ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : “დაცვა ჩვენი წარმატების გასაღებია”

ლეონარდო ბონუჩი საუცხოო სეზონს ატარებს.ჯორჯო კიელინისთან და ანდრეა ბარძალისთან ერთად 24 წლის ცენტრალური მცველი ევროპაში საუკეთესო უკანახაზს ქმნის და დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონი ტურინის “იუვენტუსის” ტრიუმფით დასრულდება : “ნოვარასთან” გამარჯვებამ კიდევ უფრო გაგვაძლიერა.ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით, ვფიქრობ, რომ საუკეთესო დაცვა ბიანკონერების ერთ-ერთი მთავარი იარაღია.სახეში დარტყმა მართლაც მივიღე, არ გამიმართლა, ნიღაბი ცხვირზე უხერხულად მომხვდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს პრობლემა არ ყოფილა, თამაში გავაგრძელე.

“ნოვარა” – ეს ის გუნდია, რომელიც სერია A – ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ამიტომ მასპინძლებს გარკვეული წინააღმდეგობების შექმნა მართლაც შეეძლოთ : “გასახდელში სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, უფრო რთულ მატჩს მოველოდით, ვიდრე ეს ჩეზენასთან იყო.მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა – გამარჯვების მოპოვება.ინიციატივა ხელთ ვიგდეთ და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გავუტანეთ.მშვენიერი გამარჯვება, კარგი თამაში, დიდი მწვრთნელთან ერთად, საუცხოო პროექტია.მომავალზე არ ვფიქრობთ, ოთხშაბათს მორიგი შეხვედრა გველის.”

წყარო : Juventus.com

15 thoughts on “ბონუჩი : “დაცვა ჩვენი წარმატების გასაღებია”

  1. ნუ პრანდელიმ ესეთი სასტავი რო დააყენოს ეურო-ზე კარგი იქნებოდა

    —————————ბუფონი——————————

    ———–ბარძალი————ბონუჩი———–კილინი———-

    მაჯო———დეროსი———პირლო——-მარკიზიო——დეჩელიე-

    ———————კვალი——–( )——————

    1. 3 მცველი მეეჭვება ათამაშოს. თუ ათამაშა კაი იქნება… იმიტომ რომ მაგ 3 ივეს ვენდობი თვალდახუჭული ))

      1. 4 მცველით რო ითამაშოს ან კილინის მოუწევს კრაიზე ან ბონუჩის სკამზე და არცერთი არ მინდა ეგრე რო იყოს :givi: ჯობია სამი მცველით თამაში იმას თუ გავითვალისწინებთ რო კრაიზე დეჩელიე მაჯოს თათამადობით მაგარი მუშა ფეხბურთელები არიან არბენინე ზევით-ქვევით :italy:

  2. ლეომ მართლაც მაგრად მოუმატა და არამარტო იუვეს სასტავშI იყოს ნაკრების ერთერთი ქამყვანი ფიგურა კიელენთან ერთად :juvee: :forza: :italy:

  3. ბონუჩის სახით უძლიერესი მცველი გვყავს!!! მართლაც დიდებულ შედეგებს აჩვენებს დაცვა

  4. საუკეთესო ფორმაშია იუვეს დაცვა, უბრალოდ მინდა რო არ დაკარგონ ეს ფორმა და ლიგაზე კიდევ უფრო ძლიერად ითამაშონ და ლიგაც მოგვაგებინონ, ეს ცოტა ოცნებისკენააა მაგრამ მაინც მჯერა 20%

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.