ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ფეხბურთელებს მადა გაეხსნათ ”

ანტონიო კონტეს გუნდმა , კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ . მარკო ბორიელოს ერთადერთი გოლის წყალობით , ბიანკონერიმ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ” ჩეზენასთან ” . თუმცა , მატჩი საკმაოდ არა სასიამოვნო ეპიზოდით დაიწყო , როდესაც ანდრეა პირლომ ვერ შესძლო ურეალურესი საგოლე ეპიზოდის გამოყენება : ” იქონია თუ არა რაიმე ზეგავლენა გამოუყენებელმა პენალტმა ? არანაირად , რადგან ეს ყველაფერი მატჩის მხოლოდ და მხოლოდ მეცხრე წუთზე მოხდა , წინ კი მთელი შეხვედრა იყო . ბუნებრივია სწრაფი გოლი გახსნიდა ” ჩეზენას ” და აიძულებდა შეტევაში წასულიყო . ასეთ შემთხვევაში სცენარი შესაძლოა მართლაც სხვაგვარი ყოფილიყო ” …

” შეასრულებს თუ არა შემდეგ სტანდარტს არტურო ვიდალი ? შესაძლოა ! უმთავრესი კი გახლავთ ის , რომ მიმდინარე სეზონში საკმაოდ მცირე რაოდენობის პენლებს გვინიშნავენ და როდესაც მატჩის წინ ფეხბურთელებმა მკითხეს , თუ რომელი შეასრულებდა დამაგვირგვინებელ დარტყმას , ვუთხარი , რომ ამაზე საუბარს აზრი არ ჰქონდა , რადგან მსაჯები მაინც არ დაგვინიშნავდნენ თერთმეტმეტრიანს … ეხლა კი ანგარიშზე ორი გამოუყენებელი პენალტია , მაგრამ საბედნიეროდ გამარჯვებების მოპოვებას მაინც ვახერხებთ , რაც პირადად ჩემთვის უმთავრესია ” .

ბორიელოს ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო თვის პერიოდში აკრიტიკებდნენ , მაგრამ დღეს მან გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა …

” სიმართლე ითქვას და მან ეს დაიმსახურა . არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფი შემოგვიერთდა და უმალ დაიწყო მუხლჩაუხრელად შრომა იმისთვის , რომ პარტნიორებს დასწეოდა . უსამართლობა იყო რა თქმა უნდა ბოლო პერიოდში , მის მიმართ არსებული კრიტიკა . დღეს ჩვენ ვისაუბრეთ . კარგად მომეხსენება თუ რა საფეხბურთო მახასიათებლები აქვს და რითი შეუძლია გუნდისთვის დახმარების გაწევა . მან დაიმსახურა სიხარული იმ შრომისთვის რაც ამ პერიოდის მანძილზე გასწია . რთული მატჩი გამოდგა , მეტოქე ყველაფერს აკეთებდა რომ მიზნისთვის არ მიგვეღწია ” .

როსონერიმ ასევე მოიგო საკუთარი მატჩი , მაგრამ მიუხედავად ამისა სამ ქულიანი სხვაობა კვლავინდებურად შენარჩუნებულია …

” მატჩის წინ ვუთხარი ბიჭებს , რომ კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თამაშებზე გაეკეთებინათ და მოედანზე 100 % – ით დახარჯულიყვნენ . ასეთ შემთხვევაში სეზონის ბოლოს მათ არ ექნებათ სინანულის გრძნობა . ერთი წლის წინ საერთოდ არაფერი არ იყო . ეხლა კი ვსხედვართ გაწყობილ მაგიდასთან , რომელსაც ვერ მივეჩვიეთ , თუმცა მადა გაგვეხსნა და ჭამის სურვილი გვაქვს . ჩემი ფეხბურთელები გასულ სეზონში სხვის ბანკეტებს უყურებდნენ , ამიტომ ცოტა არ იყოს და მოშივდათ . წარმოუდგენელი შანსი გაგვაჩნია , უნდა ითქვას რომ უნიკალური ! კალამი მაგიდაზეა , რომლითაც ისტორიის დაწერაა შესაძლებელი ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika kakabadze
12 years ago

იმედია დაიწერება კიდევ ერთი ისტორია, წიგნში “დიდი სიყვარულის ისტორია”. :forza: :forza: :forza: :forza:

zura
12 years ago

!

12 years ago

ნუ დღეს იუვეზე მატრიზე უკეთესი თავდამსხმელი არ ყავს… ასეა თუ ისე, მატრის გოლების გრაფაში 10 უწერია და ეს საკმაოდ ბევრს ნიშნავს… ცოტა რაღაც აკლია და თითქოს ცალკე თამაშობს და ვერ ჯდება კონტეს გუნდურ თამაშში, თორე მატრის გაცილებით მეტი შეუძლია… ისე კონტრაქტი გაუხანგრძლივეს ამასწინად მატრის და რატომ უნდა გაუშვან? იჯდეს ეგეც და ბორიელოც სკამზე. ერთი ტოპ კლასი გვჭირდება და ეგაა… დელპიეროზე გული მწყდება,მაგრამ ალბათ გადაწყვეტილია მაგის საკითხი უკვე… წელს სკუდეტო აუცილებელია, მომავალ წელს უფრო გაგვიჭრდება, ინტერიც გააძლიერებს გუნდს და მილანიც და ჩვენებსაც ასეთი მოტივაცია არ ექნება, როგორც წელს აქვთ… გაიჭირვონ უნდა მაქსიმალურად ეს 4 თამაში, მითუმეტეს სულ რაღაც 2 კვირაა მაქსიმუმ… Read more »

irakla1001 horbenadze
12 years ago
Reply to 

eg imitომ რომ კვალი არაა ფორმაში.. ბორიალა თუ დავიტოვეთ შეცდომა იქნება

givi qoridze
12 years ago
Reply to 

ხო რა უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებენო ისეა მარტის და ბორიელოს საქმე. 50 მომენტიდან 10-ს გაიტანდა აბა რა იქნებოდა. ისე გეთანხმები შეცვლებისთვის ორივე ნორმალურია, მარა ზამენაში სულ დაკარგავენ ფორმას. მე მაინც მგონია, რომ იუვეს წარმატების მიზეზი დღეს არის კონტე, რომელმაც გუნდი დამშეულ ლომად გადააქცია. ამიტომ გაისად ლიგაზე ამ ფორვარდებით გასვლა არ შეიძლება, თორე მერე კონტე ვერ გვიშველის , მე ვფიქრობ თუ 80-100 მილიონს დახარჯავენ და ყველა პოზიციას თითო ტოპ-კლასის ფეხბურთელით გააძლიერებენ იუვენტუსს გაისად გუნდი ვერ აჯობებს.

irakla1001 horbenadze
12 years ago
Reply to  givi qoridze

ყველა პოზიცია არა კაცო თავდასხმის ძირითადი გამვცვალოთ და დანარჩენებზე რა გვიჭირს პროსტო გრძელი სკამისთვის მოვიყვანოთ ხალხი :forza:

Gio Darja
12 years ago

არა მგონია ამ გოლით ბორიელო იუვეში დარჩეს, მაგრამ დანარჩენ ოთხ შეხვედრაში შეიძლება შემოვიდეს მოედანზე :)) მატრის კონტრაქტს ტყუილად არ გაუფორმებდნენ, მითუმეტეს ხელფასიც მოემატა..არ გაუშვებენ არც მატრის და არც კვალიარელას, პლიუს ვუჩინიჩი და ერთი ფორვარდი გვჭირდება

d a v i d
12 years ago

ისე თვის იუვენტინოში ბონუჩიც იმსახურებდა ადგილს :boli:

12 years ago

მართლა რა ფანტაზია აკლიათ ფორვარდებს, გუშინ რამდენი მომენტი იყო, როცა მატრის შეეძლო ერთი პაცეებიით ტრიბუნებზე გაეგზავნა ფეხბურთელი და შეეგორებინა კარში ბურთი, საჯარიმოში მეკარეც იბნევა ამ დროს, მატრიმ არა უნდა გახვრიტოს ისე უნდა დაარტყას, უნდა დააჯინო და აყურებინო მილიონჯერ თავისი მომენტები

12 years ago
Reply to 

თავის მომენტებს, სომეხი არ გეგონოთ :lool: :lool:

givi qoridze
12 years ago

გვიჭირს რა ამ მეორე ხარისხოვან გუნდებთან თამაში, პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, მთელი გუნდით თავს იცავდნენ. ასე იქნება ალბათ ნოვარასთან. ამიტომ გვინდა ტოპ-კლასის ფორვარდი ასეთ სიტუაციებში გარდატეხა რომ მოახერხოს. ჩემი აზრით მატრიც და ბორიელოც დაახლოებით ერთი დონის ფორვარდები არიან, ანუ საშუალო დონის, არც ერთს ფანტაზია არ გააჩნია, ორივეს აქვს კარისკენ ძალაზე გათვლილი დარტყმები. უბრალოდ მატრი ბორიელოზე უკეთეს ფორმაში შეიძლება იყოს ამ მომენტისთვის. ტექნიკით და ფანტაზიის უნარით ამათ ორივეს კვალიარელა ჯობია თუმცა მას სტაბილურობა აკლია. მაგრამ საეთო ჯამში ისეთი შეკრული გუნდი გვყავს, რომ წარმატების მჯერა. სწორედ ამ მონოლითური ერთიანობით ვჯობივართ მილანს, თორე მაინც მგონია, რომ შემადგენლობით მილანი იუვეზე უკეთესი გუნდია. :juvee:

d a v i d
12 years ago
Reply to  givi qoridze

როდის გაიხსნება ეს სატრანსფერო ფანჯარა ერთი სული მაქ :boli: მაგრა მაინტერესებს ვინ მოვა და ვინ წავა გუნდიდა :forza:

kirsona
12 years ago

ღმერთმა დაგვიფაროს ბორიელოსგან და მაის გუნდში დარჩენისგან… არადა მეც დაახლოებით ეგეთი წინათგრძნობა მაქ :)

d a v i d
12 years ago
Reply to  kirsona

:givi: იმედია ეს გოლი გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს ბორიელოს იუვეში დარჩენის :lool: ისე ტიპმა გოლი გაიტანა და მაინც არ გვინდა იუვეში რო გავაჩეროთ :lool: :lool: :lool:

kirsona
12 years ago
Reply to  d a v i d

ფორვარდი სეზონში 17 თამაშში რო 1 გოლს გაიტანს, გააჩერო კი არა პირდაპირ ეთერში უნდა დაასხა ბენზინი დაწვა, როცა ესეთ გუნდში ხარ… კაი რა ბორიელო, რა ჯანდაბად უნდა.. ეს რო დაიტოვოს და მატრი გაუშვას, ძალიან გამიტყდება.. ბორიელოსნაირი უღირსი ფეხბურთელის ადგილია არაა იუვეში, ახლა იმის მეშინია რო შემდეგ თამაშში სასტავში დააყენებს მაგ ჩობანს :D:D:D

d a v i d
12 years ago
Reply to  kirsona

კვალი იქნება ძირითადში ნუ ბორიალას მეორე ტაიმში ვიხილავთ სავარაუდოდ :givi:

d a v i d
12 years ago
Reply to  Dutch

:givi: მეც მაგის სუნი მცემს, მარა იმედია არ მოხდება მასე :roll:

mishka berianidze
12 years ago
Reply to  d a v i d

ჩემი აზრით კი მატრი კვალიარელადან ერთერთს გაუშვებს და ბორიელოსაც მიაყოლებს ასევე გროსოს, კრასიჩს, ელიას და ესტიგარიბიას.

d a v i d
12 years ago

რას ფიქრობთ ბორიელოს ამ გოლმა შეიძლება იუვეში დარჩეს? :chuvak:

juventino3969
12 years ago

დელპო ფეხბურთის მამააა :forza: :forza: :forza: :forza:

valeri elisabedashvili
12 years ago

ბრაცი ვერ ვუყურე გუშინ დაბ დგეზე ვიყავი :D დელპომ კარგად ითამაშა?

mamuka iosava
12 years ago

მე მაინც ვთვლი რომ ყველაფერი ალეს გამოსვლამ შეცვალა:) რაც გინდათ ის თქვით თქვენ

12 years ago

მაგარი კაცია კონტე! გუშინ გავიფირე ერთი გაფიქრება,სანამ 0:0 იყო, მეთქი ეხლაც ტუ არ წავედით ვაბანკზე, იმის “შიშით” რომ ჩეზენამ არ გაგვიტანოს და წაგება არ გვქონდეს და ფრეს დავჯერდით თქო, მაგრად გამიტყდებოდა… მაგრამ ალექსი, ჯაკერინი, ბორიელო, დე ჩელიე, კასერესი, მატრის ნაცვლად ვაბანკი იყო… ისე მატრიზე გული მწყდება, მეტი შეუძლია ბევრად და რაღაც გაითარსა… ბორიელო აი ამიტომ გადმოიყვანეს (თუნდაც დროებით), იმიტომ გადავიდა ამაური ფიორეში, რომ მილანისთვის გაეტანა და ა.შ. და ა.შ. შემთხვევით არაფერი ხდება საერთოდ… ეს შანსი თუ ვერ გამოვიყენეთმ არ ვყოფილვართ ღირსი… ლეჩე დარჩა ერთადერთი მოტივირებული გუნდი, ნოვარას არ მგონია შანსი ქონდეს დარჩენის სერია ა-ში. ატალანტა და კალიარი უმოტივაციო გუნდებია, არც… Read more »

12 years ago
Reply to 

PS. წაგების უფლება გვაქვს (ანუ ფრე იგივე) და მილანი ან სიენასთან ან ინტერთან თამაშს გატეხავს ჩემი აზრით, მითუმეტეს ინტერი ჩაერთო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკვე

zura chkheidze
12 years ago
Reply to 

ინტერი მესამე ადგილისთვის ბოლო წუთამდე იბრძოლებს, შეიძლება ცოტა ფედერაციაც წაეხმაროს, ისე, როგორც არ უნდა გვძულდეს ეგ გუნდი, მე მეინც მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ლაციოს, უდინეზეს და თუნდაც ნაპოლის გასვლას, ინტერის გასვლა ჯობია, იტალიური ფეხბურთისათვის, ზოგადად, მომავალი წლისთვის მოძლიერდებიან და უფრო მეტსაც მიაღწევენ, ვიდრე ეს მეორე ეშელონის გუნდები, რატომღაც დარწმინებული ვარ, მილანს მოუგებენ და ჩვენც ორი ტურით ადრე გავიფორმებთ სკუდეტოს

Vecchia_Signora
12 years ago
Reply to 

უმოტავიციოები არიან სატურნირო თვალსაზრისით, მაგრამ ამ იუვეს დამარცხება (!) არანაკლები მოტივაციაა, ჩემი აზრით, მით უმეტეს, ეგეთი გუნდებისთვის.

12 years ago

იუვეს დამარცხება ყველასთვის მოტივაციაა ყოველთვის, მაგრამ მაგ მოტივაციას + კიდე სატურნო მოტივაცია ანუ სერია ა-ში ადგილის შენარჩუნების მოტივაცია, გაცილებით რთულია და ორმაგია…

Vecchia_Signora
12 years ago
Reply to 

ჩვეულებრივ სეზონში კი, მაგრამ ეს ხომ არაჩვეულებრივია :)

delpieronedved
12 years ago

აუ ლეჩე და კალიარის მეშინია მაგრად რო ჩაკეტონ ეგრე თამაში როგორც გუშინ ჩეზენამ ჩაკეტა

NEDVEDA11..
12 years ago

ფორცა!
ბრავო კონტე! :forza:

მოდუნება არ შეიძლება, დარჩენილი გვაქვს 4 ფინალი! :love:

delpieronedved
12 years ago

მატჩის წინ ვუთხარი ბიჭებს , რომ კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თამაშებზე გაეკეთებინათ და მოედანზე 100 % – ით დახარჯულიყვნენ . ასეთ შემთხვევაში სეზონის ბოლოს მათ არ ექნებათ სინანულის გრძნობა . ერთი წლის წინ საერთოდ არაფერი არ იყო . ეხლა კი ვსხედვართ გაწყობილ მაგიდასთან , რომელსაც ვერ მივეჩვიეთ , თუმცა მადა გაგვეხსნა და ჭამის სურვილი გვაქვს . ჩემი ფეხბურთელები გასულ სეზონში სხვის ბანკეტებს უყურებდნენ , ამიტომ ცოტა არ იყოს და მოშივდათ . წარმოუდგენელი შანსი გაგვაჩნია , უნდა ითქვას რომ უნიკალური ! კალამი მაგიდაზეა , რომლითაც ისტორიის დაწერაა შესაძლებელი რა კაცია გენაცვალე

champ1on
12 years ago

დაჟე ბორიელოც გამოგვადგა ;) წინ იუვე წინ… : ) ოცნებად მაქვს ის დღე ლიგაზე მადრიდის რეალს ან ბარსას რომ შევხვდებით… : ) !!!

bessius
12 years ago

ფილოსოფოსია ეს ყმაწვილი :)))

gio jishkariani
12 years ago

კეთილი და პატიოსანი )))

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x