კონტე: ” ყველაფერი ჩვენს ხელთაა “
“ნოვარას” დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, ანტონიო კონტე ჟურნალისტებთან საუბრობს. ტურინელებმა გასვლაზე მოპოვებული გამარჯვების წყალობით უახლოეს მდევართან არსებული სამქულიანი ფორის შენარჩუნება შეძლეს…
” არ გვავიწყდება, რომ კვალში ბრწყინვალე გუნდი გვიდგას, მაგრამ ისიც ვიცით, ჩვენი ბედი ახლა ჩვენს ხელთაა. წინა ტურში “ნოვარამ” “ლაციო” დაამწუხრა და იგივეს გაკეთებას ჩვენთან მატჩშიც აპირებდა, მაგრამ კონცენტრაცია არ დავკარგეთ და ამის უფლება არ მივეცით მასპინძლებს. მხოლოდ შედეგით კი არა, იმ თამაშითაც კმაყოფილი ვარ, რაც ბიჭებმა მოედანზე აჩვენეს. გოლის გატანა მალევე შევძელით, “ჩეზენასთანაც” რომ ასევე მომხდარიყო, შესაძლოა, იქაც ამგვარი სურათი გვენახა. ”
” ვიცოდით, რომ “ნოვარა” თავს დაიცავდა. ჯიაკერინი ერთი-ერთზე კარგია და ტემპის აწევა შეუძლია. ბორიელო კი კარგ ფორმაშია, ფიზიკური კონდიციებით აღარავის ჩამოუვარდება და ნელ-ნელა ჩვენს სტილსაც შეეწყო. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, 110% -ით დაიხარჯება. ბონუჩი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, კონცენტრაციისა და სწორად მიმართული აგრესიის ტექნიკურ უნარებთან შეხამებას სწავლობს. ”
” რაც შეეხება ელიას, ვწუხვარ, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო, ჰოლანდიელი ამას იმსახურებდა. მორალური თვალსაზრისით დაეხმარებოდა, რთული წელიწადი გალია, გაუჭირდა ჩვენი სათამაშო სტილის გაგება და მასთან შეგუება. ”
” მიხარია, რომ ბონიპერტიმ და მიშელ პლატინიმ კარგი თამაში იხილეს. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პლატინი ჩვენს თამაშს დაესწრო. იმედია, სანახაობა მოეწონა და ერთხელ ჩვენს სტადიონზეც გვინახულებს. ” -აცხადებს კონტე.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
რაზე იშლით ნერვებს ))) არ შეხვიდეთ და მორჩა )
drunchajuve
რას იშლი ძმა ნერვებს? კაის გეტყვი არ შეხვიდე მაგენის საიტზე და ნერვებიც აღარ მოგეშელბა, მილანის ფანების უმეტესობას რო იუვეზე კარგს ვერ ათქმევინებ ეგ ხო ცალსახაა? თუ გონიათ რო 1-ზე მსაჯების დახმარებით ვართ დაე ეგრე იყოს! მე იმას ვურჩევ მილანის გულშემატკივრებს რო მედალს 2 მხარე აქ და მარტო მათ სასარგებლოდ ნუ ლაპარაკობენ… ჩემპიონი გახდება ღირსეული ეს იქნება მილანი თუ იუვე
ფორცა იუვე 
რა არის იცი მილანი რო ამ დროისთვის პირველზე იყოს დარწმუნებული ვარ არც ერთი ჩვენგანი (იუვეს ფანებს ვგულისხმობ) მილანის მიმართ დამამცირებელ კომენტარებს არ გააკეთებდა. ესენი ვინ არიან ეს შურიანები. ისე ლაპარაკობენ ვითომ იუვე არაფერს წარმოადგენს მსოფლიო ფეხბურთში და იტალიას თურმე მარტო მილანის იმედი უნდა ქონდეს. ეს არის გულდასაწყვეტი თორე მეტი არაფერი. არადა მე პირადად ევროპაში ყველა იტალიურ გუნდს ვგულშემატკივრობ, იუვეს შემდეგ რა თქმა უნდა.
ლაციომ თუ მოიგო სერიოზულ განაცხადს გააკეთებს მესამე ადგილისთვის, მაგრამ ჯერ ჯერობით უდინეზე ჯობია..
უდინეზე ჯობნის
აუ ამ მილანის ფანების 80 პროცენტი ან მაგარი უვიცები არიან ან ბოღმა ახჩობთ რა, კიდე იძახიან მსაჯების ბრალია რო იუვე პირველზე როაო.შეხედონ ძმაო იუვეს თამაშებს და მერე ილაპარაკონ. გუნდს წაგება არააქ და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ბოგმიანები )) აეგრეეე გდია 2 ზეეე მილანიიიი ))
Juventino17
აუ ეგ მართლა მაგარი გამაზა ბორიელომ
მაგარი თამაში მიდის უდინეში
ბორიელო კი არა დღეს რა გოლიც გაიტანა მაგას მეც გავიტანდი, ორი წუთის მერე კიდე 100იანი მომენტი გააცუდა, ჩეზენასთან კიდე რაც გააკეთა ბაზარი არაა დიდი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მარტო მაგის გამო ღირდა თხოვება
უდინეზე ლაციო მაგარი თამაშიაა
ჩვენთვის, იუვეს ფანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიტანს გოლს, ბორიელო თუ მატრი, მთავარია გავიდეს ბურთი. ისე ღმერთმა არ ქნას რო მომავალ სეზონში კიდე ბორიელოს და მატრის იმედზე ვიყოთ. აუცილებლად გვინდა ტოპ-ფორვარდი. ბორიელო და მატრი კი ზამენაში გამოგვადგებიან. ჯერჯერობით რას ვერჩით ბორიალას გაიტანოსდა ასე უქნია უფრო დიდი ულვაშები მოუშვია.
მართალი ხარ
რა გინდათ ბორიელოსთან, ათამაშდა კაცი და დაიმსახურა ძირითადში თამაში, აშკარად მონდომებულია ბოლო თამაშებში
ყველაზე მეტად ელიას დანახვა გამიხარდა იმედია უფრო ხშირად გამოიყვანს და შეეწყობა გუნდს
უდინეზე-ლაციოს რას ფიქრობთ? დაჯდება ვითომ ერთიანი? თუ ერთიანი დაჯდა 4 გუნდს 55/55 ქულა ექნებათ და მერე ნაპოლის უფრო უადვილდება მესამე ადგილე გასვლა, კარგი კალენდარი აქ და არამგონია აწი ქულები დაკარგოს
რავი აბა ლაციო წააგებს ვითომ ზედიძედ ორ თამაშს
რაღაც არამგონია X2 მგონია
ნაპოლი თუ ლიგაზე ვერ მოხვდა მისი თავდამსხმელები სავარაუდოდ წასვლას მოისურვებენ და ასეთ მომენტში შეიძლება კავანი დავითრიოთ შეღავათიან ფასად.
კი
მოვიგებთ მილანს ვისთანააქ შემდეგი?
ატალანტას ღებულობს სახლში
ლეჩესთან მატჩი იქნება გამოცდა!!!!!!!!

ბორიელოზე ვიდეო ვნახე მექალთანეა მაგარი :D:D:D
რა მილანის არაკომპეტენტური ფანებვივით წერტ კომენტარებს, რას გადაეკიდეტ ამ ბორიელოსა, როგორც ჩანს შეეწყო მართლაც იუვეს, ვერ ითამაშებს და სკამზე დასვამენ ან გაყიდიან, რა გინდათ, ბორიელოსგან, აშკარად ეტყობაიუვე უყვარს და იბრძვის, რა თქმა უნდა ბორიელოზე დამოკიდებული თავდასხმაში არ უნდა ვიყოთ და აუცილებლად ფორვადი გვინდა, მარა გააკეტოს ამ ბორიელომ საქმე და თუ ვერ გააკეთებს სკამზეც დასვამენ, თქვენ უფრო კარგად იცით, თქვენ აკვირდებით ვარჯიშებზე, თუ კონტე ფეხბურთელებს

ბრაო კონტე მართლა სწორი მიმართულებით მიყავ გუნდი , ლეჩეც უნდა გავიაროთ და როგორც ნოვარას ისე უნდა მიუდგეთ ლეჩესაც და იგივე სტილში უნდა დავამარცხოთ..წინ სკუდეტოსკენნ

ლეჩე
კარგია, მთავარია კონტემ შეინარჩუნოს თავისი სტილი და გამოძერწოს საუკეთესო გუნდი, იუვე სდაოცრად კომბინაციური გახდა სხვა ყველაფერთან ერთად, ასევე ფსიქოლოგიურად ძაან გავძლიერდით და მოტივატორიც, რადა დავაქრქავა ორატორი, იმპერატორი, აი ეს

კონტე ჩვენი იმპერატორია, რომელმაც იცის კარგად გაწრთვნილი ჯარის მართვ
მთავარია ასე გავაგრძელოთ და მომდევნანო სეზონში უფრო უკეთ ვითამაშოთ
ჩათვალეთ რო გამოისყიდეს ბორიელო
“ბორიელო… ნელ-ნელა ჩვენს სტილსაც შეეწყო” …… რა საშინელი სიტყვებია ……

ეეე ბიჭო არ მიქაროთ და არ დატოვთ თორე გასკდა გული
ბორიელო გაააააადი გვერძე
იმედია არ გამოისყიდიან
ლეჩესთან არ უნდა გაგვიჭირდეს საკუთარ კედლებში, მითუმეტეს ლეჩე ეხლა ფსიქოლოგიურად გატეხილი იქნება

გაიხარე კონტე, მადლობა, რომ იუვე დააბრუნე!!!
მაგარია რა კონტე რა გუნდი დაააყენა
იმედია ლიგაზეც გაგვახარებს ერთ კარგ თავდამსხმელს თუ იყიდიან