვენ ბარსას და რეალის გაფარჩაკება ლიგაზე, ჩვენი დაცვა და ნახევარდაცვა არავიზე ნაკლები არაა, მეკარე ხო საერთოდ. უბრალოდ ფორვარდები გვიჭირს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.