ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : ” რობენი კარგია , მაგრამ … ”

სეზონი ჯერ ჯერობით არ დამთავრებულა , წინ კიდევ ოთხი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა სერია ა-ში . თუმცა , მიუხედავად ამისა გულშემატკივრები უკვე ამ ეტაპზევე უყურებენ მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარას . ” იუვენტუსის ” უმთავრესი საზრუნავი იქნება ტოპ-ფორვარდის დამატება . ამ ყველაფრის გათვალისწინებით , ვფიქრობ ლუჩიანო მოჯის აზრის მოსმენა არ იქნებოდა ურიგო …

ბატონო ლუჩიანო , ბიანკონერის ბოლო ხანებში სულ უფრო მჭიდროდ და მჭიდროდ უკავშირებენ ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან რობენი , სუარესი , ძეკო და რამირესი . რომელ მათგანზე გაამახვილებდით ყურადღებას ?

” გასაგებია , რომ გუნდისთვის აუცილებელია ისეთი ფეხბურთელის გაფორმება , რომლის სახელი მთელი მსოფლიოსთვის კარგად არის ნაცნობი , მაგრამ აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი , რომელთაგან უმნიშვნელოვანესი ფინანსური საკითხია . დღეისათვის არ გახლავართ იუვეს დირექტორთა საბჭოში და შედეგად რა ხდება კლუბში ამ კუთხით წარმოდგენა არ მაქვს ” .

ტიფოზები ოცნებობენ , რომ კლუბმა არიენ რობენი გაიფორმოს …

” ორი აზრი არაა უდიდეს ფეხბურთელზე გვაქვს საუბარი , მაგრამ მისი საფეხბურთო მახასიათებლები საერთოდ არ ერგება კონტეს სათამაშო მოდულს . რობენი თავისი დრიბლინგით , სრულიად უფუნქციო ხდება დაცვაში თამაშისას … ”

თქვენი აზრით ვინ მოერგება მაშინ კლუბის ტაქტიკურ მონახაზს ?

” უფრო ეფექტური სტილის მოთამაშე ჭირდებათ , ტრეზეგეს დონის , რომელიც იდეალურად დაასრულებდა დამაგვირგვინებელ ფაზას . შედეგად , სუარესი გაცილებით უკეთესი ვარიანტია ტურინელთათვის ვიდრე რობენი ” .

შესაძლებელია თუ არა იმის თქმა , რომ ახალი ხელმძღვანელობის ხელში ბიანკონერი მწვერვალს მისწვდა ?

” რა თქმა უნდა . ” იუვენტუსი ” – არა ჩვეულებრივი პროექტია . პროექტებს კი თავის მხრივ ახასიათებთ დაწყება და შემდგომ წარმატებული პროგრესირება . ტურინელებს ეს კარგად გამოსდით , ” რომასგან ” განსხვავებით , რომელიც სულ უფრო და უფრო ცუდად გამოიყურება ” .

წყარო : TuttoJuve.com

20 thoughts on “მოჯი : ” რობენი კარგია , მაგრამ … ”

  1. pinogio 10 თავდასხმაში გეთანხმები.. ლეალიც ფატობრივაბ გაფორმებულია და ვერატიც წამოვა სავარაუდოდ.. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ პოგმა არ გამოდის და რობენი მოჯის არ იყოს სულაც არ მომწონს და მინდა ჯერ რო ხასიატის ფეხბურთელია და და მარტო გაქცევა იცის და დარტყმაც ადვილად ამოცნობადი აქ თანაც სულ ტრავმები აქ და 29 წლისაც მალე გახდება და ვან პერსიც 29 წლისაა ფაქტობრივად.. იგუაინი კარგია დზაან და სუარესსაც არაუშავს ნუ კავანიც და კოლაროვი არ გვჭირდება.. კარგად ურტყამს ჯარიმას მაგრამ ჩაწოდება და პასი არ უვარგა და პასი გვჭირდება და თAნ პირლო ჩასანაცვლებელია მალეე და ჩამშლელად ნაიანგოლანი ძაან კარგი იქნებოდა :) :forza: :forza: :forza: :forza:

  2. მე ვფიქრობ სუარესი და ვან პერსი ან იგუაინი ანაც კავანი
    დედე ან ასტორი და კოლაროვი დაცვაში
    და ერთი კარგი ნახევარმცველი , პირლოს შემცვლელი
    ახალგაზრდებში ყველაზე მეტად მინდა ლეალი (მეკარე), ვერატი(ახალი, მომავალი პირლო) და პოგბა (უნიჭიერესი შემტევი)

  3. Machara
    ერთი შენ სად წაიკითხე რო რობენი თანახმაა :lool: უარი შემოუთვალა უკვე იუვეს ბავარიიდან წასვლას არ ვგეგმავო კონტრატს უხანგრძლივებენ
    ვან პერსმაც სიტის გაუხსნა გზა სიტიში თამაში მინდაო ყველაზე რეალურია
    სუარესი იგუანი

  4. მე რონალდო, სუარესი და დე როსი მინდა მერე ვისაც უნდა იმან მეთამაშოს….:))))) კარგი ოცნებააა…:)))))

  5. აუ მაგრად მომწონს მოჯი, მაგარი ტვინიკოსია, მოჯი და გალიანი მსოფლიოში საუკეთესოები არიან

  6. ისე რობენი რაღაცნაირად არ მინდასავით.. კარიერის საუკეთესო წლები რეალებს და ბაიერნებს შეალია და ეხლა ჩვენ უნდა დავიმატოოთ???!!! : ((
    თან ოცდაათ წელს უახლოვდება და ეხლა ტრავმა რომ მიიღოს სერიოზულ პრობლემებს გადააწყდება უფრო.. ასე რომ ამ კუთხითაც არ ღირს

  7. აუუუუ მიყვარს ეს კაცი უაზროდ ვგიჯდები ამ კაცზე ცარიელი ტვინია ეს რასაც ამბობს ისაა მართალი სუარესი ყველაზე კაი ვარიანტია სუფთა ტრეზეგეს პონტია და დიდი შანსია ტრეზეს ნაირად გოლეადორი გახდეს იუვენტუსში სუარესი მხოლოდ მხოლოდ სუარესი !!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.