ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრადიცია გრძელდება. გაფანტული მარგალიტები თავს ჩვენს ვებ-გვერდზე იყრის. ამჯერად ჟურნალ “ლიბერალში” გიორგი ჭეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ. ქვემოთ შეგიძლიათ ინტერნეტ-ჟურნალის ბმულის იხილოთ. ჩვენ ვიცავთ საავტორო უფლებებს!..

”როდესაც დიდ დროს ატარებ ერთ ადგილას, თავად ხდები ის” – ვერაფრით ვიხსენებ წლების წინ მოსმენილი ფრაზის წარმომავლობას, თუმცა შეუძლებელია დაივიწყო ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების საილუსტრაციოდ გამოდგებიან.

ერთ-ერთი ასეთი იტალიელი მხატვარია – ”Il Pinturicchio”, მაგრამ არა – ბერნარდინო და არც რენესანსის პერიოდის; ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ალეს ”შედევრი” და ასეთი ძალიან ბევრია, ყველა დამერწმუნება, რომ მისი შემოქმედება სეხნიას ნახატებისა, თუ ფრესკების სიდიადეებს ბევრად წინ უსწრებს.

ყველაფერი რვა წლის ასაკში დაიწყო: გაჭირვებით ნაშოვნი შავ-თეთრი ფორმა მეცვა და გაკაპასებული მეზობლების ჩხუბის მიუხედავად, იტალიური ეზოს ჭიშკარს ბურთს ვურახუნებდი, დელ პიერო კი იტალიის ყველა დროის საუკეთესო კლუბში თამაშობდა და ჩემგან განსხვავებით, მის თითოეულ ქმედებას სტადიონის ოვაციები ახლდა თან.

მას შემდეგ ცამეტი წელი გავიდა. აღარც ფეხბურთელობაზე ვოცნებობ და აღარც მეზობლებს „ვაწამებ“. მე კომპიუტერთან ვზივარ და ამ პოსტს ვწერ, ალე კი კვლავ ტურინის „იუვენტუსის“ თამაშობს და შედევრებსა, თუ გადამწყვეტ გოლებს ისევ ქმნის.

ტურინში ალესანდრო დელ პიერო – კერპია, მადრიდში – ფეხბურთელი, რომელსაც მასპინძელი გუნდის კარში გატანილი ორი გოლისათვის ესპანელი გულშემატკივრები ტაშით აცილებენ, ევროპის სხვა ქვეყნებში კი იუვენტუსის სიმბოლო, რომელსაც პატივს სცემენ და არასდროს უსტვენენ.

ერთ კლუბში გატარებული 18 წელი, 700-ზე მეტი მატჩი შავ-თეთრ მაისურში, გადაწერილი და დამყარებული რეკორდები, საკლუბო დონეზე მოგებული თითქმის ყველა ტურნირი – დამეთანხმებით, საოცარი მაჩვენებელია, თუმცა ციფრები იმ „დიდი სიყვარულის ისტორიასთან“ ახლოსაც ვერ მივა, რაც ალექსსა და იუვენტუსის ქომაგებს გვაკავშირებს.

კაპიტნისა და „შავ-თეთრების“ რომანმა აპოთეოზს 2006 წელს მიაღწია, მაშინ როდესაც იტალიაში ატეხილი საფეხბურთო სკანდალის – „კალჩოპოლის“ შედეგად იუვენტუსი ქვედა დივიზონში – სერია – B- ში დააქვეითეს და გუნდი თითქმის ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.

მსოფლიო საფეხბურთო გრანდების შეთავაზებების და საუცხოო კონტრაქტების მიუხედავად, ალე დარჩა, სეზონის ბომბარდირი გახდა და რამდენიმე „უკანასკნელ ბიანკონეროსთან“ ერთად, კლუბი უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დააბრუნა; დააბრუნა და სერია – A-ს ბომბარდირიც გახდა, რითაც ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, 82 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორის – პაოლო როსის რეკორდი გაიმეორა.

„იუვენტუსს“ წელს საოცარი სეზონი აქვს – ერთადერთი გუნდია მსოფლიოში, რომელსაც ჩემპიონატში თამაში არ წაუგია. „დიდი 10-იანი“ იუვენტუსში ბოლო წელს ატარებს – კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება, კლუბის პრეზიდენტის – ანდრეა ანიელს თქმით კი კაპიტანს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ალემ ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ „კარიერის „იუვენტუსში“ დასრულებაზე ოცნებობდა, ახლა კი უბრალოდ არ იცის რა ქნას, როგორ იცხოვროს“.

არ იცის არც ალესანდრომ და არ ვიცით არც ჩვენ – ადამიანებმა, რომლებიც კვირიდან კვირამდე ველოდებით „იუვეს“ მატჩებს, კაპიტანს, მის შესრულებულ ჯარიმებს, გოლებს, ან უბრალოდ საფეხბურთო მოედანზე ყოფნას. დელ პიერო – „იუვენტუსია“ და სხვაგვარად წარმოუდგენელია, ალბათ ამიტომაც ვარიდებთ თავს იმაზე ფიქრს, თუ რა მოხდება ივნისში.

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი და დიდი შანსია, იუვენტუსმა ”სკუდეტოსთან” ერთად, ქვეყნის თასიც მოიგოს. ასე თუ მოხდა, ალე უკანასკნელად ავა კვარცხლბეგზე კაპიტნის სამკლაურით დამშვენებული შავ-თეთრი მაისურით, უკანასკნელად აწევს ორ თასს და ეს იქნება დასასრულის დასაწყისი.

ამის შემდეგ იქნება საოცრად ორგანიზებული გამოსამშვიდობებელი საღამო, იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები, ისინი ვინც წლების მანძილზე დელ პიეროს გვერდით ან მის წინააღმდეგ თამაშობდნენ. გადაივსება სტადიონი, იმღერებენ ალეზე დაწერილ სიმღერებსა და ჰიმნებს, თუმცა ეს იქნება ტრაგედია და არა ზეიმი.

არც ის გაგიკვირდეთ, ათიათასობით აცრემლებულ გულშემატკივარს თუ დაინახავთ, იმ ადამიანებს რომლებიც Il Pinturicchio”-ს შედევრების კოლექციას წლების მანძილზე აგროვებდნენ და გულში ინახავდნენ.

ივნისამდე კი იმ მეუღლეებს, დედებს, მეგობრებს, შეყვარებულებსა და უფროსებს მივმართავ, რომლებისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოგწონდეს როგორ ”დასდევს 22 ადამიანი ერთ ბურთს” – ფეხბურთი არც სტატისტიკაა, არც უბრალოდ სპორტი და მითუმეტეს არც დიდი ფულის შოვნის საშუალება. ფეხბურთი ის სამყაროა, რომელიც კვირაში ერთხელ, ან რამდენჯერმე 90 წუთით გავიწყებს ყველაფერს და გჩუქნის ბედნიერების საათნახევერს.

ფეხბურთს კიდევ არც ”ფული” თამაშობს და არც ნარცისიზმითა და გამდიდრების მანიით შეპყრობილი, თმაზე ”ბრიოლიონწათხაპნილი” ფეხბურთელები, ფეხბურთი ის სამყაროა, რომელსაც დელ პიეროს, ტოტის, რაულის, რაიან გიგზის, სტივენ ჟერარდის, ჩავისა და პუიოლის მსგავსი ადამიანები ქმნიან და სწორედ ეს თავდადება, ბრძოლის ჟინი და დიდი ერთგულება ქმნის სიყვარულის იმ დიდ ისტორიას, რომელსაც შეუძლებელია უღალატო.

P.S. იმ ასაკში აღარ ვარ, კეთილი ფერიებისა ან თოვლის ბაბუის მჯეროდეს, მაგრამ მივმართავ ყველას – სანტას, ფერიებს, კეთილ ჯადოქრებს, დამბლდორს და პირველ რიგში ანდრეა ანიელის – თუ შეგიძლიათ, მაჩუქეთ ჩემი კაპიტანი, ანუ იუვენტუსი კიდევ ერთი წლით!

ჟურნალი “ლიბერალი”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli berikelashvili
12 years ago

საგოლ ავტორს,მაგარია ძმა.

dato chichinadze
12 years ago

ეს ყველაფერი კარგი მაგრამ იუვე უეფას რეიტინგის მიხედვით 42 ადგილზეა… :cry: სამწუხაროდ დიდი შანსია იმისა რო ძლიერ ჯგუფში მოვხვდებით…

delpieronedved
12 years ago

სად უნდა ვნახო რეიტინგი?

seba
12 years ago

“ივნისამდე კი იმ მეუღლეებს, დედებს, მეგობრებს, შეყვარებულებსა და უფროსებს მივმართავ, რომლებისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოგწონდეს როგორ ”დასდევს 22 ადამიანი ერთ ბურთს” – ფეხბურთი არც სტატისტიკაა, არც უბრალოდ სპორტი და მითუმეტეს არც დიდი ფულის შოვნის საშუალება. ფეხბურთი ის სამყაროა, რომელიც კვირაში ერთხელ, ან რამდენჯერმე 90 წუთით გავიწყებს ყველაფერს და გჩუქნის ბედნიერების საათნახევერს.”- ოქროს სიტყვებია, ყოჩაღ ავტორს.

snuff-juve
12 years ago

ამ ანიელის გამო სტატიაზე დამავიწყდა თქმა მართლა მაგარია საღოლ :love: :love: :love:

Gio Darja
12 years ago

:love:

12 years ago

აჰაა

აკაკი მეტრეველი

Italiel

სურათზე მიიტანე მაუსი, მარჯვენა მხარეს დააკლიკე და open in the new tab მიეცი და გაგიხსნის ცალკე

snuff-juve
12 years ago

ანიელიმ 1 მიზეზი მაინც თქვას რატო უშვებს ამ კაცს :blin: :blin:

dito chanturia
12 years ago

ბრავო ბრავო მაგარია :forza: :forza:

juventino3969
12 years ago

უნდა შეკრიბო ასეთი შინაარსის ყველა სტატია და იუვეს ხელმძღვანელობას თავზე უნდა გადაახიო. დელპოს გუნდიდან კი არ უნდა უშვებდნენ ტაძრებს უნდა უშენებდნენ, ძეგლებს უდგავდნენ და მისი სახელობის საფეხბურთო სკოლებს აარსებდნენ. ეს კაცი 19 წელია უკვე არა მარტო იუვენტუსის, არამედ იტალიური ფეხბურთის ისტორიას წერს და ამათ კედევ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება არ უნდათ.

სულ რომ სტივენ ჰოკინგივით კალიასკით დასეირნობდეს მინდორზე, დელპოზე უკეთესი და მნიშვნელოვანი ვინ უნდა ყავდეთ ვერ გამიგია. :forza: :forza: :forza:

irakla1001 horbenadze
12 years ago

ალე ალე ალე სად მიდიხარ ბიჭOოოოოოოო

Italiel
12 years ago

ძმურად ამ სურათის ლინკი მომეცი რა ავტორ

delpieronedved
12 years ago

მაგარია :love: :love: :love:

tandila gogya
12 years ago

:forza: :forza: :forza:

tornike artkmeladze
12 years ago

უძლიერესი სიტყვებია… ყოჩაღ…

12 years ago

არ ვიცი გადაფარავს თუ არა სკუდეტოს და თასის მოგება დელპიეროს წასვლას… იმის წარმოდგენაზეც კი რომ ჩვენი კაპიტანი წავა და ვეღარ ვუყურებ მის თამაშებს თუნდაც ერთი წუთით მაინც ცრემლები ისე ღაპაღუპით მომდის რომ ვეღარ ვჩერდები…

giortgi
12 years ago

საგოლ საგოლ მაგარი იყო :up: :juvee:

mishka gogrichiani
12 years ago

ვერაფეს იტყვი, დიდებული სტატიააა :up: :up: :up: :up:

Sano
12 years ago

მაგარი სტატიაა, დაახლოებით ყველას ჩვენს აზრს ეხმიანება, მადლობა ავტორს!!!

პ.ს. სექტემბერში იტალიაში ვაპირებ წასვლას და ძალიან გამეხარდება, თუ ალეს თამაშის ცოცხლად ნახვის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა…. :forza: :forza: :forza:

malxazi ediberidze
12 years ago

დიდებულია! გმადლობთ!

italiajuve
12 years ago

ეს მართლა დაიწერა ჟურნალში?

12 years ago

სტატია :up:

კონტეს ორი სიტყვაა საჭირო:

ანიელის – ალე მჭირდება!
ალეს- ალექს დარჩი!

ma_x_ara
12 years ago

მე ახლა მაწვება ყელში რაგაცა რო წარმოვიდგენ რო ალე მიდის, მერე რა მომივა

MegobaroO
12 years ago

ბრავოო..სიტყვები აშკარად ზედმეტიაა :up: :juvee:

d a v i d
12 years ago

:up:

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x