ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი : ” პარატიჩი ვან პერსის აგენტს დაუკავშირდა “

რობინ ვან პერსი, 28 წლის თავდამსხმელი და ამავდროულად ” არსენალის ” კაპიტანი გუნდში დარჩენას არ აპირებს. მას კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს, მაგრამ ჰოლანდიელი მის გახანგძლივებაზე უარს ამბობს. არავისთვის არ არის უცხო, რომ “იუვენტუსი” მისით ინტერესდება და თავდასხმის გაძლიერებას სწორედ რობინით აპირებს. Daily Mirror -ის ინფორმაციით,ფაბიო პარატიჩი დაუკავშირდა ვან პერსის აგენტს, ეს მან უკვე მეორეჯერ გააკეთა. პირველად, იგი ვოსოს და კრუსტოს შეხვდა, რათა გაერკვია რეალურად შესაძლებელი არის თუ არა მათი კლიენტის ტრანსფერი იტალიაში. “ბებერი ქალბატონი ” მზად არის “მეთოფეების” ბომბარდირის სანაცვლოდ 25-30 მლნ ევრო გადაიხადოს. ახლა, ყველაფერი თავად ვან პერსიზე არის დამოკიდებული, თუ იგი გადაწყვიტავს ტურინში გადასვლას, გადავა კიდეც.

წყარო : Tuttosport, Tuttojuve

46 thoughts on “ტუტოსპორტი : ” პარატიჩი ვან პერსის აგენტს დაუკავშირდა “

  1. ამის იუვეში გადმოსვლის არანაირი შანსი არ არსებობს, ეგ სიტიში წავა 99%. იუვეში კი კავანის გადმოსვლა მაგრა მინდა, იდეალური იქნებოდა ჩვენთვის… შეიძლება კავანიზე გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელების ტრანსფერზეა ლაპარაკი მაგრამ იუვეს კავანიზე მეთად ვერავინ გააძლიერებს, კავანი იტალიური ფეხბურთისთვის იდეალური ფეხბურთელია ვიდრე სხვა დანარჩენი ვის ტრანსფერზეც მიდის საუბარი…

  2. ეს მემგონი სიტიში მიდის რაღაც ლაპარაკი იყო პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენო და თავადაც პრემიერ ლიგის დატოვება არ სურს მე რამდენადაც მახსოვს მის ინტერვიუებში ამას Xშირად ამბობდა რავიცი ვნახოთ

  3. ეს თუ შეეწყო იუვეს იდიალური იქნება, მა ეხანდელ იუვეს იბრას დაბრუნება დახატავდა :forza: :juvee: :forza: :juvee:

  4. სaდღaც წaვიკითხე ვaნ პერსის კომენტaრი ის წერდa იუვეს დონის გუნდი არ მaკმaყოფილებსო დa ბევრaდ კaრგი შემოთaვaზებები მaქვსო დa რaვი…. მaინც წaრმaტებები დa იმედიa წინa ხaზში კaრგ მოთaმaშეს მოვძებნით :forza: :forza: :forza: :juvee:

  5. დარჩი მანდ სადაც ხარ შენთვის უკეთესი იქნება თორე სადაც არ უნდა გადავიდეს ამის ნახევარი არ იქნება რაც ეხლა არის!!! მაგ: შევჩენკო რა იყო მილანში და ჩელსში რა გახდა! კაკა რა იყო მილანში და რეალში რა გახდა ეს ორივე საუკეტესო იყო მილანში მარა მერე დაყვინთეს, ასევე ანრი რა იყო არსენალში და ბარსაში რა გახდა? ასე რო მე ამის მოყვანის მომხრე არა ვარ, სხვაზე იჩალიჩონ ჯობია :forza: :forza: :forza:

  6. ვააიმეე როგორ მიყვარს ეს ფეხბურთელიიი… აი ეს უკვე უმაღლესი დონეა.. ასე ვთქვათ იუვეს დონეა :love:

    რა ტეხნიკა, რა ელეგანტური თამაში, რა დარტყმა :vashaa: :vashaa: :vashaa:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.