ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ყველაფერი ჩვენს ხელთაა “

“ნოვარას” დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, ანტონიო კონტე ჟურნალისტებთან საუბრობს. ტურინელებმა გასვლაზე მოპოვებული გამარჯვების წყალობით უახლოეს მდევართან არსებული სამქულიანი ფორის შენარჩუნება შეძლეს…

” არ გვავიწყდება, რომ კვალში ბრწყინვალე გუნდი გვიდგას, მაგრამ ისიც ვიცით, ჩვენი ბედი ახლა ჩვენს ხელთაა. წინა ტურში “ნოვარამ” “ლაციო” დაამწუხრა და იგივეს გაკეთებას ჩვენთან მატჩშიც აპირებდა, მაგრამ კონცენტრაცია არ დავკარგეთ და ამის უფლება არ მივეცით მასპინძლებს. მხოლოდ შედეგით კი არა, იმ თამაშითაც კმაყოფილი ვარ, რაც ბიჭებმა მოედანზე აჩვენეს. გოლის გატანა მალევე შევძელით, “ჩეზენასთანაც” რომ ასევე მომხდარიყო, შესაძლოა, იქაც ამგვარი სურათი გვენახა. ”

” ვიცოდით, რომ “ნოვარა” თავს დაიცავდა. ჯიაკერინი ერთი-ერთზე კარგია და ტემპის აწევა შეუძლია. ბორიელო კი კარგ ფორმაშია, ფიზიკური კონდიციებით აღარავის ჩამოუვარდება და ნელ-ნელა ჩვენს სტილსაც შეეწყო. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, 110% -ით დაიხარჯება. ბონუჩი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, კონცენტრაციისა და სწორად მიმართული აგრესიის ტექნიკურ უნარებთან შეხამებას სწავლობს. ”

” რაც შეეხება ელიას, ვწუხვარ, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო, ჰოლანდიელი ამას იმსახურებდა. მორალური თვალსაზრისით დაეხმარებოდა, რთული წელიწადი გალია, გაუჭირდა ჩვენი სათამაშო სტილის გაგება და მასთან შეგუება. ”

” მიხარია, რომ ბონიპერტიმ და მიშელ პლატინიმ კარგი თამაში იხილეს. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პლატინი ჩვენს თამაშს დაესწრო. იმედია, სანახაობა მოეწონა და ერთხელ ჩვენს სტადიონზეც გვინახულებს. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

38 thoughts on “კონტე: ” ყველაფერი ჩვენს ხელთაა “

  1. მილანელები სადაც მუნტარის არ ჩათვლილ გოლს იხსენებ, იქ მატრის არ ჩათვლილი გოლიც გაიხსენონ და სადაც იმას ამბობენ, რომ 2:0-ზე ვეღარ გაათანაბრებდნენო, ისიც გაიხსენონ ნაპოლისთან გავათანაბრეთ თუ არა 3:1-ზე.
    და კიდე სადაც იმას იტყვიან, რომ ყოფილი მილანელი პირლო “მიათრევს” იუვეს, ისიც გაიხსენონ ყოფილი იუვნეტუსელი ზლატანი და ნოჩერინო რას შვებიან და ვინ ვის უფრო “მიათრევს” :lool:
    ასე რომ სანერვიულო არაფერია და ნურც აყვებით… და არ ჩათვლილ გოლებზე მილანს საწუწუნო არაფერი აქვს, იმდენი მოგონილი პენალტი აქვს დარტყმული ზლატანს წელს.
    პრობლემა რომ მათშია ეგ აღიარონ ჯობს და არა მსაჯებს აბრალონ.ალეგრი აბრალებს იმიტომ რომ სკამს კარგავს სკამს და ვუწინასწარმეტყველე სეზონის წინ სანამ დაიწყებოდა სერია ა. გასპერინის, ალეგრის და ლუის ენრიკეს.. ალეგრის მილანი რომ შარშან უპრობლემოდ გახდა იტალიის ჩემპიონი, ეგ იტალიის სირცხვილი იყო (იმიტომ რომ იუვე არ იყო იუვე შარშან). და წელსაც რომ ალეგრის ეს ნახევრად დამტვრეული გუნდი (ეგეც მილანის ექიმტა შთაბის ბრალია. დელ ნერის იუვეც ეგრე იყო დაახლოებიტ) გახდეს ჩემპიონი კიდე, მართლა იუვეს სირცხვილი იქნება.
    ყველაფერი ჩვენს ხელთ არის. 3 მატჩიდან 2 ტურინში გვაქს და 1 სრულიად უმოტივაციო გუნდთან ნეიტრალურზე (სავარაუდოდ) და ამაზე უკეთესი რა შეიძლება? პლიუს ამას მილანს დერბი დარჩა ლიგის ადგილზე მებრძოლ ინტერთან. თანაც ეს 3 მატჩი არის ზუსტად 2 კვირაში და ასე უცებ როგორ ამოვარდებით ფორმიდან? ინერციით მაინც უნდა მოვიგოთ 2 მაინც, თანაც 1 წაგების უფლება გვაქვს…. ასე რომ შეიძლება ითქვას რომ შანსები დღეს უკვე 80-20%-ია ჩვენს სასარგებლოდ.
    :forza:

  2. ლაციოს მესამეზე გასვლა არ ვარგა თავს მოჭრის იტალიას ლიგაზე

    ნაპოლი ჯობია ყველას და შემინდოს იუვემ და ისევ ინტერის :)

  3. modi kompetenturad shevxedot am yvelafers,
    jereserti juve gunavda seria A shi yvelas 80 qulaze nakleb ar amtavrebda sezons, mere sheikren juves wiinaagmdeg, gadaagdes seria A shi rac dzaalian saechvoa da dges yvelas epareba ragac komentarebi, magram sachiro vigac aketinebs,
    mere meore juve italiashi yvelas uyvars, (garda gamokvetili pirovnebebisa)
    imitomac aris italiashi juves yvelaze meti fani ro yavs vidre sxva gunds, amaze ar shemekamatos aravin, juve, rom chadzires, magis mere daerxa italiur fexburts da imis mere rac 2003 2004 sezonshi 4 gundidan 3 italiuri iyo naxevarfinalshi championta leagusi da sheikra juves winaagmdeg bevri, mere kide juves 29 skudeto milans 18 danarchenebs agar vidzaxi gundebze maqvs saubari, ro gadaxedo tradicias istorias da fexburtelebs juve dzveli droit milans jobs, ro tqvas vigacam exandeli drot vilaparakoto, yvela xedavs dabrunebul juves, da bolo yvelaze mtavari, juve italiis nakrebis dziritadi birtvia es iyo ase aris da iqneba yoveltvis, 2006 mteli juve tamashobda finals msoflioze 8 fexburteli italiis nakrebshi da 3 safrangetis nakrebshi, ase, rom juve italiis udidesi saxe da grandia, me milans ar vlandzgav da metic minda momdevno wels championta leagueze naxevarfinalshi mainc juve milani vixilo tu finalshi ara, radgan jer jerobit dges italiashi am or gunds sheudzlia es, magram[b] juve tradiciit avtoritetit da kide vewrvri ragacit, milanze win idgeba[/b]
    აი ეს დავწერ მილანის საიტზე :forza: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.