ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” თავგანწირვა, შრომა, ერთიანობა “

ანტონიო კონტე ბოლო მატჩებში თავისი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმ კონცენტრაციას მოითხოვს. “რომასთან” მოპოვებული გამარჯვებით “ბიანკონერები” პირველ პოზიციაზე გამტკიცდნენ და სამი ქულითაც უსწრებენ უახლოეს მდევარს. ხვალ კი “ბებერი ქალბატონი” “ჩეზენას” ესტუმრება. შეგახსენებთ, 33 -ე ტურის ეს მატჩი პიერმარიო მოროზინის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გადაიდო…

” ახლა ყველა საგაზეთო გამოცემა ჩვენ გვაქებს, მიღწეულის გათვალისწინებით, ეს გასაგებიცაა. მაგრამ ამას ჩვენი განწყობა არ უნდა შეცვალოს. უნდა გვახსოვდეს, რისი დამხარებით ვატარებთ ასეთ სეზონს: თავგანწირვა, უდიდესი შრომა და გუნდური ერთიანობა. ”

” ვიცით, რომ სატურნირო ცხრილში უპირატესობა გვაქვს, მაგრამ წინ რთული გამოცდები გველოდება. ამასთან ვფიქრობ, წელს არაფერი გვაქვს დასაკარგი. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები არცერთ დარჩენილ მატჩში არ დაზოგავენ ძალებს, ისე ჩავამთავრებთ სეზონს, რომ სანანებელი არაფერი გვექნება. ”

” თავადაც გვაინტერესებს, როგორ ვითამაშებთ ხვალ. აქამდე ბიჭებს კონკრეტული დავალებების გადაჭრა უწევდათ, საჭირო იყო ერთ, ხუთ და ზოგჯერ შვიდქულიანი დეფიციტების აღმოფხვრა. ვგრძნობდით, რომ ვალდებულები ვიყავით ამისთვის მიგვეღწია და ამიტომაც გამოგვდიოდა. მტკიცე ხასიათის ჩვენება შევძელით. ”

” რაც შეეხება დაცვას, ის ჩვენი თამაშის სტილს ქმნის. იდეა იმაშია, რომ ბოლომდე წავართვათ მეტოქეს თამაში, ვაკონტროლოთ ბურთი იმდენ ხანს, რამდენადაც შეიძლება. ვფიქრობ, ამგვარი სქემა ზუსტად ერგება ჩვენი მცველების სათამაშო თვისებებს. არ დაგვავიწყდეს, რომ დაცვა გუნდის ნაწილია და ის სამუშაოს ნახევარმცველებსა და ფორვარდებთან ერთად ასრულებს. ”

” ბერნარდინის, კაპელოსა და ლიპისთან შედარება ნამდვილად საიამაყით მავსებს. მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები გადიან, თუ ისინი ტრიუმფის მიღწევას შეძლებენ, ისტორიაში ჩვენს ადგილს დავიკავებთ. საბოლოოდ მხოლოდ ერთ რამეს აქვს მიშვნელობა: ეს გამარჯვებაა. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

20 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika kakabadze
12 years ago

გაიხარე კონტე :forza: :forza: :forza:

giorgi-10
12 years ago

ძალიან არ მიყვარს ეს გადადებული მატჩები, მაგრამ მაინც მოვიგებთ!

ბენიამინ

ჩემი ოცნებაა ჯანო ანანიძე იუვეში. :forza:

12 years ago

ზუსტად ეს მინდა, ემოციები მოთოკონ და გაანალიზონ, ყველა შეხვედრა მაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ :forza: :juvee: :forza: :juvee:

delpieronedved
12 years ago

ვერატი პირადად ყველაზე მაგრად მევასება იტალიელ ახალგაზდებს შორს

giortgi
12 years ago

ვერატი მართლაც საინტერესო იქნება :juvee:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

სებას რო პეპეს ადარებთ ეგ ვაფშე ეპიკია ))

ჯერ პეპე ვაფშე რა შესადარებელია ვინმეზე ) კანეშნა სება პეპეს ჯობია ) ) მაგრამ მაგითი არაფერი იცვლება

ზაფხულში მარკო ვერატი მინდა პესკარადან ) კოჭებში ეტყობა მაგ ბიჭს დიდი იგროკი გაიზრდება )

giortgi
12 years ago

საგოლ ანტონიო დაუბრუნა იუვე ელიტაში :forza: :forza:

giortgi
12 years ago
Reply to  Nachke

გეთანხმები არა ეს კაცი იუვენტინაა…

delpieronedved
12 years ago

http://www.youtube.com/watch?v=H31V2o1Z6-Y პეპეს აღარ ჯობია სება?

romani aslanishvili
12 years ago

გეტანხმები ბრატ მარტლა ერტი დავდამსხმელი გვინდა :forza: :forza: :juvee: :love: :love: :love:

juventino3969
12 years ago

საღოლ კონტე საუკეთესო ხარ დღეს მსოფლიოში :forza: :forza: :forza: :forza:

givi qoridze
12 years ago

:juvee: :blin: :lool: :loool: :chuvak: :forza:

delpieronedved
12 years ago

კონტე სება დაგვუბრუნე

givi qoridze
12 years ago
Reply to  delpieronedved

კაი რა სება, იუვეს უკვე მსოფლიო დონის თავდამსხმელი უნდა, და მერე ნახეთ თქვენ ბარსას და რეალის გაფარჩაკება ლიგაზე, ჩვენი დაცვა და ნახევარდაცვა არავიზე ნაკლები არაა, მეკარე ხო საერთოდ. უბრალოდ ფორვარდები გვიჭირს.

gioiuve
12 years ago
Reply to  givi qoridze

მარტალი ხარ ბრატ

givi qoridze
12 years ago

გაიხარე კონტე :juvee:

irakla1001 horbenadze
12 years ago

ფორცა კონტე

delpieronedved
12 years ago

მაგარი კაცი ხარ კონტე შენ ერთი მაგარი თავდამსხმელი და პირველ წრეშივე აჯობებე მილანს

| Newsphere by AF themes.
20
0
Would love your thoughts, please comment.x