ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრადიცია გრძელდება. გაფანტული მარგალიტები თავს ჩვენს ვებ-გვერდზე იყრის. ამჯერად ჟურნალ “ლიბერალში” გიორგი ჭეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ. ქვემოთ შეგიძლიათ ინტერნეტ-ჟურნალის ბმულის იხილოთ. ჩვენ ვიცავთ საავტორო უფლებებს!..

”როდესაც დიდ დროს ატარებ ერთ ადგილას, თავად ხდები ის” – ვერაფრით ვიხსენებ წლების წინ მოსმენილი ფრაზის წარმომავლობას, თუმცა შეუძლებელია დაივიწყო ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების საილუსტრაციოდ გამოდგებიან.

ერთ-ერთი ასეთი იტალიელი მხატვარია – ”Il Pinturicchio”, მაგრამ არა – ბერნარდინო და არც რენესანსის პერიოდის; ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ალეს ”შედევრი” და ასეთი ძალიან ბევრია, ყველა დამერწმუნება, რომ მისი შემოქმედება სეხნიას ნახატებისა, თუ ფრესკების სიდიადეებს ბევრად წინ უსწრებს.

ყველაფერი რვა წლის ასაკში დაიწყო: გაჭირვებით ნაშოვნი შავ-თეთრი ფორმა მეცვა და გაკაპასებული მეზობლების ჩხუბის მიუხედავად, იტალიური ეზოს ჭიშკარს ბურთს ვურახუნებდი, დელ პიერო კი იტალიის ყველა დროის საუკეთესო კლუბში თამაშობდა და ჩემგან განსხვავებით, მის თითოეულ ქმედებას სტადიონის ოვაციები ახლდა თან.

მას შემდეგ ცამეტი წელი გავიდა. აღარც ფეხბურთელობაზე ვოცნებობ და აღარც მეზობლებს „ვაწამებ“. მე კომპიუტერთან ვზივარ და ამ პოსტს ვწერ, ალე კი კვლავ ტურინის „იუვენტუსის“ თამაშობს და შედევრებსა, თუ გადამწყვეტ გოლებს ისევ ქმნის.

ტურინში ალესანდრო დელ პიერო – კერპია, მადრიდში – ფეხბურთელი, რომელსაც მასპინძელი გუნდის კარში გატანილი ორი გოლისათვის ესპანელი გულშემატკივრები ტაშით აცილებენ, ევროპის სხვა ქვეყნებში კი იუვენტუსის სიმბოლო, რომელსაც პატივს სცემენ და არასდროს უსტვენენ.

ერთ კლუბში გატარებული 18 წელი, 700-ზე მეტი მატჩი შავ-თეთრ მაისურში, გადაწერილი და დამყარებული რეკორდები, საკლუბო დონეზე მოგებული თითქმის ყველა ტურნირი – დამეთანხმებით, საოცარი მაჩვენებელია, თუმცა ციფრები იმ „დიდი სიყვარულის ისტორიასთან“ ახლოსაც ვერ მივა, რაც ალექსსა და იუვენტუსის ქომაგებს გვაკავშირებს.

კაპიტნისა და „შავ-თეთრების“ რომანმა აპოთეოზს 2006 წელს მიაღწია, მაშინ როდესაც იტალიაში ატეხილი საფეხბურთო სკანდალის – „კალჩოპოლის“ შედეგად იუვენტუსი ქვედა დივიზონში – სერია – B- ში დააქვეითეს და გუნდი თითქმის ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.

მსოფლიო საფეხბურთო გრანდების შეთავაზებების და საუცხოო კონტრაქტების მიუხედავად, ალე დარჩა, სეზონის ბომბარდირი გახდა და რამდენიმე „უკანასკნელ ბიანკონეროსთან“ ერთად, კლუბი უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დააბრუნა; დააბრუნა და სერია – A-ს ბომბარდირიც გახდა, რითაც ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, 82 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორის – პაოლო როსის რეკორდი გაიმეორა.

„იუვენტუსს“ წელს საოცარი სეზონი აქვს – ერთადერთი გუნდია მსოფლიოში, რომელსაც ჩემპიონატში თამაში არ წაუგია. „დიდი 10-იანი“ იუვენტუსში ბოლო წელს ატარებს – კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება, კლუბის პრეზიდენტის – ანდრეა ანიელს თქმით კი კაპიტანს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ალემ ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ „კარიერის „იუვენტუსში“ დასრულებაზე ოცნებობდა, ახლა კი უბრალოდ არ იცის რა ქნას, როგორ იცხოვროს“.

არ იცის არც ალესანდრომ და არ ვიცით არც ჩვენ – ადამიანებმა, რომლებიც კვირიდან კვირამდე ველოდებით „იუვეს“ მატჩებს, კაპიტანს, მის შესრულებულ ჯარიმებს, გოლებს, ან უბრალოდ საფეხბურთო მოედანზე ყოფნას. დელ პიერო – „იუვენტუსია“ და სხვაგვარად წარმოუდგენელია, ალბათ ამიტომაც ვარიდებთ თავს იმაზე ფიქრს, თუ რა მოხდება ივნისში.

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი და დიდი შანსია, იუვენტუსმა ”სკუდეტოსთან” ერთად, ქვეყნის თასიც მოიგოს. ასე თუ მოხდა, ალე უკანასკნელად ავა კვარცხლბეგზე კაპიტნის სამკლაურით დამშვენებული შავ-თეთრი მაისურით, უკანასკნელად აწევს ორ თასს და ეს იქნება დასასრულის დასაწყისი.

ამის შემდეგ იქნება საოცრად ორგანიზებული გამოსამშვიდობებელი საღამო, იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები, ისინი ვინც წლების მანძილზე დელ პიეროს გვერდით ან მის წინააღმდეგ თამაშობდნენ. გადაივსება სტადიონი, იმღერებენ ალეზე დაწერილ სიმღერებსა და ჰიმნებს, თუმცა ეს იქნება ტრაგედია და არა ზეიმი.

არც ის გაგიკვირდეთ, ათიათასობით აცრემლებულ გულშემატკივარს თუ დაინახავთ, იმ ადამიანებს რომლებიც Il Pinturicchio”-ს შედევრების კოლექციას წლების მანძილზე აგროვებდნენ და გულში ინახავდნენ.

ივნისამდე კი იმ მეუღლეებს, დედებს, მეგობრებს, შეყვარებულებსა და უფროსებს მივმართავ, რომლებისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოგწონდეს როგორ ”დასდევს 22 ადამიანი ერთ ბურთს” – ფეხბურთი არც სტატისტიკაა, არც უბრალოდ სპორტი და მითუმეტეს არც დიდი ფულის შოვნის საშუალება. ფეხბურთი ის სამყაროა, რომელიც კვირაში ერთხელ, ან რამდენჯერმე 90 წუთით გავიწყებს ყველაფერს და გჩუქნის ბედნიერების საათნახევერს.

ფეხბურთს კიდევ არც ”ფული” თამაშობს და არც ნარცისიზმითა და გამდიდრების მანიით შეპყრობილი, თმაზე ”ბრიოლიონწათხაპნილი” ფეხბურთელები, ფეხბურთი ის სამყაროა, რომელსაც დელ პიეროს, ტოტის, რაულის, რაიან გიგზის, სტივენ ჟერარდის, ჩავისა და პუიოლის მსგავსი ადამიანები ქმნიან და სწორედ ეს თავდადება, ბრძოლის ჟინი და დიდი ერთგულება ქმნის სიყვარულის იმ დიდ ისტორიას, რომელსაც შეუძლებელია უღალატო.

P.S. იმ ასაკში აღარ ვარ, კეთილი ფერიებისა ან თოვლის ბაბუის მჯეროდეს, მაგრამ მივმართავ ყველას – სანტას, ფერიებს, კეთილ ჯადოქრებს, დამბლდორს და პირველ რიგში ანდრეა ანიელის – თუ შეგიძლიათ, მაჩუქეთ ჩემი კაპიტანი, ანუ იუვენტუსი კიდევ ერთი წლით!

ჟურნალი “ლიბერალი”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli tugushi
12 years ago

18 წელია ამ კაცის თამაშებს ვუყერებ და ვერ წარმომიდგენია იუვე მის გარეშე.რა მოხდება კიდევ ერთი სეზონი მაინც რო დატოვონ მაგის დედა ვატირე.ამის მეტი დამსახურება აღარააქვს.ალეს დამსახურებაა რო იუვე დღეს დიდი გუნდია თორე ვინ იცის ახლა რა დღესში იქნებოდა.მაგრად ტეხავს რო მიდის ალე. :forza:

moverie
12 years ago

მაგარი სტატიაა, ძალიან მომეწონაა… იმედი მაქვს ანიელი შეისმენს ყველა იუვენტიონის სურვილს და ახალ კონტრაქტს დაუდებს ალექსას…

კაცი ცოცხალი ლეგენდაა და როგორ არ შეიძლება ასეთ კაცს უბრალოდ სიმბოლურად მაინც დატოვო გუნდში?!

luci
12 years ago

გაიხარეთ თბილი სიტყვებისთვის იუვენტინოებო :> ამ სტატიას როცა ვწერდი, ერთადერთი პრობლემა მქონდა – როგორ გამომეხატა ის ყველაფერი, რასაც საშკას მიმართ ვგრძნობთ – სიტყვებში, მითუმეტეს ასე მოკლედ, იმედია 30 სკუდეტოს, 10 თასს და პინტურიჩოს ახალ კონტრაქტს ერთად ვიზეიმებთ ყველა :>

david alkhanishvili
12 years ago

ამ ცხოვრების დედა ვატირე ამ დამპალ პერიოდს რომ მომასწრო,ნედვედი,ტრეზეგე,კამორანეზი,ეხლა დელპიერო მიდის და პოლ სქოულზი დააბრუნეს ბლიად :mad: კაცი ხელფასს იკლებს დატოვე რა იჯდეს,ბორიელოზე მეტს სკამიდანაც ყოველთვის გააკეთებს :mad:

david alkhanishvili
12 years ago

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება მეგობრებო,ლეგენდები მიდიან და მოდიან,ბევრი გავაცილეთ და ბევრსაც მივეგებებით მარა ეს ერთი იყო არის და იქნება და ყოველთვის განსხავებულად დარჩება ისტორიაშიც და ჩვენს გულებშიც :forza:
ADDio ale!!! grande capitano :forza:
ჯუვეეეე ლა სტორია უნ გრანდე ამორეეე და ამ ლა სტორია უნ გრანდე ამორეში 1 დელპიერო გაახსენდება ყველას ყოველთვის კიდევ მთელი საუკუნე :forza:

levani gordadze
12 years ago

მართლაც რომ მაგარი სტატია საღოლ ავტორს :up: :up: :up:

guja bliadze
12 years ago

:cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: დელ პის გარეშე იუვე….რა საზიზგრობაა :mad: :mad:

gura gvinjilia
12 years ago

კარგი სტატიაა.. საღოლ.. რაც მთავარია ახლაც მაჟრიალებს და მიხარია რომ ერთადერთI არ ვარ ვინ ამას გრძნობს და ფიქრობს მაგრამ ეშინია თქვას.. ეშინია იმიტომ რომ არ იცის რა იქნეა 2 თვეში არ იცის პასუხი სად იქნება მისი კაპიტანი.. :)

12 years ago

სტატია კომენტარის გარეშე ძმა!!! :kiss: :love: :euf: :roll:

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x