ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “იუვენტუსი ერთიანი გუნდია”

კლაუდიო მარკიზიოს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეზონი დასასრულს უახლოვდება.ოთხშაბათს, მარკო ბორიელოს გატანილი ერთადერთი გოლით ბიანკონერებმა “ჩეზენა” დაამარცხეს და კალენდარული წლის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, უახლოეს მდევართან 3 ქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს.მატჩის შემდეგ მარკიზიომ რამდენიმე სიტყვით მატჩზე ისაუბრა : “დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეუძლია სირთულეების შექმნა.”რომასთან” დაპირისპირება არანაკლებ რთული იყო, თუმცა საბედნიეროდ, მატჩის ბედი ნახევარ საათში გადავწყვიტეთ.ბოლომდე ვიბრძოლეთ, პირველები ვართ და დღევანდელი დღიდან, “ნოვარასთან” შეხვედრისთვის მზადებას ვიწყებთ.ის, რასაც მივაღწიეთ, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.იუვენტუსი ერთიანი გუნდია, საერთო მიზნებით და ოცნებებით.ბორიელო ? – გუნდში მოსვლის დღიდან მარკო დიდი მონდომებით გამოირჩეოდა, გამიხარდა, რომ სამქულიანი სწორედ მან გაისროლა.”

წყარო : Juventus.com

7 thoughts on “მარკიზიო : “იუვენტუსი ერთიანი გუნდია”

  1. გენაცვალე პატარა პრინცოოო..
    არ დაგავიწყდეს მე და შენ პირობა გვაქვს დადებულიიი… :kiss: :yes:
    ბოლომდეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.