კონტე: ” მე მჯერა “
ანტონიო კონტეს გუნდი ხვალ “ნოვარას” დაუპირისპირდება. პიემონტური გუნდი მატჩს “ლაციოსთან” მოპოვებული სამი ქულის შემდეგ ხვდება, “იუვენტუსმა” გამარჯვება თავის მხრივ “ჩეზენასთან” იზეიმა…
” “ნოვარა” კარგ ფეხბურთს თამაშობს და “ჩეზენასგან” განსხვავებით, რომელმაც დაცვაზე გააკეთა აქცენტი, ჩემი აზრით, შეტევასაც შეეცდება. ნამდვილად მომწონს ეს გუნდი, განსაკუთრებით მათი მწვრთნელის, ატილიო ტესერის მიმართ მაქვს სიმპათიები. გასულ წელს ქვედა ლიგაში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდნენ და მეტწილად, “სერია ა” -ში ვგულშემატკივრობდი კიდეც, ეცადნენ საბრძოლო სული უმაღლეს დივიზიონშიც შეენარჩუნებინათ. კომპლიმენტები “ნოვარას”, მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებენ თუ არა ადგილს “სერია ა” -ში. ”
” მატჩის წინ მომიწევს ფაბიო კუალიარელასა და დელ პიეროს ფიზიკური მდგომარეობის შეფასება, პირველს ბარძაყის პრობლემები აწუხებს. მატრი დისკვალიფიცირებულია, თამაშის საშუალება არც პეპეს აქვს. ასე რომ, არჩევანი უნდა გავაკეთო, თუმცა ვიცი, შემიძლია ყველას დავეყრდნო, მათ შორის მოტივირებულ ბორიელოს. ძალიან ბევრი იქნება თავად ბიჭების ნათქვამზე დამოკიდებული, თუ მეტყვიან, რომ კარგ ფორმაში არიან, “ჩეზენას” შემდეგ ბევრს არაფერს შევცვლი. ”
” რაც შეეხება პლატინის “იუვენტუსის” სანახავად ჩამოსვლას, არა მგონია ის რაიმე ზეიმისთვის ემზადებოდეს. ვიზიტი უკვე დაგეგმილი იყო. მისი ტრიბუნებზე ყოფნა ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ მის თვალწინ. აი პრეზიდენტი ბონიპერტის სტადიონზე ხილვის სიამოვნება კი ჯერაც წინ გვაქვს. დროის მცირე შუალედში გვიწევს რამდენიმე შეხვედრის გამართვა, ამიტომაც, ყველა დაპირისპირებას, როგორც ცალკეულ გამოწვევას, ისე უნდა მივუდგეთ. ჩემი ბიჭები უკვე მომწიფდნენ, გუნდზე ზემოქმედება ადვილი არაა და მათით ძალიან ვამაყობ. ”
” ყოველთვის ვამბობდი, რომ “მილანს” უკეთესი გუნდი ჰყავდა, მაგრამ მეტი ორგანიზებულობის მეშვეობით მინიმუმ გავუთანაბრდით მას. ტიტულს ის გუნდი მოიგებს, რომელიც იმსახურებს კიდეც ამას. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და, რა თქმა უნდა, “მილანი” ბრძოლას აგრძელებს. ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი მორჩა, ძალიან ცდება, ჩვენ მათ რიცხვში არ ვართ. რამდენად მჯერა “სკუდეტოს” მოგების? მჯერა, რადგან, ვხედავ თუ რა ეტაპზე ვართ ახლა. უნდა გვახსოვდეს, საიდან დავიწყეთ, უნდა ვამაყობდეთ მომხდარით. შანსი გვაქვს, “იუვენტუსის” ისტორიის წიგნში ახალი ფურცელი დავწეროთ. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
გაგვიჭირდება, მაგრამ მაინც მოვიგებთ
კარაჩოლო და მასკარა უნდა შევბოჭოთ ძალიან პიდო ფეხბურთელები არიან 
ნოვარა თუ მოვიგეთ 100% სკუდეტო ჩვენია…
ყველაზე რთული მატჩია დარჩენილებში ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ ყველაზე ნაკლებად პოპულარული გუნდია ამ ეტაპზე სერია ა-ში. თანაც ფორმაშია (ნუ ეს ტრადიციაა, იუვესთან მატჩის წინ ყველა ფორმაშია)
მოვიგებთ უეჭველი
არა მგონია ნოვარამ ზედიზედ 2-თამასის მოგება ან 4-ქულის აგება მოახერხოს ლაციო იუვესთან ნოვარასთვის ამ ორ გუნდთან 3-ქულაც საკმარისია
უეჭველი ვიგებთ
აი მილანს კი ძალიან გაუჭირდება

ამ კომენტარის მერე ვხვდები რომ ბორიალას დააყენებს ისე კი ჩვენც გვჯერა კონტე და ამ ხოდით გააგრძელე სვლა
მეც მჯერა ჩემპიონობის.
მხოლოდ ერთი შეცდომის დაშვების უფლება გვაქვს. პლიუს მილანს ინტერთან დარჩა სათამაშო. მინდა რომ ყველა დარჩენილი თამაში მოიგონ
გაუჭირდება. უფრო, ვიდრე ატალანტასთან თუნდაც, იმიტომ რომ ნოვარა კარგი ფორმაშია. მაგრამ მაინც მოვიგებთ………………..
უეჭველი მოვიგებთ ,არა მგონია ნოვარამ რამე სიახლე შესთავაზოს იუვეს

მე მგონია რო თუ ბორიელო ათამაშა კიდე გაიტანს მაგაზე მოტივრებული ეხა ამ წუთას არავინ არააა და მგონია რო კიდე გაიტანს და მგონია რო ერთი გოლი უნდოდა და გაიტანს კიდე რავი მე ესე მგონია უფროსწორად მჯერა რო ესე იქნება
ამანაც თქვა რო მჯერაო ე.ი ჩვენია სკუდეტო

ბორიელოს დააყენებს ვუჩინიჩთან ერთად დარწმუნებული ვარ..
კოეფიციენტი: 51.49696
თანხა: 1.0
ramdens movigeb??
51.4
მევასება ამ კაცის კომენტარები. მე კონტეს ფანიც გავხდი.
ერთი სული მაქვს ეუროპაზე რა მოხდება.
მიდი კონტე მეც მჯერა
მეც მჯერა

ჩვენც გვჯერა !